მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64741.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მაგრამ ძნელი სათქმელია, ასეთი სრულყოფილი ბუნება ჰქონდა თინას, თუ ისინი მხოლოდ კარგს ხედავდნენ მასში, რადგან უყვარდათ.
But it is hard to say whether Tina's nature was so perfect, or they saw only the good in her because they loved her.
64742.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინასაც კარგად გაეცნო ამ ხნის განმავლობაში ეს ორი, ერთნაირად უბედური ქალი.
By this time Tina had got to know these two equally unhappy women very well.
64743.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თავიანთ უბედურებას მართლა გმირული სიკერპითა და სიჯიუტით მალავდნენ.
They hid their unhappiness with truly heroic resolve and stubbornness.
64744.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ცდილობდნენ, ეს უბედურება ექციათ ბედნიერებად და არა სხვაგან, თავიანთი უბედურების გარეთ ეძებნათ იგი.
They were trying to make the best of it, not seeking happiness elsewhere.
64745.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
არც ოჯახური ამბების გამოტანა უყვარდათ გარეთ.
They didn't like washing their dirty linen in public.
64746.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას კი თავისიანად თვლიდნენ, შეჩვეოდნენ და უყვარდათ.
They treated Tina as one of the family, they were used to her, fond of her.
64747.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ერთხელ, თინამ კაბა აიწია, გადატყაული მუხლი აჩვენათ და უთხრათ, თქვენს ეზოში დავეციო.
Once Tina lifted her dress to show them a grazed knee, telling them she'd fallen in their yard.
64748.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ორივე ქალი გულწრფელად მოიხიბლა მისი ჩამოსხმული და ჯიშიანი ფეხების ხილვით.
Both women were thrilled to see her slender, thoroughbred legs.
64749.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა თვალსა და ხელს შუა დაქალებულიყო.
In no time at all Tina had become a woman.
64750.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ქალუკამ უანგარიშოდ, ყოველგვარი შეფარული განზრახვის გარეშე თქვა: გახსოვს, რომ გაბრაზებდი, ფარნაოზს უნდა გაგატანო ცოლადო?
Kaluka said, quite disinterestedly, without any hidden agenda, "Do you remember how angry you got when we said you'd marry Parnaoz?"
64751.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინამ გაიღიმა და კაბის კალთა ისე უცებ ჩამოუშვა, თითქოს ოთახში ფარნაოზი შემოსულიყოს.
Tina smiled and quickly lowered her dress, as if Parnaoz had come into the room.
64752.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
პოპინამ კი ამოიოხრა: ნეტავ მართლა ასე მომხდარიყო, მაშინ იქნებ ძმა მაინც არ დამკარგვოდაო.
Popina sighed, "I wish that could be so, then I wouldn't be losing a brother".
64753.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ამ საუბრის შემდეგ ქალები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, ფარნაოზსაც უფრო ხშირად იხსენებდნენ.
This exchange brought the women closer, and they mentioned Parnaoz more often.
64754.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თითქოს თინას თანდასწრებით სხვა რამეზე არ შეეძლოთ ლაპარაკი და პოპინაც ყოველთვის ამოიოხრებდა ხოლმე, „ნეტავ ასე მომხდარიყოო“.
As if this was the only subject to talk about when Tina was there: Popina kept sighing, "I wish it could be so".
64755.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინასთვის კი არც ერთს არ უკითხავს, თანახმა იყო თუ არა, ასე რომ მომხდარიყო, თითქოს სამივენი ამ საკითხზე წინასწარვე შეთანხმებულიყვნენ.
Neither asked Tina whether she agreed for it to be so, as if all three had already come to an understanding on the question.
64756.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ახლა ოხვრითა და გაუთავებელი ოცნებით ცდილობდნენ გამოესწორებინათ ოდესღაც ჩაფუშული საქმე.
Now the sighs and endless dreaming were a way to put right something that had gone wrong.
64757.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ასე რომ, ვერც ერთმა ვერ შეამჩნია, როდის და როგორ დაიწყეს „ნათესაობანას“ თამაში.
So none of them noticed when and how they started playing "happy families".
64758.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ახლა რამე ოჯახური საკითხი რომ ჰქონდათ გადასაწყვეტი, პოპინა ქალუკას ეტყოდა ხოლმე, მოვიცადოთ, რძალსაც ვკითხოთო.
Now they had a family question to resolve; Popina kept telling Kaluka, "Let's wait and ask the bride".
64759.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„რძალიც“ იფერებდა და ისეთი გულითადობით ეკიდებოდა უხეიროს ოჯახის ამბებს, თითქოს მართლა ფარნაოზის ცოლი იყო.
The "bride" connived at this and enquired as keenly about Ukheiro's family as if she were Parnaoz's wife.
64760.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თითქოს ფარნაოზს დაებარებინოს მისთვის, „აბა, შენ იცი და შენმა ქალობამ, ჩემს ჩამოსვლამდე როგორ ამოუდგები ჩვენებს მხარშიო“.
As if Parnaoz had asked her, "Well, you're a woman, so while I'm away, you support my folk".