მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64721.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ტოლივით ელაპარაკებოდნენ, ხან ვაშლს ჩაუდებდნენ ხელში ძალათი და ხან თხილს ჩაუყრიდნენ კალთაში.
They would talk to her as if she were their age, sometimes thrust an apple into her hand or tipped some hazel nuts into her lap.
64722.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ხოლო დედა რომ დაუტატანებდა, ისინი უღიმოდნენ და ეუბნებოდნენ, კიდევ მოდი ჩვენთანო.
Her mother scolded her, but they smiled and told her to come again.
64723.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
დედას კი თინა ყველაფერში ხელს უშლიდა, როგორც თვითონვე ამბობდა, „ფეხებში ებლანდებოდა“ და გაუთავებლად ბუზღუნებდა.
Her mother always stopped her doing things, as Tina said, "she was getting under her feet", and grumbled all the time.
64724.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ნუთუ არ გამოჩნდება ვინმე, შენისთანა ოხერი, დროზე რომ მიგაშავო და მეც დავისვენოო.
"Will there ever be a man as awful as you, so that I can get rid of you and rest?"
64725.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„არაფერიც!“ - პასუხობდა თინა გუნებაში, რადგან სიტყვის შებრუნებას ვერ უბედავდა.
"Nothing of the sort", Tina would think, not daring to answer back.
64726.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
დრო კი გადიოდა და იმის ნაცვლად, თინა და ფარნაოზიც დაახლოებულიყვნენ, უფრო უცხოვდებოდნენ.
As time passed, instead of becoming closer, Tina and Parnaoz became estranged.
64727.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მალე აღარც კი ესალმებოდნენ ერთმანეთს, თითქოს მართლა უცხოები იყვნენ, ანდა ბავშვობის ნაცნობობა არ ითვლებოდა.
Soon they stopped greeting one another, as if they were really strangers, or disdained their childhood acquaintance.
64728.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინამაც მოუკლო ქალუკა-პოპინასთან სიარულს, სამეზობლო საქმეზეღა თუ გადავიდოდა და ისიც მაშინ, როცა წინასწარვე იცოდა, ფარნაოზი შინ არ იქნებოდა.
Tina stopped coming to see Kaluka and Popina and if she came on some neighbourly errand, she did so only when she knew Parnaoz was out.
64729.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თანდათან დედამისმაც მოუკლო მის წყევლასა და გინებას.
Gradually her mother stopped cursing and swearing at her.
64730.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
გასათხოვარი ქალის ოჯახი ჩაწყნარდა, გაილურსა და ბედთან შესახვედრად მოემზადა.
The family of a marriageable girl quietened down, held its breath and prepared for the encounter with destiny.
64731.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ქალუკასა და პოპინას კი მართლა შეყვარებოდათ მათ თვალწინ გაზრდილი თინა.
Kaluka and Popina were really fond of Tina, whom they had watched grow up.
64732.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ყოველთვის საყვედურობდნენ, „რა იყო, გოგო, რა დაგიშავეთ, სულ რომ აიღე ჩვენზე ხელიო“?
They kept reproaching her, "What is it girl, what have you got against us to make you give up on us?"
64733.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„არაფერი, ქალუკა ბებო, არაფერი, დეიდა პოპინა... პირიქით...“ - თავს ვერ აბამდა თინა.
"Nothing, Auntie Kaluka, nothing, Auntie Popina… Quite the opposite…" Tina mumbled.
64734.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ისე შეეფაკლებოდა სახე, თითქოს ეს წუთია, შეუწყვეტია სიმღერა და ლეღვის ხიდან ჩამოსრიალებულაო.
She blushed as if she had just stopped singing and had clambered out of the fig tree.
64735.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ფარნაოზი კრეტაზე რომ წავიდა, თინამ ისევ მოუხშირა მათთან სტუმრობას.
When Parnaoz departed for Crete, Tina started visiting them more often.
64736.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
დედამისს თუ დასჭირდებოდა, ანდა ამხანაგები თუ გამოუვლიდნენ ქალაქში გასავლელად, პირველად უხეიროსთან მოაკითხავდნენ.
If her mother needed her, or friends called for a stroll round the city, they would first visit Ukheiro's house.
64737.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინაც აუცილებლად იქ დახვდებოდათ.
There they were sure to find Tina.
64738.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
იჯდა სამი სხვადასხვა ასაკის ქალი დიდ ოთახში.
Three women of differing ages sat in the main room.
64739.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ვერც კი გრძნობდა, უფრო მეტი საერთო რომ ჰქონდათ, ვიდრე გასარჩევი ლობიო, გალებად ასასხმელი ნიორი, ანდა ტყემლისა თუ ბადაგის მოდუღება.
They were little suspecting that they had more in common than shelling beans, stringing garlic or boiling damson sauce or grape juice.
64740.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რაც არ უნდა ეთქვა, რაც არ უნდა გაეკეთებინა თინას, ყველაფერი მოსწონდათ ქალუკასა და პოპინას.
Kaluka and Popina liked all that Tina said or did.