მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64781.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა ყველაფერს ასწრებდა, ჭირისუფლობასაც და საქმესაც.
Tina managed to look after the bereaved and all the housework.
64782.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
საქმე კი ყოველთვის გამოულეველია, როცა ოჯახში მიცვალებული ასვენია.
Housework is unending when there is a deceased member of the family in the house.
64783.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
სამძიმარზე მოსულ ხალხს თინა პოპინასა და ქალუკასთან ერთად ხვდებოდა.
People who came to offer their condolences were met by Tina, Popina and Kaluka.
64784.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ამაოდ უბღვერდა, ამაოდ ანიშნებდა დედამისი, გამოდი, მანდ რას დგახარ, რა შენი საქმეაო.
In vain Tina's mother scowled and made signs at her to come out, "Why are you here, what business is it of yours?"
64785.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
დედამისმა არ იცოდა, მისი ქალიშვილი ამ ოჯახის რძალი რომ იყო და ისე იქცეოდა, როგორც კარგ რძალს ეკადრებოდა.
Her mother didn't know that her daughter was a bride in this house and was only acting as a good bride should.
64786.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ხალხი კი, რომელმაც თინას დედასავით არაფერი იცოდა, ამბობდა: „ქალიც ეგ ყოფილა, მეზობლობაც ესაა“.
People, who, like Tina’s mother, also knew nothing, said, ''What a girl, such a good neighbour!''
64787.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„ჩვენს დროში შვილიც არ გაგიკეთებს ამასო“.
''These days your own child wouldn't do so much''.
64788.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
უხეიროს სიკვდილმა ფარნაოზი აუცილებელი გახადა ოჯახისათვის, ოჯახს კაცი სჭირდებოდა... შუბუ მამულს უვლიდა.
Ukheiro's death had made Parnaoz indispensable to the family: it needed a man… Shubu looked after the estate.
64789.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
კუსა კი ათასში ერთხელ თუ შემოიხედავდა, ისიც საჩხუბრად და საჯუჯღუნოდ, რათა უარესად მოეკლა გული დედა-ბებიასათვის.
Popeye occasionally looked in, but only to quarrel, grumble and distress his mother and grandmother more.
64790.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„გამაგდეთ, მომიშორეთ, და ახლა ვეღარ გაგიძლიათ უჩემოდაო“, - იგესლებოდა კუსა და ქალებმაც აღარ იცოდნენ რა ეპასუხათ, ორივეს პირკატა ჰქონდა ნაცემი.
"You threw me out, you got rid of me, and now you can't manage without me", Popeye would say venomously and the women were lost for an answer, so shaken were they.
64791.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
პოპინა მკვდარი დადიოდა, მაგრამ რა ექნა, ვისთვის შეეჩივლა თავისი გასაჭირი?
Popina walked about, her spirit killed: what could she do, to whom could she tell her grief?
64792.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მისი ჩივილი ქალუკას შეიძლება საყვედურად მიეღო, რადგან თუ კუსა პოპინას შვილი იყო, კუსას მამა ქალუკას გაეჩინა.
Kaluka might see any complaint as a rebuke, for while Popeye was Popina's son, Kaluka had given birth to Popeye's father.
64793.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ქალუკამ უთქმელადაც იცოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა პოპინას გულში.
Without saying anything, Kaluka knew what was burning Popina inside.
64794.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
არც თავის დანაშაულს უარყოფდა, რადგან თავად რომ არ გაეჩინა ფილამონე, ვერც პოპინა გააჩენდა კუსას.
She didn't deny her sin, because if she hadn't given birth to Philamon, she wouldn't have conceived Popeye.
64795.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ცოდვა დიდი იყო, ძლიერიც, და შეეძლო, თავის ნებაზე ებურთავებინა ეს ორი ფარატინა დედაკაცი.
It was a great sin, great enough, if allowed, to play with the lives of these two vulnerable women.
64796.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ერთი თოკით გადაება ერთმანეთზე, რათა უფრო იოლად და ერთდროულად გასწორებოდა ორივეს.
They were tied to one another by one rope, so that both could be manipulated at the same time.
64797.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ამიტომ ორივესთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იყო მესამე, გარეშე ადამიანი, რომელსაც არც მათ ცოდვაში ედო წილი და არც არაფერი გაეგებოდა ამ ცოდვისა.
That was why a third woman, utterly free of their sin, even ignorant of it, was equally dear to both of them.
64798.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა სწორედ რომ მხსნელად მოვლენოდათ.
Tina was their redeemer.
64799.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მესამე ადამიანის სიახლოვე, უფრო სწორედ, ამ მესამე ადამიანის სიწმინდე და გულუბრყვილობა ქვიტკირივით ამაგრებდა მათი მოთმინების კედელს.
The closeness, or rather the purity and ingenuousness of this third person was mortar in the wall of their patience.
64800.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
აქა-იქ უკვე გაბზარულსა და დასაქცევად გამზადებულს.
It had cracks appearing here and there and was in danger of collapsing.