მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64761.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინამ, თინამ კი არა, სამივე ქალმა იცოდა, თავისუფლად შეიძლებოდა, ფარნაოზი საერთოდ არ დაბრუნებულიყო ანდა უკვე დაცოლშვილებული დაბრუნებულიყო.
All three, not just Tina, knew that Parnaoz might never return or would be already married when he did return.
64762.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რისი მაგალითებიც ბევრი არსებობდა მაშინ ვანში, მაგრამ მაინც არც ერთი არ იტეხდა იხტიბარს.
There were plenty of examples of that in Vani but they all kept their end up.
64763.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თავიანთი ქალური რწმენისა და იმედის ქოხში შეყუჟულნი, ერთმანეთს უადვილებდნენ ცხოვრებასა და მოლოდინს.
All of them, in their safe refuge of female faith and hope, helped each other to live and wait.
64764.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას სიამოვნებდა, „რძალს“ რომ ეძახდნენ და ისე შესჩვეოდა ამ არარსებულ რძლობას, თავს ვალდებულად თვლიდა, განუწყვეტლივ ეფიქრა ფარნაოზზე.
Tina liked being called the "bride" and was used to this unreal status, she felt obliged to think all the time about Parnaoz.
64765.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას ფარნაოზი ესიზმრებოდა კიდეც.
Tina even dreamed of Parnaoz.
64766.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
სიზმარში ისინი მართლა ცოლ-ქმარივით ექცეოდნენ და ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
In her dreams they acted and talked like a real couple.
64767.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ფარნაოზი ოჯახის ამბებს ეკითხებოდა, ყველას მოიკითხავდა ხოლმე.
Parnaoz asked her about his family, enquiring about each one.
64768.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
წასვლისას ყოველთვის ეუბნებოდა, „მადლობელი ვარ შენი, მეც გადამეხადოს ეს ერთგულება და პატივისცემაო“.
He always told her when he was leaving, "I'm grateful to you; I'm in your debt for your loyalty and respect".
64769.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
დილით, სიზმრისაგან აფორიაქებული თინა, ხალვათად, საშინაოდ ჩაცმული, გადაირბენდა ქუჩას.
In the morning, Tina, excited by her dream, in casual house clothes, ran across the street.
64770.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მისი მონაყოლი სიზმარი პოპინასა და ქალუკასაც ისე აფორიაქებდა, თითქოს თინას მათთვის მართლაც უტყუარი, მართლაც ფარნაოზის დანაბარები ამბავი მოჰქონდა.
Popina and Kaluka were as excited by her dream, as if Tina was bringing them real messages from Parnaoz.
64771.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მერე ქალები სიზმრის ახსნას იწყებდნენ და კიდევ ერთხელ თანხმდებოდნენ, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მათ უნდოდათ.
Then the women started interpreting the dream and again agreed that everything would be as they wished.
64772.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„მეც მიკითხაო?“ - მეათეჯერ ეკითხებოდა ქალუკა და თინაც მეათეჯერ პასუხობდა: „ხო, ყველანი...“
"Did he ask about me?" Kaluka asked for the tenth time, and Tina again replied, "Yes, about everybody…''
64773.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მერე მაკოცა და მითხრა, მადლობელი ვარ, გადამეხადოსო.
Then he kissed me and told me he was grateful and in my debt.
64774.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
უხეირო რომ მოკვდა, თინამ ჭირისუფალივით გამოიდო თავი, თუმცა სიცოცხლეში არასოდეს ენახა თავისი „მამამთილი“.
When Ukheiro died, Tina put on mourning, although she had never seen her "father-in-law".
64775.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
დაკრძალვამდე ფეხი არ ჩაუმუხლია, ჯარასავით ტრიალებდა და სამგზის დასვა და დააპურა მთელი ქალაქი.
She bustled about right until the burial, spinning like a spinning-wheel, and she gave a dinner three times for the whole city.
64776.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
უხეიროს დაკრძალვაზე კი იმდენი ხალხი მოვიდა, ზემოდან ქლიავი რომ გადმოგეყარათ, ერთიც არ ჩააღწევდა მიწამდე.
So many people came to Ukheiro's funeral that if you'd thrown a plum down, it wouldn't have hit the ground.
64777.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მოდიოდა და მოდიოდა, ემატებოდა და ემატებოდა.
People kept coming, more and more of them.
64778.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
იცნობდა თუ არ იცნობდა უხეიროს, ყველას აინტერესებდა მისი ნახვა, ამდენი ხანი მწოლიარეს რომ გაეძლო, თავი რომ არ მოეკლა, არ გაგიჟებულიყო.
Whether they knew Ukheiro or not, everyone wanted to see a man who'd managed to live bedridden so long, without killing himself or going mad.
64779.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
და ახლა მოდიოდნენ, როგორც რომელიღაც დიდ შეჯიბრში გამარჯვებულ ფალავანთან, რომელთან მისასვლელადაც აუცილებელი არ იყო პირადად ცნობოდათ იგი.
People now came as if to see a champion who won a glorious contest and whom you could come and see even if you didn't know him personally.
64780.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რადგან მთავარი თვითონ კი არ იყო, არამედ გამარჯვება, რომელიც მას მოეპოვებინა და რომლითაც ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო.
Because it was not his person that was important, but the victory which he had won and which had made him famous.