მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64881.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მერე კოკა მხარზე შეითამაშა და სირბილით გასწია შინისკენ.
Then she adjusted her pitcher on her shoulder and set off home.
64882.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ფარნაოზისა და ინოს დამეგობრებამ ცოტა დააფრთხო თინა.
The friendship between Parnaoz and Ino alarmed Tina somewhat.
64883.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ინო ცუგაზე ძნელი მოსაშორებელი ჩანდა.
Ino turned out to be harder to get rid of than Tsuga.
64884.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა პირველად ხედავდა ინოს, თუმცა მთელი ვანის გოგო-ბიჭები იცნობდნენ ერთმანეთს.
Tina hadn't seen Ino before, although all the boys and girls of Vani knew each other.
64885.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მერე ვიღაცამ თქვა: მაგ გოგოს ინო ჰქვია, ცუდი ქალის შვილიაო და მეზობელს რაღაც უჩურჩულა ყურში.
Then someone said, "That girl's called Ino, she's the daughter of a wicked woman", and whispered into a neighbour’s ear.
64886.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა კი აღარ დაინტერესებულა. მან უკვე იცოდა მეტოქის სახელი და ესეც საკმარისი იყო.
Tina lost interest. She now knew her rival's name, and that was enough.
64887.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მთელი მათი მეგობრობის მანძილზე თინას ერთი წუთითაც არ მოუშორებია თვალი ინოსა და ფარნაოზისათვის.
It can be said that during all their friendship Tina never took her eye off Ino and Parnaoz.
64888.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ასე რომ, ისინი არასოდეს არ ყოფილან მარტო.
They were thus never alone.
64889.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ერთმა ბიჭმა, ისევ ბერძნის წყაროზე, ყველას გასაგონად თქვა: ინო და ფარნაოზი დარიაჩანგის ბაღში ტიტლიკანები დარბიანო.
One boy, also at the Greek's source, said for all to hear, "Ino and Parnaoz run about naked in Dariachangi's garden".
64890.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას ისე შეეკუმშა გული, თითქოს პირველად ესმოდა ეს ამბავი და საკუთარი თვალითაც არ ჰქონდა ნანახი.
Tina was dismayed, as if this was the first she had heard about it and hadn't seen it with her own eyes.
64891.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
უპირველეს ყოვლისა, ამ ბიჭზე გაბრაზდა.
First of all, she lost her temper with the boy.
64892.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რადგან ეს ბიჭი არაფერ შუაში არ იყო და არც უფლება ჰქონდა, თუნდაც შემთხვევით დაენახა ის, რაც მარტო თინას ეხებოდა.
Because it was none of his business and he had no right to see, even by accident, what concerned only Tina.
64893.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მარტო თინას საქმე იყო, უფრო სწორედ, მათი საქმე, მისი, ფარნაოზისა და ინოსი.
It was only Tina's business, or rather hers, Ino's and Parnaoz's.
64894.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მაშინ პირველად გამოიჩინა თინამ სისუსტე და წინდაუხედაობა.
This was the first time Tina showed any weakness or lack of foresight.
64895.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მართალია, გულში უკვე ფიქრობდა, ერთ-ორ დღეს ვაცლი და მერე რამე შარს მოვდებო, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა.
She had thought that she would wait for a day or two and then cause trouble, but she couldn't control herself.
64896.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
შიშისა და გაოცებისაგან ისედაც დაუშნოვებულ ბიჭს დააბღორტნა სახე.
She scratched the boy's face, already ugly with fear and amazement badly.
64897.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
როცა ბავშვების წივილ-კივილზე იმ ბიჭის დედამაც მოირბინა, შვილი ვერ იცნო და იკითხა: ჩემი ბიჭი სადღააო?
When the boy's mother heard children yelling and came running up, she couldn't recognize her son and asked: Where's my boy?
64898.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა იბრძოდა. ძნელი სათქმელია, უყვარდა თუ არა ფარნაოზი, მაგრამ ცხადია, სწორედ ფარნაოზის მოსაპოვებლად იბრძოდა იგი.
Tina fought. It's hard to say whether she loved Parnaoz or not, but clearly she was fighting to have him.
64899.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
გრძნობა, რომელიც მას ამოძრავებდა, თუ სიყვარულს დავარქმევთ, გაცილებით სწრაფად იზრდებოდა, ჭკუაში ვარდებოდა და ეშმაკდებოდა, ვიდრე თვითონ თინა.
The feeling, if we call it love, that he aroused in her grew far faster, cleverer and more cunning than Tina herself did.
64900.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა მაშინაც ყველა თავის ტოლ გოგოზე ჭკვიანი იყო და, რაც მთავარია, უკვე იცოდა, რა უნდოდა.
Even then Tina was cleverer than other girls her age and, above all, already knew what she wanted.