მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64961.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ახლა კი უმწეო იყო, ახლა პირველად გრძნობდა სიმარტოვეს და განგაშის ატეხას აზრი არ ჰქონდა. მაინც ვერავინ უშველიდა.
Now she felt helpless, for the first time feeling alone, yet there was no sense raising the alarm, nobody would come to her aid.
64962.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ის უნდა შემოპარულიყო, მას კი თვალი დაეხუჭა, შეჰგუებოდა, ადგილი დაეთმო, კი არ დაეთმო, შერწყმოდა, მასთან ერთად ერთ არსებად, ერთ ახალ არსებად ქცეულიყო.
The visitor would sneak in and she would shut her eyes, give in to him, yield up room, in fact become one with him, one being, one new being.
64963.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ისევ თინა ერქმეოდა, მაგრამ მთლად ის თინა აღარ იქნებოდა, რაც იქამდე იყო, ბიჭივით, დიახ, ბიჭივით თამამი და უსირცხვილო.
He would still be called Tina, but would no longer be entirely the former Tina, as bold and shameless as a boy, yes, a boy.
64964.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ბუნება წერტილს უსვამდა მის „ბიჭობას“ და ხვალიდან აღარ შეეძლებოდა, ლეღვის ტოტზე გადამჯდარს, ემღერა მთელი ქალაქის გასაგონად.
Nature had drawn a line under her "boyhood" and from tomorrow she could no longer perch in the fig tree, singing for all the city to hear.
64965.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას არსებაში ქალი იღვიძებდა.
A woman was awakening inside Tina.
64966.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
არ იცოდა, როგორ დახვედროდა, როგორ მოქცეოდა ამ უცხო არსებას, რომელსაც თავისი, თინასაგან განსხვავებული ზნე და ხასიათი ჰქონდა.
She didn't know how to receive this visitor, how to treat this alien creature with customs and qualities other than Tina's.
64967.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
უმალ თინას შეცვლიდა, ვიდრე მის ფეხის ხმას აჰყვებოდა.
He would change Tina rather than follow her bidding.
64968.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინაზე ძლიერი იყო, თინას სისხლით იკვებებოდა და ყოველ წამს უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებდა მის არსებაში.
He was stronger, nourished by Tina's blood, and took up more room in her being.
64969.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას დაქალება, რაღა თქმა უნდა, სახლშიც შეამჩნიეს და მაშინვე შეუდგნენ მზითვის მომზადებას.
Of course, the household noticed that Tina had become a woman: they immediately started getting a dowry together.
64970.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ახლა აღარც თავში უპარტყუნებდნენ, აღარც უწყრებოდნენ და აღარც ყველაფერზე ასაქმებდნენ, თითქოს კი არ დაქალებულიყო, არამედ დაავადმყოფებულიყო.
They no longer thumped her on the head, they stopped scolding her or making her do housework, as if she had become an invalid, not a woman.
64971.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა თითქოს მართლა ავად იყო, მშობლები თავზე დაჰფოფინებდნენ, როგორც იტყვიან, ცივ ნიავს არ აკარებდნენ.
Tina did seem to be ill, her parents fussed over her, kept her out of cold draughts.
64972.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
აზიზავებდნენ, წვიმასა და მზეში ფეხშიშველა ტანტალით, ხეებზე ძრომიალითა და ზღვაში თუ დაუშრეტელ მდინარეში ყურყუმალობით გაკაჟებულ გოგოს.
They mollycoddled a girl who had run about barefoot, rain or shine, who climbed trees and who was toughened by diving into the ever-flowing river or the sea.
64973.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მშობლების გადამეტებული მზრუნველობა თინას უკვირდა და არც უკვირდა, მოსწონდა და არც მოსწონდა.
Her parents' excessive care both amazed and pleased Tina, and yet did not.
64974.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
არ უძალიანდებოდა, როგორც სისუსტის ბურანში მყოფი ავადმყოფი არ უძალიანდება მომვლელს, რომელსაც, მხოლოდ და მხოლოდ მისი მორჩენა, მისი გამობრუნება უნდა.
She did not resist, as a patient bemused by weakness does not resist a nurse who only wants to save the patient, to bring him back to health.
64975.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინასაც უნდოდა, მალე მორჩენილიყო, რათა ისევ გაეგრძელებინა ბრძოლა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა.
Tina also wanted to recover quickly and go on with the battle at any cost.
64976.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
გუმანითა გრძნობდა, რაც ხდებოდა, იმიტომ ხდებოდა, მის უძველეს მიზანსა და განზრახვას აზრი რომ მისცემოდა, სახელი დარქმეოდა.
She sensed that what was going on was meant to give a sense and a name to her longstanding goal and plan and to make it clear.
64977.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
არა მარტო მისთვის, ყველასათვის ნათელი და გასაგები გამხდარიყო.
To make it understandable not only to her but to everyone.
64978.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რაღა თქმა უნდა, ძველებურად ბრძოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა.
Of course, there was no point carrying on the fight in the old way.
64979.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მაგრამ ახალი გზებიც აუცილებლად გამოჩნდებოდა, თუკი მშვიდად იქნებოდა და ისევ და ისევ მოითმენდა.
But new ways would be found if she stayed calm and patient.
64980.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თუმცა მოთმინება ახლა უფრო ძნელი ასატანი გახდებოდა, რადგან ფეხი კი გაზრდილიყო, მაგრამ წუღა ძველი დაეტოვებინათ.
Even though patience was now harder to sustain: her feet had grown, but she still had the same sized boots.