მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65021.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა სადღაც, მათ თავებს ზემოთ იყურებოდა სივრცეში, თითქოს, რაც ახლა უნდა ეთქვა, ძლივს დაეზეპირებინა.
Tina was looking vaguely somewhere over their heads, as if she had with difficulty rehearsed what she now had to say.
65022.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
და ეშინოდა, რამეს ან ვინმეს რომ შევხედო, ყურადღება გამეფანტება და შემეშლებაო.
And, if she saw anything or anyone, she might lose concentration and get it wrong.
65023.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თუ მართლა ჩემი ქმარი გახდები, სანამ პირში სული მედგმება, სანამ შენი დანახვა შემეძლება, სანამ კბილები არ დამცვივა, სანამ ფრჩხილები არ დამაცვდება, შენს ხორცს დავგლეჯო - თქვა თინამ.
"If you really become my husband, while I'm alive, while I can still see you, while I still have teeth in my mouth and nails in my fingers, I'll tear the flesh off your bones", Tina said.
65024.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
შიშისაგან ენაჩავარდნილი და დაბნეული დედა-შვილი ლამის სირბილით გაეცალა იქაურობას.
Mute with fear, confused, mother and son left, almost at a run.
65025.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თითქმის გადაწყვეტილი საქმე ისე უცებ ჩაიფუშა, თინას დედ-მამამ არც იცოდნენ, რა ეფიქრათ.
A deal that was virtually done was thus suddenly wrecked: Tina's parents didn't know what to think.
65026.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
როგორ აეხსნათ გულის გამაწვრილებელი დუმილი და უმოქმედობა მათი ქალიშვილის ხელის მთხოვნელებისა.
How to explain the irksome silence and inactivity of their daughter's suitors.
65027.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რატომ უნდა დაეწუნებინათ თინა, ან თუ დაიწუნეს, რატომ უნდა დაემალათ?
Why should they disdain Tina and, if they did, why had they hidden this disdain?
65028.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რატომ მაშინვე არ უნდა ეთქვათ, არ მოგვწონს, გადავიფიქრეთო?
Why didn't they say at the time that they didn't like her, that they'd changed their minds?
65029.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
განა იმედის მოცემა ასე ადვილი საქმეა?
Raising people's hopes is no light matter.
65030.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ან იქნებ გაეხუმრნენ? რამე ძველი ჯავრი ჰქონდათ და ახლა გაუხსენეს?
Or were they playing a trick? Did they hold some old grudge, revealed only now?
65031.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მაგრამ არავინ რომ არ ჰყავდათ განაწყენებული?
But they hadn't offended anyone, had they?
65032.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„არავინო?“ - მეათასჯერ ეკითხებოდნენ ერთმანეთს: კაცი ხელებს შლიდა და მხრებს იჩეჩავდა, ქალი კი გამომცდელად შესცქეროდა თვალებში.
"Not anyone?" they asked each other for the tenth time: the man spread his arms and shrugged, the woman looked him warily in the eye.
65033.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას დუმილი უარესად უკლავდათ გულს, დაწუნებული ქალიშვილის საცოდაობით იწვოდნენ.
Tina's silence made them even more depressed: they felt pity for their spurned daughter.
65034.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„რა იყო, რა გატირებს, ხომ არ მოგვკვდომიაო“ - ხანდახან შეუწყრებოდა თინას მამა ცოლს.
"There's no reason to cry, she isn't dying", Tina's father told his wife.
65035.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თვითონვე არ სჯეროდა, როცა ამბობდა: მაგისთანა ოყლაყი იმდენი მოგვადგება, იქნება კეტით ვყრიდეთო.
But added without any conviction, "We'll have so many oafs like that one knocking at the door that we'll have to beat them off with sticks".
65036.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინასთან კი ხმას არ იღებდნენ, სანუგეშო სიტყვის სათქმელად ენა არ უტრიალდებოდათ.
They said nothing to Tina, they could not even bear to offer her words of comfort.
65037.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რადგან ეგონათ, როგორც კი შვილს ანუგეშებდნენ, მაშინვე მართლა სანუგეშოდ გაუხდებოდათ საქმე.
Because it seemed to them that if they started consoling their daughter, then things would go so badly that consolation would really be needed.
65038.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მათ გარდა მთელმა ქალაქმა იცოდა ამ ჩაფლავებული დამოყვრების ამბავი.
Apart from them, the whole city knew about this failed match.
65039.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინასაგან დაშინებულ დედა-შვილს არაფერი დაემალათ, ხოლო მათ მონაყოლს სხვებიც დაეფრთხო.
The mother and son who'd been frightened off by Tina had hidden nothing, and their story had warned off others.
65040.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
საცოლე ბიჭებმა გუნებაში ხაზი გადაუსვეს თინას, რადგან სრულებითაც არ ეპიტნავებოდათ მთელი ქალაქის სალაპარაკო და სამასხარაო გამხდარიყვნენ თვითონაც.
Young bachelors mentally crossed Tina off their list, because the last thing they wanted was to be the talk and laughing stock of the city.