მოიძებნა 668048 ჩანაწერი
64981.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ოჯახში მოლოდინმა დაისადგურა; თინაც, დედაცა და მამაც მოლოდინში იყვნენ.
The family, Tina, her father and her mother, were all expectation.
64982.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ოღონდ, თინასაგან განსხვავებით, მშობლების მოლოდინი უფრო სულსწრაფი, უფრო ნერვიული და უფრო გაურკვეველიც იყო.
But, unlike Tina, the parents were waiting more anxiously, nervously and vaguely.
64983.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ისინი ვიღაცას ელოდებოდნენ, თითქოს სულერთი იყო, ვინ იქნებოდა ის ვიღაცა, ოღონდ თინას მთხოვნელი ყოფილიყო.
They were waiting for someone, anyone at all, it seemed, as long as it was a suitor for Tina.
64984.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ოღონდ გასათხოვარი ქალი შინ დიდხანს არ გაჩერებულიყო, მეზობლების სალაპარაკო და „შესაცოდი“ არ გამხდარიყო.
They didn't want to have a marriageable girl in the house too long, or else the neighbours would "talk" and be sorry for her.
64985.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ყველაზე მეტად ამისი ეშინოდათ თინას მშობლებს, მაგრამ სხვა, უფრო ძნელად მოსარევი შიშიც ჰქონდათ.
Tina's parents were most afraid of that, but they had another fear, harder to surmount.
64986.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ხომ შეიძლებოდა, ვეღარ მოეთმინა, ვეღარ გაეძლო მათ ქალიშვილს და ერთ მშვენიერ დღეს, მოულოდნელად წამოზრდილი მუცლით წამომდგარიყო საწოლიდან?!
Their daughter might run out of patience, not hold out any more, and, one fine day, suddenly get out of bed with a swollen belly!
64987.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
აბა, მაშინ გენახათ მეზობლების სიხარული.
Then they'd see the neighbours' joy.
64988.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მაშინ მართლა მოეჭრებოდათ თავი და სამუდამოდ ჩაეყრებოდათ წყალში წვალებაცა და იმედიც, რასაც თინას ბედნიერად გათხოვებაზე ამყარებდნენ.
They would really be disgraced and all the pains and hopes to see Tina happily married would be in vain.
64989.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
გაღვივებული ქალობით გაბრუებულსა და გადაქანცულ თინას ღამეები თუ მკვდარივით ეძინა, სამაგიეროდ, მის მშობლებს დაუფრთხა ძილი.
Dazed and wearied by her awakened femininity, Tina slept at night like the dead, whereas her parents slept fitfully.
64990.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
გათენებამდე ჩურჩულებდნენ ისინი საწოლში, თითქოს საკუთარი ქალიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ.
They were whispering in bed until dawn, as if they were hatching a plot against their daughter.
64991.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
და განა მართლა სანდო იყო საიდანღაც გამომტყვრალი ვნების ხვატში გახვითქული გოგო.
But could they really trust a girl who was sweating with the heat of an unexplained fit of passion.
64992.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ტანზე საბანს არ იჩერებდა, თავისით ეღეღებოდა გულ-მკერდი.
She was throwing the blanket off herself, baring her chest.
64993.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ჭრილობასავით, სისხლშეუმშრალ ჭრილობასავით ალაპლაპებული ტუჩებით ამ ვნების საგალობელს ბუტბუტებდა, უსიტყვოსა და უაზროს.
With lips that shone bright like a still bleeding wound, she was murmuring hymns, wordless and senseless, to passion.
64994.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
და აი, ერთ დღეს (მაშინ ფარნაოზი ჯერ კიდევ არ იყო კრეტაზე წასული) მართლაც გამოჩნდა თინას მთხოვნელი.
Yet one day, before Parnaoz left for Crete, a suitor for Tina did appear.
64995.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ოჯახს შუბლი გაეხსნა, გული აუფრიალდა, გადატანილი ტანჯვა-წვალება დაავიწყდა.
The family was relieved, their hearts soared, they forgot all the agonies they had been through.
64996.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ხაზგასმული ღირსებითა და სიამაყით მიიღო მათთან დანათესავების მსურველნი.
They received the people who wanted to become relatives by marriage with marked dignity and pride.
64997.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას მთხოვნელი კი სწორედ ის ბიჭი იყო, ერთხელ, ბერძნის წყაროზე ფრჩხილებით მთელი სახე რომ ჩამოაბორტყნა და ისე მოაქცია, დედამისსაც გაუჭირდა საკუთარი შვილის ცნობა.
Tina's suitor was the boy whose face she had scratched with her nails at the Greek's source and whose mother had then been unable to recognize him.
64998.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ახლა ისა და დედამისი თინასთან ისხდნენ და არ იცოდნენ, როგორ მოებათ თავი სათქმელისთვის.
Now he and his mother sat down with Tina, not knowing how to get round to the subject.
64999.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ქალი ხილაბანდის ბოლოს წიწკნიდა და ყველაფერზე იღიმებოდა.
The woman picked at the end of her headscarf and smiled at everything.
65000.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ვაჟს სახე წამოჭარხლოდა, ცხელოდა და თვალი სარკმლისაკენ გაურბოდა.
The lad blushed deep red: he felt hot and couldn't stop looking out of the window.