მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65041.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
კარგად რომ ვერ იყო საქმე, ამას თინას მშობლებიც ხვდებოდნენ.
Tina's parents realised that they could expect nothing good.
65042.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
კვირას კვირა ემატებოდა.
Week after week passed.
65043.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მალე კეტით კი არა, იქნება ყელაწეულნი მდგარიყვნენ ჭიშკართან და გამვლელ-გამომვლელისთვის ეხვეწნათ.
Soon they would be standing at the door not with sticks, but with their necks stretched out, begging passers-by.
65044.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
შემოდით, ნახეთ მაინც, დაგიბრმავდათ თვალები.
Come in and at least take a look and don't be so blind.
65045.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა კი იბრძოდა, მას არც მშობლების ვიშვიში ესმოდა და არც ვანელების ქილიკაობა.
Tina fought on. She couldn't hear her parents' lamentations or the jocular remarks of Vani's inhabitants.
65046.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ერთი პატარა ბრძოლა კიდევ მოეგო, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორს იყო.
She had won another little battle, but final victory was still a long way off.
65047.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
იარაღადქცეული მოთმინება განუწყვეტლივ მომარჯვებული უნდა ჰქონოდა.
She had to be constantly armed as well as patient.
65048.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
განუწყვეტლივ უნდა ეხეხა და ეპრიალებინა ყოველდღიურად, როგორც დედამისი ხეხდა და აპრიალებდა ჭურჭელს.
She had constantly scrub and polish daily, as her mother scrubbed and polished the pots and pans.
65049.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ერთი დღისთვის კი არ სჭირდებოდა, არამედ სამარადისოდ.
She would need things not for one day, but for ever.
65050.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინას, მოთმინების გარდა, მართლა არ ჰქონდა სხვა იარაღი.
Patience was really Tina's only weapon.
65051.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
არც ის იცოდა, კიდევ რამდენ ხანს დასჭირდებოდა იგი.
She had no idea how long she would need it.
65052.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
„გავძლებ, უნდა გავძლოო“, - თქვა თინამ, როცა ფარნაოზის კრეტაზე გამგზავრების ამბავი გაიგო.
"I'll hold out, I have to hold out", - Tina said when she heard that Parnaoz was travelling to Crete.
65053.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მართალია, მას მოლოდინის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მაინც არ უნდა შეგუებოდა ფარნაოზის დაკარგვას, ვერც შეეგუებოდა.
Really, she had no right to wait for him, but she didn't and couldn't reconcile herself to losing Parnaoz.
65054.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ერთადერთი, რაც მართლა არ შეეძლო, შეგუება იყო სწორედ. ამიტომაც ითმენდა.
The one thing she could never do was reconcile herself. So she endured.
65055.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
გრძნობდა, ხვდებოდა, კრეტაზე გამგზავრება უკანასკნელი გაბრძოლება იყო ფარნაოზისა, და ეს გაბრძოლებაც მარცხით დამთავრდებოდა.
She sensed that the journey to Crete was Parnaoz's last act of resistance, that it would end in defeat.
65056.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რადგან ნამდვილ პატრონს გაურბოდა და არარსებულ მეგობარს დაეძებდა.
Because he was running away from his real protector and seeking a non-existent friend.
65057.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
პირველს მისი გადარჩენა შეეძლო მხოლოდ, მეორეს კი - დაღუპვა.
Only she, the real protector, could save him, while a friend could only wreck him.
65058.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ფარნაოზმა ჯერ არ იცოდა ეს, ამის გასარკვევად მიდიოდა და აუცილებლადაც გაარკვევდა.
Parnaoz did not yet know this, he was leaving in order to find out and he was sure do so.
65059.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რადგან როდისმე დადგებოდა დრო, როცა მომვლელი დასჭირდებოდა.
Because a time would come when he needed someone to look after him.
65060.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
განა ტალღებმა იციან, რომელ ნაპირს შეასკდებიან, ქვიანსა თუ სილიანს?
Do waves know what shore they will break on, whether it will be rock or sand?