მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65081.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
გვერდით პატრონი ეყოლებოდა და არა მასავით თავქარიანი მეგობარი, სულელი და ტიტლიკანა გოგო კი არა, ცოლი.
He would have a protector by his side and not a friend as frivolous as himself, a wife and not a silly naked girl.
65082.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ფარნაოზი უნდა დაბრუნებულიყო. სულერთი იყო, როდის დაბრუნდებოდა.
Parnaoz was bound to come back. It didn't matter when.
65083.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა ბოლომდე მოითმენდა, რადგან მისთვის დროს არ ჰქონდა მნიშვნელობა.
Tina would hold out to the end, because time was unimportant for her.
65084.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მისთვის მთავარი მიზანი იყო და ამ მიზნისთვის ყველაფერს დაუფიქრებლად გაწირავდა. რა თქმა უნდა, დროსაც.
The goal was the important thing for her, and without a thought she sacrificed everything else to that goal, time, too, of course.
65085.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
როცა იცი, რომ გელოდებიან, შეგიძლია არ ჩამოხვიდე.
When you know that you're expected somewhere, you don't have to go.
65086.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
შეგიძლია არჩევანი გააკეთო ჩამოსვლასა და არჩამოსვლას შორის, ეს შენი საქმეა.
You can choose whether to go or not, it's up to you.
65087.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
როგორც არ უნდა დაწყდეს გული მომლოდინეს, მაინც მთლიანად ვერ დაგადანაშაულებს.
However disappointed the person expecting you may be, they can't altogether blame you.
65088.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რადგან ამ დანაშაულის ნახევარი მასზედაც ვრცელდება, რადგან, შეიძლება, სწორედ მისი მიზეზით, სწორედ ის რომაა მომლოდინე, ამიტომაც არიდებ თავს ჩამოსვლას.
Because half the blame is theirs, for they, or their expecting you, may be the reason why you'd rather not go.
65089.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მაგრამ სხვაა, როცა არ იცი ვინ გელოდება, ვინ ითმენს უშენობას.
But it's different when you don’t know who's expecting you, who is enduring your absence.
65090.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
არა, ფარნაოზი უნდა ჩამოსულიყო, უფლება არ ჰქონდა არჩამოსვლისა, რადგან არ იცოდა, თინა რომ ელოდებოდა.
No, Parnaoz was bound to come, he had no right not to, because he didn't know that Tina was expecting him.
65091.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ფარნაოზის გამგზავრების შემდეგ თინამ ისევ მოუხშირა პოპინა-ქალუკასთან სტუმრობას.
After Parnaoz's departure Tina started to visit Popina and Kaluka more often.
65092.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
რათა ფარნაოზის ჩამოსვლამდე შესჩვეოდა მისთვის განკუთვნილ ადგილს, რომელსაც სხვა ვერც ერთი ქალი ვერ დაიკავებდა.
So that before Parnaoz returned she could get used to her designated place, a place no other woman could occupy.
65093.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ეს თინას ადგილი იყო და ამ ოჯახის დანარჩენმა ქალებმა უსიტყვოდ გაიგეს ეს, უფრო სწორედ, თავი დაირწმუნეს, რადგან ასე სჭირდებოდათ.
This was Tina's place and the other women of the family silently assented to this, or rather convinced themselves, because they needed to.
65094.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა არა მარტო მათ სიმარტოვეს დააფრთხობდა, თუკი საერთოდ შეიძლება სიმარტოვის დაფრთხობა, არამედ იმის რწმენასაც ჩაუნერგავდა, ჯერჯერობით მათთვისაც რომ არ დამთავრებულიყო ყველაფერი.
Tina not only warded off their loneliness, if loneliness can be warded off, but gave them faith that things were not yet over for them.
65095.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
თინა ახალი ქალი იყო, შეუბღალავი, გაუტეხავი, იმედიანი და ხალისიანი. თანაც, ასეთი ლამაზი და ჯიშიანი ფეხები ჰქონდა.
Tina was a young woman, undefiled, unbroken, full of hope and good cheer; she was beautiful, too, and had thoroughbred legs.
65096.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
გასარჩევი ლობიოსა და გალებად ასასხმელი ნივრის მესამედი თინამ კალთაში ჩაიხვეტა და შუაში ჩაუჯდა პოპინასა და ქალუკას.
Tina took into her skirts a third of the beans to be shelled and of the garlic to be strung, and sat between Popina and Kaluka.
65097.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
მან ბავშვობიდანვე იცოდა, რომ აქ, ამ ჭერქვეშ, ამ კედლებს შორის უნდა მოედინა ნამდვილი ოფლი.
She had known since childhood that here, under this roof, between these walls she had to shed real sweat.
65098.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ამ ოფლის სუნით უნდა გაეჟღინთა აქაურობა, როგორც დაპყრობილი მიწა - სისხლით.
She had to permeate the whole house with the smell of the sweat, as conquered earth has to be permeated with blood.
65099.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
და მართლაც, როცა თინამ ფარნაოზი ისევ დაინახა, უცებ მთელი არსებით იგრძნო, ბრძოლა დამთავრებულიყო.
In fact, when Tina saw Parnaoz again she felt with all her soul that the battle was over.
65100.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IV
ეს კი იმ დღეს მოხდა, შავთვალება მალალოს რომ ასაფლავებდნენ.
It happened on the day that black-eyed Malalo was buried.