მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65141.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ერთი შეხედვით, სრულებითაც არ იყო სიმართლეს მოკლებუბული მათი მსჯელობა.
Clearly, their assumptions were not wholly unjustified.
65142.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ხომ შეიძლებოდა ფარნაოზი მართლა ისეთ აშარს გადაჰყროდა, რომელიც პირველ რიგში მისიანებს გამოაძევებინებდა შინიდან.
Parnaoz might well have got involved with some shrew whose first concern would be to throw his family out of the house.
65143.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სანამ ეგენი მანდ იქნებიან, ჩემს ცოლობას ვერ ეღირსებიო.
While they're still here, I can't be a proper wife.
65144.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
განა ცოტა იყო ამგვარი მაგალითები?
There were many examples of that.
65145.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ან იქნებ, როგორც ერთხელ კუსამაც თქვა, ისეთი ქალის შერთვას აპირებდა, თვითონვე რცხვენოდა, ვერ გაემხილა და ამიტომაც აჭიანურებდა დაოჯახებას?
Or, as Popeye once said, there was a woman he meant to marry, but he was too ashamed to say so, and that was why he kept putting off the wedding.
65146.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ასე იყო თუ ისე, ორივე შემთხვევაში პოპინაცა და ქალუკაც ხელისშემშლელნი გამოდიოდნენ მხოლოდ.
One way or another, Popina and Kaluka would only get in the way.
65147.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ეს ფარნაოზის სახლი იყო და, ბოლოს და ბოლოს, ვისაც უნდოდა იმას მოიყვანდა.
It was Parnaoz's house and, after all, he could bring into it whomever he wanted.
65148.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
უნდა გარკვეულიყო ყველაფერი და რაც შეიძლება მალე.
Everything had to be sorted out as soon as possible.
65149.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ორივემ კარგად იცოდა, ყველაზე ძნელი ასატანი ზედმეტი ქალია, მით უფრო, ორი.
The two women knew that one superfluous woman, let alone two, is the hardest thing to bear.
65150.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
პოპინამ სკივრიდან უხეიროს თითქმის უხმარი სანდლები ამოიღო და ფარნაოზთან შევიდა.
Popina took Ukheiro's sandals, almost never worn, from the trunk and went to see Parnaoz.
65151.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ჩაიცვი, მამასია, - უთხრა და ფეხებთან ჩაუცუცქდა.
"Try them on, they’re your father's", she told him, as she squatted by his feet.
65152.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მახვილი? - ჰკითხა ფარნაოზმა.
"The sword?" - Parnaoz asked.
65153.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რა მახვილი?! - გაუკვირდა პოპინას და ძმას ქვემოდან ამოხედა.
"What sword?!" - said Popina in amazement, looking up at her brother.
65154.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მამისეული, - თქვა ფარნაოზმა.
"My father's," - said Parnaoz.
65155.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არ დაუტოვებია? - ჩაეკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
"Didn't he leave one?" - he asked her a little later.
65156.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არაფერი რომ არ ვიცი - შეწუხდა პოპინა და ოთახი ისე მოათვალიერა, თითქოს სადღაც მართლა უნდა დებულიყო მახვილი.
"I don't know anything about that" - Popina said anxiously, looking round the room as if there must be a sword somewhere.
65157.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ოთახში ერთადერთი იარაღი იყო, ისიც კედელში შესობილი, და ტარზე თეთრად დათრთვილული ჩურჩხელები ეკიდა.
The only weapon in the room was the javelin, still stuck in the wall, still with white-powdered grape-juice sweets hanging from its handle.
65158.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
უხეიროს დანარჩენი შუბები უკვე დიდი ხნის წინათ გაეყიდა კუსას ვენახის ჭიგოებად.
Ukheiro's other javelins had long ago been sold as stakes for Popeye's vineyard.
65159.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ერთი წლის მკვდარი იყო უხეირო, კუსამ შუბები რომ წაიღო.
A year after Ukheiro died, Popeye had taken the javelins.
65160.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„მეც ხომ მეკუთვნის რაღაცა ამ სახლიდანო“ - თქვა და წავიდა.
"There are a few things in this house that belong to me", - he said, and left.