მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65121.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თვითონ კი უფრო ადრე იმიტომ წამოსულიყო, თავისიანები რომ გაეფრთხილებინა, მოუმზადებლები არ დახვედროდნენ უცხო ქალს.
He had come first himself to warn his family, so that they would not be unprepared when the foreign woman came.
65122.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რაღას არ ფიქრობდნენ პოპინა და ქალუკა.
Popina and Kaluka had all kinds of thoughts.
65123.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინაც სადღაც გამქრალიყო და ესეც აფრთხობდათ, ყველაზე ძალიან ეს აფრთხობდათ.
And Tina had vanished somewhere, which worried them most.
65124.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რადგან ახლა გრძნობდნენ, როგორ მოეტყუებინათ, როგორ გაესულელებინათ ეს საწყალი გოგო.
Because they now felt that they might have misled and strung along a poor girl.
65125.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მთელი ათი წელი მართლა სჯეროდა ამ ორი უმწეო და უუფლებო დედაკაცისა.
All those ten years she had truly believed these two feeble and powerless women.
65126.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სჯეროდა ამ ორი ბოროტი და თავკერძა დედაბრისა, ყველას რომ ეღრიჯებოდნენ, ყველას რომ მათხოვრებივით აცოდებდნენ თავს.
She believed these two vicious, selfish old women imploring everyone, grimacing like beggar-women, making people sorry for them.
65127.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ერთი სული ჰქონდათ, როდის გადააცმევდნენ თავიანთი ცოდვისა და უბედურების ფლასს.
They were desperate to put on mourning clothes for their sins and unhappiness.
65128.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინაც ხომ ამისათვის უნდოდათ. საამისოდ ამზადებდნენ.
That's what they wanted Tina for. They were getting her ready.
65129.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თუ მართლა გაუმართლდებოდათ განზრახული, თინაც უყოყმანოდ, უდრტვინველად, სიხარულითაც კი, მიიხვეტდა თავისკენ მათი ცოდვისა და უბედურების მესამედს.
If they had carried out their plan, Tina would have, without hesitating, meekly, even gladly, swept up a third of their sins and unhappiness.
65130.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
როგორც გასარჩევ ლობიოს, ანდა გალებად ასასხმელ ნიორს.
Just like beans to be shelled or garlic to be strung.
65131.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინა კი დაეღუპათ, მაგრამ თვითონაც გადასარჩენად ჰქონდათ საქმე.
They would have ruined Tina, but they were preoccupied with saving themselves.
65132.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
იქნებ ფარნაოზი ამიტომაც ვერ ამბობდა სათქმელს ბოლომდე?
Was that why Parnaoz couldn't say all that he wanted to say?
65133.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მართლაც, განა ადვილი სათქმელი იყო, "მე ცოლი მომყავს და თქვენ მიბრძანდით, რადგან ამ სახლს ერთი დიასახლისიც ეყოფაო".
Would it have been easy to say, "I'm marrying, so would you please go because there can only be one mistress in the house".
65134.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
იქნებ ამიტომაც უთხრა პოპინას, "რატომ გიკვირსო?"
That may be why he asked Popina, "Why are you amazed?"
65135.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მართლაც, რატომ უნდა გაჰკვირვებოდა?
In fact, why should she be?
65136.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რა გასაკვირია, უცხო ქალს არ სდომებოდა ქმრის ნათესავებთან ცხოვრება, რაც არ უნდა ახლობლები ყოფილიყვნენ ისინი.
What was so amazing about a new wife not wanting to live with her husband's relatives, however well she gets on with them?
65137.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ყველა ქალს ქმარიცა და ოჯახიც თავისთვის უნდა და არც გაემტყუნება.
Every woman wants her husband and family to herself and not to be told off.
65138.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
როცა მოეპრიანება მაშინ წამოწვება, ხან მოხრაკულს მიართმევს, ხან კი ხმელა პურზე გადაატარებს ოჯახს.
She will lye down when she fancies, serves fried food one day and lets her family make do with dry bread the next.
65139.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თუ სტუმრად ეწვევი, მული ხარ, მაგრამ თუ შეეხიზნები - მუმლი.
If a sister-in-law visits, then she's a guest, but if she comes to stay, she's a pest.
65140.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ასე ბჭობდნენ და მსჯელობდნენ საგონებელში ჩავარდნილი ქალები.
This is how the women, plunged into thought, discussed and argued.