მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65201.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რადგან განაწყენებულმა ბავშვებმა, შეიძლება, ახლა შეგნებულად, თუნდაც შურის საძიებლად, ერთ წუთში გაგლიჯონ და დააქუცმაცონ იგი.
Because children with a grudge might now deliberately or vindictively break it and smash it to pieces in a minute.
65202.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რათა დაუმტკიცონ, რომ არ ღირდა ამის გულისთვის მეგობრების განაწყენება.
To show the price of spurning their friendship for the sake of it.
65203.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
პოპინა კი ვერაფერს ხვდებოდა, დაბნეული შესცქეროდა სახეში.
Popina understood nothing, however; she looked at his face in confusion.
65204.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ხედავდა, მაგრამ ვერაფერს ამჩნევდა, რადგან ეს სახე ბავშვობიდან ნაცნობი იყო მისთვის.
She saw but couldn't perceive anything, because the face had been familiar since childhood.
65205.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაპატიეთ, შენცა და ფარნაოზმაც - გააგრძელა უხეირომ.
"You and Parnaoz, forgive me"- Ukheiro continued.
65206.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მამა... - დაიწყო პოპინამ, მაგრამ უხეირომ არ აცალა, ან იქნებ არც გაუგონია პოპინას ხმა და ისევ თვითონ გააგრძელა: - ყველაფერი.
"Father..." - Popina began, but Ukheiro interrupted her, or didn't hear her, and continued: "everything".
65207.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შენცა და ფარნაოზმაც, ასეც უთხარი, თუ დაბრუნდება.
"You and Parnaoz, so tell him when he comes back".
65208.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სხვა არაფერი არ დაუბარებია, არაფერი.
"There's no other message, none".
65209.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
გინდა, საფენს გამოგიცვლი? - უთხრა პოპინამ.
"Would you like me to change your bandage?" - Popina asked.
65210.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არა, ახლა კარგადა ვარ. წადი! - თქვა უხეირომ.
"No, I'm all right now. Go!" - said Ukheiro.
65211.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
უცებ პოპინას საკუთარი ხმა შემოესმა: მთელი წვერი ძაფის ნაკუწებით ჰქონდა სავსე.
Now Popina suddenly heard herself say: "His beard was tangled with bits of thread".
65212.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სულ თითო-თითოდ ამოვაცალეთ მე და თინამო.
"Tina and I picked them out one by one".
65213.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რატომ არ დამიცადა, რატომ?! - თქვა ფარნაოზმა.
"Why didn't he wait for me to come back, why?!" -said Parnaoz.
65214.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
როგორ უნდა დაეცადა უხეიროს ფარნაოზისთვის?
How could Ukheiro have waited for Parnaoz?
65215.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
განა მასზე იყო დამოკიდებული, როდის მოკვდებოდა?
Was it up to him when he died?
65216.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
კიდევ დიდხანს გაძლო.
He hung on for quite some time.
65217.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ვანის ბრძოლის შემდეგ, როცა საბედისწერო შემთხვევამ ამხელა კაცი სამუდამოდ მიაჯაჭვა საწოლს, იგი განუწყვეტლივ კვდებოდა.
After the battle of Vani, when a fateful accident chained a man of his stature to his bed, he never stopped dying.
65218.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ამ ხნის განმავლობაში მისი ბობოქარი სიცოცხლე უთვალავი ჭრილობებიდან და წყლულებიდან ჩუმად მიიპარებოდა, როგორც ღვინო გაბზარული ქვევრიდან.
During that time his turbulent life, after countless wounds and sores, quietly leaked away, like wine from a cracked wine jar.
65219.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სიკვდილამდე ცოტა ადრე ბავშვსაც აღარ გაუჭირდებოდა მისი ატატება, როცა, დაჭრილი, ათმა კაცმა ძლივს შემოიყვანა ვანის გალავანში.
Just before he died a child could easily have picked him up, whereas when he was wounded ten men could barely carry him to Vani's city walls.
65220.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შინაურები ვერ ამჩნევდნენ, რადგან ყველაფერი მათ წინ ხდებოდა.
His family did not notice, because it all happened before their eyes.