მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65161.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რა თქვი? - ისევ ჩაეკითხა ფარნაოზი. პოპინამ თავი გააქნია.
"What did you say?" - Parnaoz asked again. Popina shook her head.
65162.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ასეც ვიცოდი! - თქვა ფარნაოზმა.
"I knew it!" - said Parnaoz.
65163.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სადღაც შეშას აპობდნენ.
Someone was chopping wood nearby.
65164.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ორივემ ნაჯახის ხმას მიუგდო ყური. მერე მამალმა დაიყივლა.
They both listened to the sound of the hatchet. Then a cock crowed.
65165.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ჭერზე, ზუსტად მათ თავზე, მორიელი გარინდულიყო.
A scorpion froze on the ceiling, above their heads.
65166.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„ახლა მოწყდებაო“, - გაიფიქრა ფარნაოზმა, მაგრამ არც განძრეულა.
"It'll fall down any minute", - Parnaoz thought, but he didn't move.
65167.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რაღაცნაირი, უცნაური მოთენთილობა დაუფლებოდა, მთელს ტანში გასჯდომოდა სენივით.
A strange wanness came over him, taking over his whole body like an illness.
65168.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არც დის დაფრთხობა უნდოდა, დისა კი არა, ამ იდუმალი წუთისა, ნაჯახის ხმას, მამლის ყივილსა და მორიელის გარინდულ ჩრდილს რომ გაევსო, დაემძიმებინა და შეეფერხებინა, არაბუნებრივად, ამაფორიაქებლად გაეგრძელებინა.
He didn't want to alarm, burden, obstruct, or artificially disturb his sister by prolonging this mysterious minute filled by the sound of the axe, the cock's crow and the scorpion's frozen shadow.
65169.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თითქოს უკანასკნელი წუთი იყო და განგებ ითრევდა ფეხს, რათა ვისაც რა ჰქონდა მოსასწრები, მოესწრო.
It seemed to be a final minute, deliberately dawdling so that everyone could finish what they had to do.
65170.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ნაჯახს შეშის დაპობა, მამალს ამოყივლება, მორიელს გესლის ამონთხევა, ხოლო ობოლ და-ძმას თავიანთი სიობლის გამოტირება.
The hatchet splitting the wood, the cock crowing, the scorpion spewing out venom, and the bereaved brother and sister mourning their orphaned state.
65171.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფარნაოზი გრძნობდა, ეს წუთი მისი გულისთვის ითრევდა ფეხს.
Parnaoz sensed that this minute was dawdling for his sake.
65172.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რათა მასაც მოესწრო ყველაფრის დანახვა, აღქმა და შეთვისება, ყველაფრისა, რაც აქამდე არსებობდა.
So that he had time to see, take in and familiarise himself with everything that had existed so far.
65173.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ ან ვერ ამჩნევდა, ან არ უნდოდა შეემჩნია.
But that he either couldn't or wouldn't notice.
65174.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ნამდვილი და მარადიული ცხოვრება სწორედ ასეთი მარტივი ხმებისა და საგნებისგან შედგებოდა.
He didn't want to believe that real, eternal life is comprised of these simple sounds and objects.
65175.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
როგორიც ნაჯახის ხმა, მამლის ყივილი თუ ჭერზე გარინდული მორიელის ჩრდილია.
Such as the sound of an axe, the crowing of a cock or the shadow of a scorpion frozen to the ceiling.
65176.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თვითონაც მარტივი არსება იყო და უფლებაც არ ჰქონდა, აჯანყებოდა ამ სიმარტივეს, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი.
He too was a simple creature, not entitled to rebel against that simplicity; he was a component part.
65177.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ისეთივე უმნიშვნელო და ამავე დროს ისეთივე აუცილებელი, როგორც სხვა ყველაფერი.
As insignificant and at the same time as essential as anything else.
65178.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ისიც აუცილებელი იყო, იმდენად აუცილებელი, რამდენადაც სწორედ მისი მეშვეობით მოწმდებოდა მიმდინარე დროის სიზუსტე, ამ წუთას, ამ ერთი წუთის განმავლობაში.
He too was essential, inasmuch as he was proof of the precision of current time, at this moment.
65179.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არც ეს იყო პატარა საქმე, რადგან ეს ერთი წუთი არა მარტო ფარნაოზის, არამედ მთელი სამყაროს ერთი წუთი იყო.
This was no small matter, because this one moment was one minute not just for Parnaoz but for the whole universe.
65180.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
პოპინა კი მამაზე ფიქრობდა, უფრო სწორედ, მისი სიკვდილის წინა დღეზე.
Popina was thinking about their father, or rather the day before he died.