მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65221.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ან რას იფიქრებდნენ, როცა ღვინო დასჭირდებოდათ, ქვევრი ცარიელი დახვდებოდათ.
What should they have thought: when they needed wine, that they would find the wine jar empty?
65222.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ქვევრი საიმედოდ ეგონათ გადაგოზილი, სიცოცხლე კი მიიპარებოდა, მითქრიალებდა და უაზროდ და უკვალოდ იკარგებოდა მიწაში.
They thought the wine jar was soundly sealed, but life was leaking away, streaming out and vanishing senselessly and without trace into the ground.
65223.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რატომ არ დამიცადა, რატომ?! - გაიმეორა ფარნაოზმა.
"Why didn't he wait for me, why?!" - Parnaoz repeated.
65224.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
პოპინა კი ყვებოდა, სადილი რომ შევუტანე, იატაკზე ეგდო.
Popina went on recounting how she brought him dinner and found him lying on the floor.
65225.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არა, მამა არ დამინახავს, იატაკზე ტილო ეგდო.
"No, I didn't see father, the canvas was lying on the floor".
65226.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„სად წავიდა-მეთქი, გამიკვირდა და ტილოს ასაღებად რომ დავიხარე, ფეხი გამოჩნდა, მაშინვე ვიცანი“.
''I wondered where he'd gone to, I was astounded, and when I bent down to pick up the canvas, I saw his foot, then I knew''.
65227.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„ან რა ძნელი საცნობი იყო. ტილო, თურმე, ზედ გადაჰფარვოდა“.
''It wasn't hard to see: he'd slipped under the canvas''.
65228.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მარტოობამ მოკლა! - თქვა ფარნაოზმა.
"It was loneliness that killed him!" - said Parnaoz.
65229.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
კარგი გოგოა თინა, - თქვა უცებ პოპინამ და გაჩუმდა.
"Tina's a good girl," - Popina suddenly said and then fell silent.
65230.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ხო - უპასუხა, არა, ისევ თავისთვის თქვა ფარნაოზმა.
"Yes," - replied Parnaoz, in fact talking to himself.
65231.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ამის მერე დიდი დრო აღარ გასულა და თინა, ახლა უკვე სამუდამოდ, შევიდა უხეიროს ოჯახში.
It was not long afterwards that Tina entered Ukheiro's family, this time forever.
65232.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
კერასთან ახალი ქალი დატრიალდა, რომელსაც ეს კერა იმდენხანს უყვარდა, იმდენხანს ფიქრობდა და ოცნებობდა მასზე, ახლა, რაკი კანონიერი პატრონი გამხდარიყო მისი, არაფერს აღარ გაუჭირვებდა, არ ჩააქრობდა.
A new woman was busy around the hearth, a hearth she had long been fond of, had thought and dreamt of. She was now its lawful mistress: that hearth would now want for nothing, it would never go out.
65233.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მთელი ქვეყნის დასანახად იტრიალებდა, ბედნიერებითა და მისი გამონაშუქით სახეალეწილი.
She would work for all the world to see, her face red with happiness and the reflections of the hearth.
65234.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
პირველსავე ღამეს იგრძნო თინამ, მათი საწოლი, არა თავდავიწყების, არა სიკვდილამდე მისული ნეტარების, არამედ ცოლქმრული მოვალეობის აღსასრული ადგილი იქნებოდა მხოლოდ.
Tina felt on her very first night that their bed would be a place only to fulfil conjugal duties, not for oblivion, for death-like bliss.
65235.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ მისთვის ესეც ბევრს ნიშნავდა, ამაზედაც თანახმა იყო.
But for her this alone meant a lot and she assented to it.
65236.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
გძინავს? - ჰკითხა თინამ.
"Are you asleep?" - Tina asked.
65237.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არა - უპასუხა ფარნაოზმა.
"No," - replied Parnaoz.
65238.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
იქნებ ცუდად წევხარ? - ისევ ჰკითხა თინამ.
"Perhaps you're not comfortable?" -Tina asked.
65239.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფარნაოზმა ძუძუზე დაადო ხელი.
Parnaoz put his hand on her breast.
65240.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინა გაირინდა.
Tina froze.