მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65261.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ასე კი, არა მარტო ქმრისა და ქმრის ნათესავების საამებლად მოიქცა, არამედ მართლა სულერთი იყო მისთვის, რა ერქმეოდა ახალ ძალას, ახალ დუღაბს, მის ციხეს რომ ამაგრებდა.
She did so not just to please her husband and his relatives, but because she really didn't care what they called this new force, this new mortar strengthening her fortress walls.
65262.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბავშვის გაჩენამ თინას უფლებები და მნიშვნელობა უცებ გაზარდა.
The baby's birth gave Tina greater rights and importance.
65263.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
პოპინაცა და ქალუკაც ისე შესციცინებდნენ თვალებში, როგორც ღმერთქალს, რომელსაც მათ თვალწინ სასწაული მოეხდინა.
Popina and Kaluka looked at her adoringly, as if she were a goddess who had performed a miracle in front of them.
65264.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მეტი სასწაული რაღა იქნებოდა, ჭერი ამაღლებულიყო, კედლებს უკან დაეხიათ.
No miracle could have been greater: the ceiling seemed to be higher, the walls to have retreated.
65265.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
აკვანი აყვავებულიყო და თავზე ჩიტები დაჟივჟივებდნენ.
The cradle seemed to have blossomed and birds to have started chirruping over it.
65266.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მკერდმოღეღილი, უდარდელად მომღიმარი თინა ჩვილს დაუდევრად ათამაშებდა ხორციანსა და ღონიერ ბარძაყებზე, კაბაში რომ ვეღარ ეტეოდნენ.
Bare-breasted, smiling carefree, Tina happily dandled the baby on her mighty fleshy thighs, which her dress could barely contain.
65267.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ისე გადაეჭიმათ კალთა, თითქოს გაგლეჯვას უპირებდნენ, როგორც ერთმანეთზე გადაბმული, მაგრამ სხვადასხვა მხარეს გარეკილი კამეჩები.
They fitted her so tightly round the lap that it seemed about to tear, like two buffaloes roped together and driven in opposite directions.
65268.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინა მართლა ღმერთქალივით უბრალო, თამამი და კეთილი იყო, უყვარდა და ეცოდებოდა მისი ხილვით გაბედნიერებული ხალხი.
Tina was as simple, bold and kind as a goddess; she loved and pitied the people made happy by seeing her.
65269.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შეეძლო, უსასრულოდ მჯდარიყო ასე, თვითონაც გართობილიყო.
She could go on sitting endlessly like that, entertained.
65270.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
და სხვებიც გაერთო მის კალთაში მობუქნავე ჩვილით, ალივით რომ ტკარცალებდა, თევზივით რომ უსხლტებოდა, მაგრამ ვერსად წაუვიდოდა.
She could entertain others while the baby bounced up and down in her lap, crackled like a flame, slithered like a fish, but unable to get away.
65271.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფარნაოზისთვის თითქოს ყველაფერი დამთავრდა, უფრო სწორედ, ფარნაოზს უფლება აღარ ჰქონდა, ეცხოვრა ძველებურად, უნდოდა თუ არა.
For Parnaoz everything seemed to be over, or rather Parnaoz no longer had the right to live as he used to, whether he wanted to or not.
65272.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
უნდა შეშვებოდა მამისა და, აქედან გამომდინარე, საკუთარი დანაშაულის ჩხრეკას და სამუდამოდ აეღო ხელი ამ დანაშაულის გამოსწორებაზე, რადგან მარტო აღარ იყო.
He had to stop raking over his father's and, consequently, his own wrongdoing and to renounce for ever putting those wrongs right, for he was no longer on his own.
65273.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მასაც შვილი ჰყავდა, უმწეო და უენო, და რადგან ჰყავდა, ანგარიშიც უნდა გაეწია მისთვის.
He had a son, helpless and mute, and therefore he had to take him into account.
65274.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ეზრუნა მის ბედსა და მომავალზე, განწმენდილიყო ამ ახალი მოვალეობის გრძნობით.
He had to care for his happiness and future, he had to purge himself with this feeling of a new duty.
65275.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
როგორც დაფას გადაწმენდენ ხოლმე ჩვრით, რათა ზედ ახალი სიტყვა დაწერონ.
Just as a slate is cleaned with a rag so that new words can be written on it.
65276.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სიტყვა, რაც ადრე ეწერა დაფაზე, ყველამ დაისწავლა უკვე, ანდა გადაიწერა მაინც და ამიტომ აუცილებელიც გახდა მისი წაშლა.
Everybody has already learnt, or copied out, the words previously written on the slate, so they now have to be rubbed out.
65277.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ასევე აუცილებელი გახდა ახლის დაწერა, თუკი წინ წაწევას აპირებდა ცოდნის გზაზე დამდგარი გონება.
And new ones have to be written if the mind pursuing knowledge is to make any progress.
65278.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ განა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ფარნაოზისთვის დაოჯახება?
But was marriage a step forward for Parnaoz?
65279.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თვითონ არ გასჩენია ამგვარი გრძნობა.
It didn't give him that feeling.
65280.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
პირიქით, რაც იცოდა, ისიც დაივიწყა, რაც ჰქონდა, ისიც დაჰკარგა და სამაგიეროდ ოჯახი დააწვა კისერზე.
On the contrary, he forgot what he used to know, he lost what he used to have, and instead he had a family round his neck.