მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65281.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ოჯახმა იმდენი რამე მოსთხოვა, იმდენი დღემდე არარსებული წვრილმანი ამოუტივტივა ცხვირწინ.
The family demanded so much of him, so many hitherto non-existent petty things now had to be dealt with that.
65282.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
დროც არ რჩებოდა, საფუძვლიანად დაფიქრებულიყო მის ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე.
He had no time left to think properly about the changes which had come to his life.
65283.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
უთენია წამომდგარი, შინ საღამოს ბრუნდებოდა, დაღლილობისგან მკლავები უცახცახებდა, ძლივს იხდიდა გაოფლილსა და ბეჭებზე მიწებებულ პერანგს.
Getting up at dawn, he came home in the evening, his arms trembling with exhaustion, it was all he could do to take off his shirt, stuck by sweat to his shoulder-blades.
65284.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფეხსაბანი წყლის ორთქლში გახვეული, სკამზევე თვლემდა, თავს ცხენივით აკანტურებდა.
After washing his feet he was enveloped in steam and dozed on a chair, snorting like a horse.
65285.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ დილით დაუფიქრებლად, დაუზარებლად დგებოდა, რათა ისევ დაეგო ქვაფენილი, გამოეცვალა იატაკი, გამოეთალა აბაზანა.
But in the morning he got up promptly, without a thought, to lay street paving again, to re-lay floors, to cut out stone baths.
65286.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რაც უფრო მეტი საქმე ჰქონდა, მით უფრო მეტი მონდომებით მუშაობდა.
The more jobs he had, the more eagerly he worked.
65287.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რადგან ახლა სასჯელს კი არ იხდიდა, ოდესღაც, უნებლიეთ ჩადენილი მკვლელობისთვის, არამედ ბავშვსა ზრდიდა, სიცოცხლეს ემსახურებოდა.
Because he was no longer serving a punishment for a crime he had not committed, but raising a child and serving life.
65288.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შუბუც, ძველებურად, მხარში ედგა ოჯახს.
As before, Shubu supported the family.
65289.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ვენახი და საყანე მინდორი, ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის რომ ეჩუქებინათ უხეიროსათვის, ისევ არსებობდა.
The vineyard and corn field, which had been given to Ukheiro for bravery on the field of battle, still existed.
65290.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ ყოველ წელიწადს უფრო და უფრო ნაკლებ მოსავალს იძლეოდა.
But it gave a smaller harvest every year.
65291.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ეტყობა, ისიც შუბუსავით ბერდებოდა, თუმცა ისევ არც თავს უტყდებოდა.
Apparently ageing, like Shubu, although he didn't let age get him down.
65292.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შუბუ წელგამართული დადიოდა, ქათქათა წვერიც უკვდავების საბუთივით ეფინა მკერდზე, მაგრამ წლებს მაინც თავისი გაჰქონდათ.
Shubu still walked erect, his gleaming white beard, a proof of immortality, down to his chest, but the years had taken their toll.
65293.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ის ახლა ვანშიც იშვიათად ჩამოდიოდა, თუმცა უხეიროს მამული ორი საათის სავალზე იყო.
He now seldom came to Vani, although it was only two hours from Ukheiro's estate.
65294.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ვენახში ჩადგმულ ქოხში ცხოვრობდა, ქოხთან ერთი სახედარი ება და ეგ იყო და ეგ.
He lived in a hovel built in the vineyard, with a donkey tethered nearby: that was all.
65295.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სანამ მოსავლის აღების დრო არ მოაღწევდა და დამხმარე მუშახელს არ იქირავებდა, კაციშვილი არ ჰყავდა ხმის გამცემი.
Until harvest time when he hired labour, there was not a single person to speak to.
65296.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თვითონ კი სახედარსა და ვენახს ისე ელაპარაკებოდა, თითქოს გაუგებდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ესმოდათ კიდეც მისი.
He spoke only to the vineyard and the donkey, as if they understood him; and, amazingly, they did.
65297.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შუბუ ვენახს მიწას უფხვიერებდა, ნაკელს უზიდავდა, სხლავდა, ალამაზებდა და, ბოლოს და ბოლოს, ღამით მის გვერდით წვებოდა კიდეც.
Shubu dug, manured, pruned, and embellished the vineyard, and at night lay down next to it.
65298.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რათა საკუთარი სხეულით გაეთბო, როგორც ავადმყოფი და მცივანა მეუღლე.
To warm it with his body as if it were a sick wife suffering from the cold.
65299.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ, თვეები - თვეებს და ასე თანდათანობით, ფერებ-ფერებით, კიდევ ერთხელ გამოიტანდა ხოლმე ვაზი კვირტს.
Days and months passed, and loving toil gradually made the vines sprout yet again.
65300.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მალე იმ კვირტიდან პატარა და ღიამწვანე ფოთოლი, მუჭში მოჭმუჭნული ცხვირსახოცივით, გამოყოფდა ყურს.
Soon little light-green leaves, like handkerchiefs clenched in a fist, sent out tendrils.