მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65321.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინა ბედნიერი იყო, რადგან ყველაფერი ჰქონდა, რისი ნატვრაც ქალს შეეძლო.
Tina was happy because she had all that a woman could want.
65322.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
დღითი დღე უფრო მძაფრი ხდებოდა გამარჯვების შეგრძნება.
The feeling of victory was stronger every day.
65323.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რა თქმა უნდა, მისთვის სულერთი არ იყო, ეყვარებოდა თუ არა იგი ფარნაოზს, მაგრამ არც ისეთი სულელი და მეოცნებე გახლდათ, ამდენი მოეთხოვა.
Naturally, she didn't mind whether Parnaoz loved her or not: she wasn't so silly as to dream of that.
65324.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რაც მთავარია, ფარნაოზს მისი ქმარი ერქვა, მის გვერდით იყო და ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა, ნებით თუ უნებლიეთ.
It was important that Parnaoz bore the title of husband, that he was with her and always would be, whether he liked it or not.
65325.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ეს თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავდა, თავისი უსასრულო ბრძოლიდან ამაზე მეტის გამორჩენას არც ადრე აპირებდა.
That meant a lot in itself: she had never aimed to gain more from her constant struggle.
65326.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
დანარჩენს, რისი გაკეთებაც მას არ შეეძლო, დრო გააკეთებინებდა. დრო და იძულებითი სიახლოვე.
Whatever she couldn't achieve, she would let time achieve, time and forced proximity.
65327.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინა კარგად იცნობდა ფარნაოზს, ისევე კარგად, როგორც უბანს, სადაც დაბადებულიყო და გაზრდილიყო.
Tina knew Parnaoz well, as well as the district where she was born and had grown up.
65328.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შეეძლო თვალდახუჭულს წარმოედგინა იგი, თმის ძირიდან ფეხის ფრჩხილებამდე, წინასწარ მიხვედრილიყო, რას იტყოდა, ანდა რას გააკეთებდა.
She could with her eyes closed imagine him from top to toe, she could guess in advance what he would say or do.
65329.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ისიც იცოდა, მისი სული იმდენად იყო სავსე მიუღწევლისადმი, უხილავისადმი, არარსებულისადმი სიყვარულითა და ერთგულებით, იქ მისთვის ადგილი აღარ რჩებოდა.
She also knew that his soul was so full of love and loyalty for the unattainable, invisible and non-existent, that it had no room left for her.
65330.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„მერე რა? მე ესეც მყოფნისო“, - ფიქრობდა საწოლში მოკუნტული თინა.
"So what? What I have is enough," - Tina thought as she curled up in bed.
65331.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„მე ბედნიერი ვარ და ჩემი ბედნიერება ორივეს გვეყოფაო“.
"I'm happy and my happiness is big enough both of us".
65332.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„ჩემმა ხორცმაც იგივე უნდა იგრძნოს და განიცადოს, რასაც ჩემი სული გრძნობს და განიცდისო“.
"My flesh should feel and experience what my soul feels and experiences".
65333.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„მთავარია, სანამ სული მიდგას, არაფერი გავუჭირვო ჩემს ქმარ-შვილსაო“ - ასე ფიქრობდა თინა.
"The main thing is that, so long as I have a living soul, I don't let my husband and child want for anything" - Tina thought.
65334.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მართალი იყო თავის თავთან, უფლებაც ჰქონდა ბედნიერებისა, ისეთი ერთგულება და სიმტკიცე გამოეჩინა ბავშვობის დროინდელ ოცნებისა თუ აჩემების მიმართ.
She was right in her own eyes, she was entitled to happiness, having shown such single-minded firmness in realising her childhood dream.
65335.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინას, რა თქმა უნდა, აქამდეც შეეძლო გათხოვება, ამგვარად ბედნიერი ნებისმიერი ქმრის ხელშიც იქნებოდა.
Tina could, of course, have got married earlier and been just as happy with any husband.
65336.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ ფარნაოზი მარტო ქმარი არ იყო მისთვის.
But Parnaoz was not just a husband for her.
65337.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შემთხვევით თუ შეგნებულად, ფარნაოზი აღმოჩნდა ის საცდელი ქვა, რომლითაც თინა საკუთარ ნებისყოფას, ღირსებასა და შესაძლებლობებს ამოწმებდა.
Parnaoz was, by chance or on purpose, a touchstone for Tina to test her will, dignity and abilities on.
65338.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფარნაოზი ბალავარი იყო, მარტოს, სხვების დაუხმარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ, გოჯა-გოჯა რომ მოეთრია საძირკველთან, პირღია ორმოსთან.
Parnaoz was a foundation stone, which she had dragged alone, unaided, step by step, inch by inch, to the open foundation pit.
65339.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რომელზედაც თავისი მომავალი ცხოვრების აშენებას აპირებდა.
She could build her future life on him.
65340.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თინას ნაფიქრალი, ძალაუნებურად, თუნდაც სიახლოვის გამო, თავის მსგავსს ბადებდა ფარნაოზის არსებაშიც.
Tina's ideas, if only because of their proximity, inevitably generated similar ideas in Parnaoz's mind.