მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65341.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფარნაოზიც დაახლოებით ასე ფიქრობდა და ცოლი ეცოდებოდა, ასე ბრმად, ასე ხელაღებით რომ მიილტვოდა ბედნიერებისაკენ.
Parnaoz thought roughly the same and felt sorry for his wife, who was striving so blindly and recklessly for happiness.
65342.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არაფრისგან აკოწიწებდა ბუდეს, როგორც ღარიბი გოგო კაბას, რათა არც ის გამოჰკლებოდა საცეკვაოდ თავშეყრილ ტოლ-ამხანაგებს.
She was cobbling up a nest out of nothing, as a destitute girl cobbles up a dress so as to keep up with her friends when they go dancing.
65343.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფარნაოზი იმასაც გრძნობდა, აუცილებელი რომ იყო იმ ბედნიერებისთვის, რომელსაც ეს ჯიუტი და ყოჩაღი ქალი თავისთვის დაეძებდა.
Parnaoz also felt that he was essential to the happiness which his resolute brave wife was seeking.
65344.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სიმძიმესაც გრძნობდა იმ სასახლისა, ბედნიერების მაძიებელი ქალის გონებას რომ წამოეჭიმა.
He felt the weight of the castle in Spain which obsessed her as she sought happiness.
65345.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რადგან ასე სჭირდებოდა ვიღაცას, ვიღაცას კი არა, მის ცოლს, მისი შვილის დედას, მის თანამეცხედრეს.
Because someone, namely his wife, the mother of his son, his partner in life, required him to.
65346.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბედისწერა ახლაც დასცინოდა ფარნაოზს.
Fate was mocking Parnaoz.
65347.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბედნიერება, რომელსაც იგი მეორე ადამიანს აძლევდა, ყალბი იყო, წარმოდგენილი.
The happiness he gave another person was false, imaginary.
65348.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ ესეც უნდა მოეთმინა, გაჩუმებულიყო, რადგან თოკის ერთი ბოლო ყელზე თუ ჰქონდა შებმული, მეორე - თინას დაეხვია მაჯაზე.
But he had to endure, stay quiet, because one end of the rope was round his neck and the other round Tina's wrist.
65349.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ეს თოკი კი უხეირო იყო, მათი შვილი.
The rope was Ukheiro, their son.
65350.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ერთხელ, შინ დაბრუნებულმა ფარნაოზმა ეზოში პატარა ბიჭი დაინახა.
Once Parnaoz came home and saw the little boy in the yard.
65351.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბიჭი მოკირწყლულ ბილიკზე იჯდა, ორივე ხელში ვაშლი ეჭირა და გამეტებით ურტყამდა ფილაქანს.
The boy was sitting on the paved path, holding an apple in both hands and smashing it hard on the paving.
65352.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ვაშლის წვენს ფილაქანი დაელაქა.
Apple juice stained the paving.
65353.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფარნაოზს გული გადაუქანდა: თითქოს მისი დავიწყებული წარსულის ხატი დაესვენებინათ შუადღის სიცხით ჩაყუჩებულ ეზოში.
Parnaoz was moved: an image of his forgotten past seemed to be resting in the courtyard, in the still noonday heat.
65354.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ტოტის გამონაზარდივით სუსტი და მყიფე.
As frail and brittle as a new shoot on a branch.
65355.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ უფლებამოსილი, პასუხი მოეთხოვა გაწბილებისთვის, დავიწყებისთვის და ხელმეორედ გამოხმობისთვის.
But empowered to hold him responsible for letting down, forgetting and then summoning up the past again.
65356.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ფარნაოზმა მამობა იგრძნო: სისხლი გაუთბა, ძვლები დაურბილდა.
Parnaoz felt paternal: his blood warmed up, his bones softened.
65357.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ისე აწრიალდა, თითქოს საფრთხე ელოდა ბიჭს, ფილაქანზე ვაშლს რომ ჟეჟავდა.
He was flustered as if some danger threatened the boy who was squashing an apple on the paving.
65358.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„რატომ დაუტოვებიათ მარტოო?“ - გაიფიქრა და ირგვლივ მიმოიხედა.
"Why have you been left on your own?" - he wondered and looked all round.
65359.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„ა-ა-ა-აღ“, - იძახდა ბავშვი.
"A-a-ah", - called the child.
65360.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ღობის ძირას ქათმები მიწას ქექავდნენ.
Hens were raking the ground by the fence.