მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65381.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თითქოს უხილავი ბორბლის მანებზე ხართ მიბმული ერთმანეთის გვერდით და ის ბორბალი, თქვენთვის შეუმჩნევლად, ბრუნავს.
As though you were tied to one another on opposite spokes of a wheel and the wheel, without your noticing it, turns.
65382.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბავშვისთვის რომ თენდება, შენთვის ღამდება.
Dawn for the child is dusk for you.
65383.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„ღმერთო, როგორ გავიდა ცხოვრებაო“ - გაიფიქრა ფარნაოზმა.
"God, how life has flown by!" - though Parnaoz.
65384.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მართლაც დიდი დრო გასულიყო, გასულიყო, რადგან ეს იყო მისი მთავარი თვისება, დაუდევრად მიაბიჯებდა თავის გზაზე, მკაცრი და საქმიანი.
Indeed, a lot of time had passed, for that is time's main quality: it marched on its path, uncaring, cruel and business-like.
65385.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არც აინტერესებდა, ვის აბიჯებდა, ან რას აბიჯებდა ფეხს, რა უნდა გაესრისა, რა უნდა გაეცამტვერებინა.
It didn't care who, or what it walked over, what it squashed, what it shattered.
65386.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რისთვის უნდა შეეტოვებინა სამუდამოდ შიშველი ტერფების ანაბეჭდი.
On what it left the permanent imprint of its bare soles.
65387.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ყოველთვის ჰქონდა დასანგრევი და გასასრესი, რასაც ადამიანის ხელი და გონება დაუსრულებლად შეუქმნიდა.
It constantly had to destroy and crush whatever human hands and mind endlessly created.
65388.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მისი ნახელავისა და ნააზრევის ნანგრევთა ხილვა დაარწმუნებდა, სწორედ იქ რომ მისულიყო, სადაც მიესვლებოდა: მამის სახლში.
The sight of the ruins of humanity's handiwork and ideas might convince posterity that it has got where it was meant to get: to its father’s house.
65389.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
დრო ისევე მოქმედებდა ადამიანის სულზე, როგორც მთვარე სტიქიაზე.
Time also affected human souls, as the moon affects the elements.
65390.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
დროის ამგვარი ზემოქმედების უნარი იმდენად ბუნებრივი და ამიტომაც იმდენად შეუმჩნეველი იყო, ადამიანს თვალის მიდევნება უჭირდა.
Time's ability to affect things is so natural and therefore so imperceptible, that the human eye has found it hard to follow.
65391.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მის გარშემო, ანდა მის არსებაში მომხდარი ცვლილება, რასაც უმთავრესად წამიერი გამოფხიზლების ჟამს ამჩნევდა, აუცილებლობად მიაჩნდა.
Changes in his surroundings or his own being, which he perceives mostly in times of momentary alertness, appear to be inevitable.
65392.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რადგან უკვე მომხდარიყო, თანაც, უიმისოდ.
Because they happened without his being aware of them.
65393.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ასე იყო ვანშიც, რადგან ვანიც ჩვეულებრივი ქალაქი იყო და იქაც ჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა.
So it was in Vani: it was a normal city and normal people lived in it.
65394.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ერთ დღეს, ვანის ყველაზე მიყრუებულ ქუჩაში მკვდარი ბედია იპოვეს.
One day, in Vani's most remote street, Bedia was found dead.
65395.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თოკის გორგალი ამ ხნის განმავლობაში ისე გაზრდილიყო, ისე დამძიმებულიყო და ისე დაბლანდულიყო, ბოლოს და ბოლოს, სიბერისა და ამოუხსნელი საიდუმლოსგან გაწამებული ბედიაც გამოეგუდა თავის ჭრელსა და უხეშ მკლავებში.
The coil of rope had by now grown so big, so heavy and so tangled that, finally, tormented by old age and by a secret that remained unrevealed, Bedia was suffocated in its colourful coarse coils.
65396.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბედია, მართლაც, ობობის ქსელში გამომხრჩვალი ბუზივით ეგდო.
Bedia lay there like a fly choked in a spider's web.
65397.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ობობას მთელი მისი სისხლი გამოეწოვა და აბლაბუდის ნაკუწები შეეტოვებინა ზედ.
The spider had sucked out all his blood and left bits of cobweb all over him.
65398.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბედია ბავშვებმა იპოვეს.
Bedia was found by children.
65399.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
არც მისი ცნობა გასჭირვებიათ, თუმცა თოკის დაბლანდული გორგალიდან მარტო კინკრიხო და ფეხის ქუსლებიღა მოუჩანდა.
They easily recognized him, although only the crown of his head and his heels were visible in the tangled coil of rope.
65400.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბედიას ქალაქში გიჟის სახელი ჰქონდა დავარდნილი.
Bedia had long been known as the city madman.