მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65401.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბავშვების საყვარელ გასართობად ქცეულიყო, ჯერ აიეტისა და მერე ოყაჯადოს მეჯინიბის მსგავსად.
He was the favourite target for the children's mockery, like the stableman of Æëtes and then of Oqajado.
65402.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„ბედია მოდის, ბედია, ზღვას მოათრევს თოკითაო“ - ყვიროდნენ ღობე-ყორეზე შემომდგარი ბავშვები.
"Bedia's coming, it's Bedia's dragging the sea on a rope", - the children shouted, standing on fences and walls.
65403.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ქვების სროლითა და ყიჟინით ეგებებოდნენ ბერიკაცს, თავფეხიანად ჩაკარგულს ერთმანეთზე გადაბმულ, სხვადასხვა ფერისა და ზომის ნაკუწებში.
They greeted with a hail of stones and yells the old man, swallowed up from head to foot by pieces of rope of various colours and sizes, all tied together.
65404.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მართლაც უცნაური სანახავი იყო ბედია, უკანა ფეხებზე შემდგარ ზღარბსა ჰგავდა.
Bedia really was a weird sight, like a hedgehog standing on its hind legs.
65405.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ტანი დამრგვალებოდა, გაბურძგნოდა და უთავბოლოდ, ფენა-ფენა შემოხვეული თოკის ჭრელი რგოლები სიარულისას ისე ერწეოდა, თითქოს ეს წუთია გველების ბუდიდან ამომძვრალა გველებიანადო.
His body had become rounded, covered in spines, wound in endless layers of rope, whose colourful coils swayed as he walked, like snakes emerging from a snake's nest.
65406.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ხალხნო, ზღვა გვეპარება, ხალხნო... - მოჰყვიროდა ბედია ქუჩებს.
"People, the sea is deserting us, people!…" Bedia cried to the streets.
65407.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ხმაჩახლეჩილი, ოფლში გახვითქული, ჭუჭყისა და თოკის ბალნით შეჭმული, ამაზრზენი და სასაცილო.
His voice cracking, his body sweating, eaten up by dirt and rope hair, repulsive and ridiculous.
65408.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბედია ბავშვებმა იპოვეს, თოკის ბოლოებში ხელი ჩაავლეს და შუა ქალაქში გამოათრიეს.
Bedia was found by children, who took hold of the ends of the rope and dragged it down the middle of the street.
65409.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბედიას გვამს ამით არაფერი დაშავებია, ისე სქლად და საიმედოდ იყო გახვეული თოკის ხლართებში.
Bedia's corpse wasn't damaged, as it was thickly, safely wrapped in tangles of rope.
65410.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
გეგონებოდათ, ტურებს მუმია ამოუგდიათ სარკოფაგიდან, გაუჩეჩიათ, მაგრამ სასურველ გვამამდე მაინც ვერ ჩაუღწევიათო.
You would have thought that jackals had dug a mummy out of its sarcophagus and exposed it.
65411.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თოკებში გახვეული ბედია ქუჩებს მოამტვერებდა.
Wrapped in rope, Bedia covered the streets in dust.
65412.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბავშვების ყვირილზე გამოსული ხალხი ხველითა და ცემინებით გროვდებოდა მის გარშემო.
People, brought out by the children's shouts, crowded round him, coughing and sneezing.
65413.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ბედიას სიკვდილმა მაინც გული დასწყვიტა ყველას.
Yet Bedia's death upset everyone.
65414.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
შუა ქუჩაში, მისი გვამის გარშემო შეკრებილნი, ერთნაირად, მტკივნეულად გრძნობდნენ, რომ ბედია, თავისი ჭრელი თოკის გორგალით, შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ განუყოფელი და აუცილებელი ნაწილი იყო მათი ქალაქისა.
Gathered around his corpse in the middle of the street, they all had the same painful feeling that Bedia and his colourful coil of rope were inseparable and necessary, even if tiny, parts of their city.
65415.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ურომლისოდაც ქალაქიც დაკარგავდა ზედმიწევნით თავისებურ იერს.
Without which the city would lose its specific, characteristic aura.
65416.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ისინი ვეღარასოდეს იხილავდნენ ბედიას, უკანა ფეხებზე შემდგარი ზღარბივით რომ მოჰყვებოდა ქუჩას და ზღვის გაპარვით აშინებდა ხალხს.
They could no longer see Bedia going down the street like a hedgehog on its hind legs and trying to scare people with the news that the sea was receding.
65417.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თუმცა მისი ჩახლეჩილი ხმის გაგონება ყველას ღიმილს ჰგვრიდა და სეირის გუნებაზე აყენებდა.
Although the sound of his cracked voice had made everyone smile and put them in a mood for fun.
65418.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ვანი არც ამით გამოირჩეოდა სხვა ქალაქებისაგან.
In that way, Vani was like any other city.
65419.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ყველა ქალაქს ჰყავს თითო გიჟი, რადგან გიჟიც სჭირდება, მით უფრო უწყინარი, ქვას თუ არ ისვრის.
Every city has its madman, for it needs one, especially a harmless one that doesn't throw stones.
65420.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
გიჩერდება, თავი რომ შეიქციო, გაერთო და გამხიარულდე.
He stops in front of you so you can turn and look at him, be amused and glad.