მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65521.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ასე განმეორდა რამდენჯერმე.
This recurred several times.
65522.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ქალმა აღარ იცოდა, რა ექნა, გარშემო წყლის უსასრულო და ერთფეროვანი სივრცე გადაჭიმულიყო მხოლოდ.
The woman did not know what to do next, all around her stretched nothing but endless water and monochrome space.
65523.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ამ სივრცის შუაგულში მისი ნავი და ჭრელ თოკებში გახვეული გვამი ტივტივებდა.
In the middle was her boat and a floating corpse wrapped in colourful ropes.
65524.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
რა გინდა, შე ოხერო, რა?! - იყვირა ქალმა.
"What do you want, you wretch? What?!" - the woman yelled.
65525.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მერე ნავში ჩაჯდა, სახე გალუმპულ მუხლებში ჩამალა და აქვითინდა.
Then she sat down in the boat, hid her face in her mud-covered lap and burst into sobs.
65526.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მზეს მისი ზურგი გაეშრო და გამოეხუნებინა.
The sun had dried her back and bleached her dress.
65527.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ის კი ქვითინებდა, მწარედ, გულიანად, ტყეში დაკარგული ბალღივით.
But she sobbed her heart out, bitterly, like a child lost in the forest.
65528.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ირგვლივ არაფერი არ იყო, არაფერი, ცარიელი, ფოლადისფერი, ერთფეროვანი სივრცის მეტი.
There was nothing around, nothing but empty, steely, monochrome space.
65529.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ნავი და გვამი ერთ წრეში ტრიალებდნენ, ელამუნებოდნენ, ეტმასნებოდნენ და გაურბოდნენ ერთმანეთს.
The boat and the corpse revolved in the same orbit, caressing, clutching and evading one another.
65530.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
თითქოს სათამაშოდ, გასართობად გამოსულიყვნენ ზღვაში.
As if they were out at sea to play, for fun.
65531.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ ქალს სათამაშოდ არ ეცალა, მას საქმე ჰქონდა და ამ საქმისთვის როგორმე უნდა მოება თავი, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, გინდაც გადაჰყოლოდა.
But the woman had no time for games, she had work to do and had to summon the strength for it, whatever it cost her, even her life.
65532.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მომეხმარე, ხომ უნდა დავმარხოთ.
Help me, we have to bury him.
65533.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
„ცოცხალი თუ გინდოდა, მკვდარზე რატომ ამბობ უარსო“ - ჩაჰღმუვლა ქალმა ზღვას.
"You wanted him when he was alive, why do you refuse him when he's dead?" - woman bellowed to the sea.
65534.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სიბრაზისგან თვალები ამღვრეოდა, უმწეობისგან სახე დაპატარავებოდა და გაქვავებოდა.
Anger made her eyes pop out, exhaustion made her face shrunken and stony.
65535.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ზღვა გვამს არ იღებდა, უკან აბრუნებდა, უარს ამბობდა მის მოვლა-პატრონობაზე.
The sea would not accept the corpse, it threw it back, it refused to take it into care.
65536.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ეს კი ქალისთვის დიდი უსამართლობა იყო, უსინდისობაც, რადგან, რაც თავი ახსოვდა, ამ გვამის წართმევას უპირებდა იგი.
The woman thought this very unjust, shameless, for as long as she could remember it had done its best to take the corpse away from her.
65537.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ლამის შინ უვარდებოდა, ყოველღამე ფეხმოუცვლელად, უსირცხვილოდ იდგა მათი ქოხის კარებთან და ეძახდა, ეჩურჩულებოდა, ვინ იცის, რას არ პირდებოდა.
It almost broke into the house, every night it stood, shamelessly refusing to move, at the door of their hovel and call, whisper, who knows what it had in mind?
65538.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
სანამ ამ გვამს სული ედგა, ღონე ერჩოდა და თავისუფლად შეეძლო ამდგარიყო ერთი ქალის საწოლიდან, რათა მეორეს წაჰყოლოდა.
As long as that corpse had breath in it, and the strength to get up on its own from the woman's bed in order to go off with its other love.
65539.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
ახლა კი უარზე იყო, უსულო გვამი არ სჭირდებოდა და იმიტომ.
Now it was refusing, for it had no need of an inanimate corpse.
65540.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი V
მაგრამ ახლა ქალი გაჯიუტდებოდა, ახლა ის არ მოიცვლიდა ფეხს, სანამ თავისას არ მიაღწევდა.
But the woman would not give up, now she wouldn't move until she got her own way.