მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65641.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ბედია ერთ-ერთი იყო მცირერიცხოვანი ძველი ვანის მცხოვრებლებლებიდან, რომლებიც „ძველ კარგ დღეებს“ მოსწრებოდნენ.
Bedia was one of the very few old inhabitants of Vani who had been alive in the "good old days".
65642.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ ვანში, როგორც ყველგან, არავის სჯეროდა „ძველი კარგი დღეების“ არსებობა.
But in Vani, as elsewhere, nobody believed in the existence of the "good old days".
65643.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„როცა დავბერდებით, ჩვენც იმას ვიტყვითო“ - ამბობდნენ ისინი.
"When we get old, we'll say that, too" - they said.
65644.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მალულად ცოტა ეშინოდათ, ვაითუ სიბერე ისეთი მტარვალია, რომ დღევანდელი გაძაღლებული ცხოვრება სანატრელი შეიძლება გახდომოდათ.
They were secretly a little afraid lest their old age might be so tyrannical that they might be nostalgic for today's dog's life.
65645.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ცხოვრება ბრმა იყო, უგულო და უპოვარი.
Life was blind, heartless and harsh.
65646.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ძირგახვრეტილი ტყავის გუდით ორ ლეკვს დაატარებდა, ერთს თეთრს, ერთს შავს, ერთს სიცილისა ერქვა, მეორეს - ცრემლებისა.
In its leaky leather bag it carried two puppies, one white, one black, one called laughter, the other - tears.
65647.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ცხოვრება თვითონ იჯდა, მზეს ეფიცხებოდა, ბებერ ძვლებს ითბობდა და ლიბრგადაკრულ თვალებს აფახულებდა.
Life itself sat baking in the sun, warming its old bones and blinking its cataracted eyes.
65648.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზიც ასევე შეჰგუებოდა თავის ბედს.
Parnaoz, too, had accepted his fate.
65649.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ოჯახი ჰქონდა, ვაჟიშვილი ეზრდებოდა, მამალი უყიოდა ღობეზე, საქმე კარგად მისდიოდა.
He had a family, his son was growing up, the cockerel crowed on his fence, work went well.
65650.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მისი სახურავის კრამიტებიც კრიალებდა მზეში.
His roof tiles shone in the sun.
65651.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ იმავე სულის სიღრმეში ეჭვიც გასჩენოდა და შემოხიზვნოდა, როგორც დაკარგული მგზავრი წვიმიან ღამეში.
But in the depths of his soul doubt had arisen and settled, like a lost traveller on a rainy night.
65652.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„შეიფერე, მაგრამ ერთი გეკითხა შენი თავისთვის, გეკუთვნის თუ არაო“ - გამოსძახებდა ეჭვი თავისი სულის ბნელი კუნჭულიდან.
''Accept it, but just ask yourself whether you're entitled to it or not'' - the doubt appealed to him from a dark cranny in his soul.
65653.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
სიბნელეში მხოლოდ მისი ფოლადისფერი თვალები აკვესებდნენ.
Only its steely eyes glinted in the dark.
65654.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ ფარნაოზს ეშინოდა, ოჯახის სხვა წევრებსაც შეიძლება შეემჩნიათ და გამოკითხვა დაეწყოთ, ვინ იყო და რა უნდა.
But Parnaoz was afraid other members of the family might notice and begin asking who it was and what it wanted.
65655.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზიც რაც შეეძლო მალავდა, ცდილობდა მიეფუჩეჩებინა რაღაცეები.
Parnaoz did his best to hide it, trying to patch things up.
65656.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
რადგან მარტო აღარ იყო, ან უფრო სწორედ, მარტო თავის თავს აღარ ეკუთვნოდა.
Because he was no longer alone, or rather he no longer belonged to himself.
65657.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
დროს ბევრი რამე შეეცვალა და ბევრი რაღაცეები გაენელებინა.
Time had changed many things and cooled many things down.
65658.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ნაცარივით წაჰყროდა ყველაფერს, რითაც ფარნაოზი სულდგმულობდა.
It had scattered like ashes everything by which Parnaoz had been living.
65659.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ახლა მამასაც ამართლებდა იგი.
Now he approved of his father.
65660.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
და როცა დაინახა სამი ქალი ძალით ატიტვლებდა პატარა უხეიროს და სვამდა ტაშტში დასაბანად, დიდი უხეიროს ჯიუტი დუმილიც დააფასა.
And when he saw three women forcefully undressing little Ukheiro and putting him in a bowl to wash him, he appreciated big Ukheiro's stubborn silence.