მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65701.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
თავი დამანებე! - თქვა ფარნაოზმა.
"Leave me alone!" - said Parnaoz.
65702.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ამის უფლებაც კი არ მაქვს? - ჰკითხა ქალმა.
"Don't I even have that much right?" - asked the woman.
65703.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„დამცინისო“ - გაიფიქრა ფარნაოზმა.
"She's making fun of me" - Parnaoz thought.
65704.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ისე საცოდავად მიხტუნავდი...
"You were hopping so touchingly…"
65705.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მერე შენ რა?! - უპასუხა გაბრაზებით.
"What's that to you?!" - he responded angrily.
65706.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ხუთი წუთის შემდეგ ფარნაოზი უკვე ქალის ოთახში იჯდა შეხვეული თითით.
Five minutes later Parnaoz was sitting in the woman's room with a bandaged toe.
65707.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ძმარში გაწურული ძონძით მოუწმინდა ჭრილობა.
She cleaned the wound with a rag soaked in vinegar.
65708.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ძმარმა ხორცი აუწვა და თითები მოუკრუნჩხა: ისევ გაიცინა.
The vinegar stung his flesh and made his toes clench: she laughed again.
65709.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„ყველაფერზე რატომ იცინიო?“ - იკითხა ფარნაოზმა.
"Why do you laugh at everything?" - Parnaoz asked.
65710.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„იმიტომ რომ მიხდებაო“ - უპასუხა ქალმა.
"Because it suits me" - the woman replied.
65711.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
შემოვიდა თუ არა, ფარნაოზს საწოლი ეცა თვალში, არაბუნებრივად დიდი, სუფთა და ცარიელი.
As soon as he came in, Parnaoz was struck by the bed, unnaturally large, clean and empty.
65712.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზს საწოლის გარდა არაფრის დანახვა არ შეეძლო, თუმცა სკამზე იჯდა, თავჩაღუნული, სანამ ქალი თითს შეუხვევდა.
Parnaoz could see nothing but the bed, although he sat on a chair, with his head bowed while the woman bandaged his toe.
65713.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალი ისე გაიტაცა რასაც იგი აკეთებდა, რომ თითქოს გადაავიწყდა ფარნაოზი.
The woman was so preoccupied with what she was doing that she seemed to forget about Parnaoz.
65714.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მხოლოდ ფარნაოზის ნატკენი თითი და თვითონ არსებობდა.
Only Parnaoz's sore toe and she herself existed.
65715.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
იმიტომ არსებობდა ტკივილი რომ დაეცხრო, ჩვილივით შეეფუთა, ჩვილივით კი არა, თოჯინასავით.
She existed only to soothe the pain, wrap it up like a child, or rather a doll.
65716.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მერე უხალისოდ წამოდგა, თითქოს მოულოდნელად იმ თოჯინის ნამდვილი პატრონი დაადგა თავზეო.
Then she got up reluctantly, as if the doll's real owner had suddenly turned up.
65717.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
გულ-ხელი დაიკრიფა და უთხრა: „ახლა შეგიძლია წახვიდეო“.
She folded her arms and told him, "Now you can go".
65718.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზი სანდალს იკრავდა და ისევ საწოლი ედგა თვალწინ, ქალის საწოლი, მაგრამ ისეთი ცივი და დამთრგუნავი, როგორც სარკოფაგი.
Parnaoz did up his sandal and again caught sight of the bed, a woman's bed, but as cold and oppressive as a sarcophagus.
65719.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალი ბედნიერი იყო: ვერ მალავდა, ყველაფერი სახეზე ეხატა, როგორც ალის ანარეკლი კოცონთან მდგარი.
The woman was happy: she didn't hide it, her face expressed everything, like bonfire flame reflected on a bystander.
65720.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
გრძნობდა, თითქოს მთელი სიცოცხლე ამ წუთის მოლოდინში გაეტარებინა.
She felt as if she had been waiting all her life for this moment.