მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65661.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ბავშვის ვარდისფერი სხეულის სურნელება მთელ ქვეყანას რიჟრაჟივით ეფინებოდა, აბრუებდა, გულს უჩუყებდა.
The smell of the baby's pink body lit up the whole world like the dawn, intoxicating it, touching its heart.
65662.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ ეჭვი ხითხითებდა; ხითხითი თავზარდაცემულ ფარნაოზს ბედისწერის ვერაგობას ახსენებდა.
But doubt kept sniggering; the sniggering reminded a horrified Parnaoz of fate's treachery.
65663.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
გარდაუვალი უბედურების წინათგრძნობა ისევ წამოყოფდა ხოლმე თავს, ჩაქუჩსა და საჭრეთელს ხელიდან გააგდებინებდა.
A premonition of inevitable misfortune raised its head again, snatching the hammer and chisel from his hand.
65664.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
თითქოს რაღაც უბედურება მომხდარიყო მის იქ არყოფნაში და ახლა ერთადერთი საკითხი იყო - ისევ ცოცხლებს თუ იპოვიდა როცა სახლში მივიდოდა.
As if some disaster had happened in his absence and the only question now was whether he would find them still alive when he got home.
65665.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ როგორც კი გაიგებდა პატარა უხეიროს ხმას, სამუშაოდ უკანვე გამობრუნდებოდა, როცა ჭიშკრამდე მივიდოდა.
But as soon as he heard little Ukheiro's voice, he would go back to work when he got to the gate.
65666.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„ა-ა-ა-აღ“, - ღაღანებდა პატარა უხეირო.
"A-a-agh", little Ukheiro would cackle.
65667.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
და ამ უაზრო ხმის გაგონებაზე ფარნაოზიც მზად იყო ძაღლივით ეყეფა, ძროხასავით ეზმუვლა, ქათამივით ეკაკანა და ლომივით ებრდღვინა.
And hearing this absurd voice, Parnaoz was willing to bark like a dog, bellow like a cow, cluck like a hen and roar like a lion.
65668.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ოღონდ არაფერი დაშავებოდა ან შემთხვეოდა ამ ვარდისფერ არსებას.
So long as nothing hurt or happened to this pink creature.
65669.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„დაუფიქრებლად, დაუფიქრებლადო!“ - შეუძახებდა ხოლმე ფარნაოზი სულის კუნჭულში შეყუჟულ ეჭვს, როცა უარესად უფორიაქებდა გონებას კვიმატური შეკითხვებით.
"Without hesitation, without hesitation!" - Parnaoz would retort to the doubt lurking in a cranny of his soul when it upset his mind more with malicious questions.
65670.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ერთ დღესაც ეჭვის ღვარძლიანმა ხითხითმა დაუბნელა ფარნაოზს თვალი ისე რომ მწარედ წამოჰკრა ფეხი ქვას.
One day, doubt's vicious sniggering blighted Parnaoz so much he stumbled hard against a stone.
65671.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ხმამაღლა შეჰყვირა, ასკინკილით მიირბინა კედლამდე და დაჯდა.
He yelled out loud, hopped quickly to a wall and sat down.
65672.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ტკივილიც დაედევნა და არ მოეშვა, მიქსეული ქოფაკივით თავზე დაადგა.
The pain pursued him and wouldn't let go, standing over him like an attack dog.
65673.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზი თავფეხიანად გაიოფლა, თითქოს ვიღაცამ ჭუჭყიანი ჭურჭლის ნარეცხი ან ქონიანი წყალი გადმოასხაო.
Parnaoz was drenched in sweat as if someone had poured dirty dish water, or greasy water over him.
65674.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზმა ნატკენი თითი მუჭში მოიმწყვდია.
Parnaoz clutched the painful toe in his fist.
65675.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ხელის თითებს შორის სისხლმა გამოჟონა.
Blood oozed between his fingers.
65676.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზმა შეიგინა და მხოლოდ ამის მერე დაინახა ქუჩის გადაღმა ჭიშკართან მდგარი ქალი.
Parnaoz cursed and only then saw a woman standing by the gate across the street.
65677.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„სადღაც მინახავსო“ - უანგარიშოდ გაიფიქრა ფარნაოზმა.
"I've seen her somewhere" - Parnaoz thought without reflecting.
65678.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მერე შერცხვა, როცა წარმოიდგინა როგორ გამოიყურებოდა, ბალღივით ან მაწანწალასავით, კედელთან ჩაცუცქული, ტკივილისგან დაღრეჯილი.
He was then abashed when he imagined what he looked like, a child, or a tramp, squatting by a wall, grimacing with pain.
65679.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალი იღიმებოდა.
The woman smiled.
65680.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზმა თავს ძალა დაატანა რომ გაეღიმა და წამოდგომა სცადა.
Parnaoz made an effort to smile and tried to get up.