მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65721.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
რადგან სწამდა, რომ ის არსებობდა, რომ გარდაუვალი იყო და არასდროს დაეჭვებულა რომ ამას იმსახურებდა.
Because she believed that it existed, that it was inevitable and had never doubted that she deserved it.
65722.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მისი აზრით, ყოველ არსებას ჰქონდა ერთი ბედნიერი წუთის უფლება, როგორი საშინელიცა ან უმნიშვნელოც არ უნდა ყოფილიყო იგი.
In her opinion, every creature had the right to a moment of happiness, however terrible or insignificant it might be.
65723.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
განა გაუძლებდა ცხოვრებას, თუკი დარწმუნებული არ იქნებოდა, რომ არც მას დაივიწყებდნენ.
Could she have coped with life if she weren't convinced that even she wouldn't be forgotten.
65724.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
სულერთი იყო, სხვები მოუწონებდნენ თუ გაკიცხავდნენ, მხარში ამოუდგებოდნენ თუ აბუჩად აიგდებდნენ.
She didn't care whether others liked or disapproved of her, supported her or spurned her.
65725.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
რა აზრი ჰქონდა, მართლაც, შიშველი იქნებოდა, როგორც სინათლე, თავისი სიშიშვლით ყველაში საზეიმო განწყობას რომ ბადებს, თუ ჯამბაზივით ჭრელ-ჭრელა ძონძებით მორთული.
What was the point, really, of being as naked as light, a nakedness which puts everyone in the mood for jubilation, or of dressing up in garish rags like a clown.
65726.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
რაც მხოლოდ ხალხის გასართობად და გასაცინებლადაა გამიზნული.
Which just aims to entertain people and make them laugh.
65727.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მთელი არსებით გრძნობდა,რომ უფლება ჰქონდა ამ ერთი წუთისა.
She felt with all her being that she was entitled to this one minute.
65728.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
გარდა ამისა, მას ჰქონდა ის, ურომლისოდაც ყველა ქალი მალე უფასურდება და მახინჯდება, რა საქმიანობასაც არ უნდა მისდევდეს იგი.
Apart from that, she had something without which any woman would be worthless and repulsive, whatever career she pursued.
65729.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მას თავისი ვარსკვლავი ჰქონდა, მასავით სულელი პატარა ბიჭის ნაჩუქარი.
She had her own star, given to her by a little boy, as silly as she was.
65730.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მისი გული, იმ ვარსკვლავის ქიმებით დაცული, განუწყვეტლივ ეწვოდა.
Her heart, protected by the points of this star, burned constantly.
65731.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ვინ იფიქრებდა, რომ ფოთლისხელა სინათლე, ფოთოლივით მოცახცახე, ასეთი მძიმე, ასეთი დაულეველი და დაუხარჯველი თუ აღმოჩნდებოდა?
Who would have thought that this leaf-size light, quivering like a leaf, could turn out to be so weighty, so tireless and inexhaustible?
65732.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
პირველად, ერთი პირობა, თითქმის ეშინოდა, რომ ეს ფარღალალა სინათლე, რომელიც შიგნიდან ანათებდა და აჩახჩახებდა მთელ მის არსებას შეიძლება გალეულიყო და გამქრალიყო.
At first she was almost afraid that this exposed light, which lit and fired her whole being from inside might be exhausted and go out.
65733.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
როცა ბავშვობა სიზმარეულ მოგონებად იქცა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, მიხვდა, რომ ვარსკვლავი სულ ასე ექნებოდა გულში ჩაჭედილი.
When childhood became a dream-like memory and everything was called by its real name, she realised that the star would stay fixed in her heart.
65734.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
სანამ პატარა ბიჭი არ დაბრუნდებოდა და უკანვე არ მოითხოვდა, რაც ბავშვობითა და უმეცრებით მიეცა მისთვის.
Until the little boy came and asked her to give back what he had childishly and ignorantly given her.
65735.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
როგორ აფორიაქდებოდა, როგორ აწრიალდებოდა, როგორ მოეკვეთებოდა ხოლმე მუხლები, როცა იმ ბიჭის მოსვლას წარმოიდგენდა.
How distressed she would be, how she would blush, how weak she would be at the knees when she imagined this boy coming.
65736.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
იმ მოღუშული ბიჭისა, ვინც მისთვის ხმელი ჩხირით ძაღლებს სილაზე უხატავდა, ვინც დარიაჩანგის ბაღში ვაშლს უკრეფდა.
This surly boy who drew dogs for her in the sand with a dry stick, who picked apples for her in Dariachangi's garden.
65737.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ვინც ცურვაში ეჯიბრებოდა, ვინც ტიტველ ტანზე მედუზას აგდებდა, მოდუღებული სახამებელივით თონთლოსა და სლიპინას.
Who competed with her in swimming, who threw a jellyfish at her naked body, as flabby and slippery as boiled starch.
65738.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„დამიბრუნე ჩემი ვარსკვლავიო“ - ეუბნებოდა ბიჭი.
"Give me back my star" - the boy would say.
65739.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„ვარსკვლავი? დაგიბრუნო?“ - უპასუხებდა დაბნეული, თავის დაძვრენას შეეცდებოდა.
"The star? Give it back to you?" - she would answer in confusion, trying to wriggle out.
65740.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ახლა ასაკოვანი ქალი იყო, ცხოვრებისგან გამობრძმედილი, რომელსაც ათასი კაცის ხელში გამოეარა.
Now she was a mature woman, tempered by life, who'd been through a thousand men.