მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65761.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„შენ ბიჭი ხარ, შენ გადმოდიო“ - ეძახდა ბიჭს.
"You're a boy, you climb over" - she called to the boy.
65762.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ბიჭი უკანმოუხედავად, თავქუდმოგლეჯილი გარბოდა დამყაყებული ზღვისკენ, დარიაჩანგის ბაღისკენ, რომელიც დიდი ხნის წინათ გამქრალიყო.
The boy was running off without a backward glance, at breakneck speed towards the stagnant sea, to Dariachangi's garden which had long ago vanished.
65763.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
იგი ურჩხულივით პირდაღებულ გამოქვაბულისკენ მირბოდა, რომელსაც მთელი მისი ცხოვრების საგზალი გადაესანსლა.
He was running to the cave like a dragon's open maw which had devoured their whole life's supply of provisions.
65764.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ხმელი პურები და დაშაშხული ღორის ბარკალი.
Dry loaves and a smoked ham.
65765.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ბიჭი მარტო გარბოდა უიმისოდ, მაგრამ უვარსკვლავოდაც.
The boy would run off alone without her, but without the star, too.
65766.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ვარსკვლავი ქალს დარჩენოდა.
The woman was left with the star.
65767.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
დარწმუნებული იყო, რომ უვარსკვლავოდ ვერც ბიჭი გაძლებდა და ადრე თუ გვიან სანახავად მოვიდოდა.
She was sure that the boy couldn't manage without the star and would, sooner or later, come to see her.
65768.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მოაკითხავდა, მაგრამ შეიძლებოდა ვეღარ ეცნო იგი ქალს.
He would come, but possibly she wouldn't recognize him.
65769.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფიქრი ინახავს, რაც ცხოვრებისთვის აღარ არსებობს.
Thought keeps what no longer exists for life.
65770.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ამ ხნის განმავლობაში, ალბათ, ბიჭიც გაიზრდებოდა, შეიცვლებოდა.
During that time, probably, the boy would grow up, change.
65771.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
იმ მამაკაცებს დაემსგავსებოდა, რომლებიც განუწყვეტლივ სტუმრობდნენ ქალის ოთახს.
He would resemble the men who constantly visited the woman's room.
65772.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ ქალი მაინც იცდიდა და იმედს არ კარგავდა: და აი, მართალი იყო!
But the woman still waited and didn't lose hope: lo and behold, she was right!
65773.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მან ახლა უშეცდომოდ იცოდა, ვინ იჯდა მის ოთახში.
She now knew for certain who was sitting in her room.
65774.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ბედნიერების ერთი წუთი, რომელსაც ქალი ამდენი ხანი ელოდებოდა, სინამდვილეში იმდენად ხანგრძლივი და აუტანელი აღმოჩნდა, რომ მან აღარ იცოდა რა ექნა.
The one minute of happiness which the woman had waited for so long, turned out to be so protracted and unbearable that she did not know what to do.
65775.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
როგორ გაეყვანა ან რითი ამოევსო ეს სულის შემხუთავი დრო.
How to draw it out or to fill this soul-stifling time.
65776.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„რატომ არ მიდის?“ - ფიქრობდა შეშფოთებული.
"Why doesn't he go?" - she thought distraught.
65777.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ კაცისთვისაც მხოლოდ მეძავი იყო.
It didn't enter her mind that she was just a whore to this man.
65778.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
და თუ მას სურვილი და საკმარისი ფული ექნებოდა, უსიტყვოდ უნდა შეესრულებინა მისი სურვილი.
And if he had the desire and enough money, she would have to satisfy his desire without a word of protest.
65779.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
სინამდვილე ეს იყო.
That was the reality.
65780.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
დანარჩენი თავქარიან ოცნებას მოეჩმახა.
The rest was the fantasy of a frivolous mind.