მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65781.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალიც გაესულელებინა და დაერწმუნებინა, რომ ნაჩუქარი ვარსკვლავი მის გულში იყო.
It make a fool of the woman and convince her that the star she was given was in her heart.
65782.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
კი მაგრამ, ამ კაცს რაღას ერჩოდნენ, ამ კაცს რატომღა თვლიდნენ სულელად, რატომ უნდა ხსომებოდა გაჩუქებული ვარსკვლავი?
Yes, but why did they single out that man, why did they think him a fool, why should he remember a star he had given away?
65783.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალს გაეცინა.
The woman laughed.
65784.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზმა ისე შეხედა, თითქოს უწინ არასდროს ენახა.
Parnaoz looked at her as if he hadn't seen her before.
65785.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზი ღვარძლიანად იღიმოდა, დოინჯშემოყრილი.
Parnaoz was smiling ironically, her arms akimbo.
65786.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„გინდა, ჯოხსაც გათხოვებ?“ - თქვა მან, კუთხისკენ თავი გაიქნია.
"Would you like me to lend you a stick?" - she said, pointing to a corner with her head.
65787.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზმა უცებ შეამჩნია მრგვალთავიანი ჯოხი: გველივით ასვეტილიყო კუთხეში და ბზინავდა, თითქოს კუპრში ამოევლოთ.
Parnaoz suddenly noticed a round-headed stick: it reared up in the corner like a snake and shone, as if dipped in pitch.
65788.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
თითქოს ოდნავ ირხეოდა კიდეც.
It even seemed to sway a little.
65789.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მთელი ოთახი აყირავებული ჩანდა და ბურანში მყოფის სიმშვიდითა და ნეტარებით გაიფიქრა, „თავზე დავამტვრევ ამ ჯოხსაო“.
The whole room seemed to be turning upside down and he thought with the calmness and contentment of the dazed, "I'll smash that stick over her head".
65790.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალი გამომწვევად, სხაპასხუპით ლაპარაკობდა, სიტყვებს ყლაპავდა, მაგრამ მიზანს მაინც აღწევდა.
The woman was talking in a provocative gabble, swallowing her words, but still achieving her aim.
65791.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზს ფერი ეკარგებოდა, ყბა უცახცახებდა და ზიზღითა და სიძულვილით მახინჯდებოდა, თითქოს ვიღაც, უხილავი, ტალახით უთხუპნიდა სახეს.
Parnaoz turned pale, his jaw began to quiver, distorted with loathing and hatred, as if someone invisible had slapped mud in his face.
65792.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მან უცებ გამონახა თავდაცვის საშუალებები: იგრძნო, რომ მრგვალთავიანი ჯოხის დანახვამ განარისხა მისი სტუმარი.
She had suddenly found a means of self-defence: she sensed that the sight of the round-headed stick had infuriated her visitor.
65793.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
თავს შეაზიზღებდა, ათასნაირ სიბინძურეს მოიგონებდა, რათა მალე წასულიყო იგი აქედან, ისეთივე სუფთა, ნათელი და მიუღწეველი, როგორიც იყო, როცა შემოვიდა.
She made herself loathsome, devised countless foul things to say to make him leave sooner, as pure, unsullied and inaccessible as he was when he came in.
65794.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ჩაიდებდა ჯოხს მუხლებს შორის, ზედ ხელებს დააწყობდა და ხელებზე ნიკაპით დაეყრდნობოდა, უყურებდა, ათვალიერებდა.
She put the stick between her legs, laid her hands over it and propped her chin on hands, watching, inspecting him.
65795.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
როცა ლაპარაკობდა, იცინოდა უსიამოდ, ბრაზიანად, ნაძალადევად, თითქოს სწყინდა მისი ხუმრობა შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო.
As she spoke, she laughed nastily, angrily, falsely, as if offended that her joke had been ignored.
65796.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
უსიამო, ბრაზიანი და ნაძალადევი სიცილით უკან აბრუნებდა მსმენელის აზრებს.
The nasty, angry and false laughter bring the listener back to his senses.
65797.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„ეს ჩემი საქმე არააო“  - ფიქრობდა ფარნაოზი.
"It's no business of mine," thought Parnaoz.
65798.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
სრულიად კარგად იცოდა, რომ თავს იტყუებდა რათა ეს წყეული ჯოხი არ დაემტვრია თავზე ამ ქალისთვის.
He knew full well that he was deceiving himself to stop himself smashing the stick over the head of a woman.
65799.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მას შეიძლება ეფიქრა, მისი საქმე არ იყო.
He may have thought it was no business of his.
65800.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ არასოდეს ეგრძნო ასე მძაფრად და მტკივნეულად აქამდე, რომ ამ ქალის ბედი და ავანჩავანი იყო მისი საქმე.
But he had never felt so acutely and painfully before that this woman's fate and misfortunes were his business.