მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65741.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ ამ ციცქნა მოღუშული ბიჭის წინ ისევ ბავშვად იქცა, ისევ ისეთი სულელი, გულუბრყვილო და სუფთა, როგორიც იყო ხოლმე.
But, confronted by this tiny surly boy, she became a child again, as silly, naïve and pure as she used to be.
65742.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„განა მაგიტომ გაჩუქე?“- საყვედურობდა ბიჭი, ხელიც გამოეშვირა.
"Is that why I gave it to you?" - the boy would reproach her, sticking out his hand.
65743.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ირა. თითქოს ასე ადვილი იყო ვარსკვლავის ამოგლჯა, რომელიც სამუდამოდ გულში ჩაჭედილიყო.
As if it were that easy to grab a star which was forever fixed in her heart.
65744.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„მაგრამ ხომ მაჩუქე!“ - ბოლო წუთამდე იბრძოდა ქალი ვარსკვლავის შესანარჩუნებლად.
"But you gave it to me!" - she would fight to the last moment to keep the star.
65745.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ბიჭი ჯიუტი იყო და უკმეხად პასუხობდა, „მაგ მიზეზით არ მიჩუქნიაო“.
The boy would be stubborn and respond roughly, "I didn't give it to you for that reason".
65746.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალი კი ბედნიერი იყო, უსაზღვროდ, გიჟურად ბედნიერი, მხოლოდ იმიტომ, ბიჭს ისევ რომ ხედავდა, ისევ რომ ესმოდა მისი ხმა.
The woman was happy, boundlessly, madly happy just to see the boy again, to hear his voice.
65747.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მომთხოვნი და ბრაზიანი, წკეპლასავით მწარე და დაუნდობელი.
Demanding and angry, as hurtful and pitiless as a cane.
65748.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ბიჭის ხმა ქალს იმ წკეპლას ახსენებდა, რომელიც თავის დროზე ბიჭს არ გადაეკრა მისთვის.
The boy's voice reminded her of the stick which the boy had refused to hit her with at the time.
65749.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ტკივილი აფხიზლებდა, გონებას უხსნიდა, აჭკვიანებდა და აეშმაკებდა კიდეც.
Pain sobered her, cleared her mind, made her clever and cunning, too.
65750.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„შენი ბრალია, რატომ არ გადამკარი წკეპლა?“ - ბრალს სდებდა გახარებული ქალი, ასე მოულოდნელად რომ ეპოვნა თავის გასამართლებელი მიზეზი.
"It's your fault, why didn't you hit me with the stick?" - she blamed him in her joy at finding so unexpectedly a reason to justify herself.
65751.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„რატომ არ გადამკარი, რატომ?!“
"Why didn't you hit me, why?!"
65752.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„ახლა არც მე დაგიბრუნებ ვარსკვლავს, ასე ბარი-ბარში ვიქნებით“ - ეუბნებოდა ნირწამხდარ ბიჭს.
"Now I'm not going to give you back the star, so we're quits" - she would say to the downcast boy.
65753.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ბიჭს გაუკვირდებოდა და გამომეტყველება შეეცვლებოდა, ვერ იფიქრებდა თუ ეხსომებოდა ქალს ყველაფერი.
The boy would be amazed and his expression would change, he hadn't thought the woman would remember everything.
65754.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
„ბარი-ბარში, ბარი-ბარში, ბარი-ბარშიო“, - იძახდა გახარებული ქალი და სახტად დარჩენილი ბიჭის წინ ბზრიალებდა.
"Quits, quits, quits" - the woman would cry in joy and spin in front of the flabbergasted boy.
65755.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
რამდენადაც ბზრიალებდა, წლები სცვიოდა.
As she spun, the years would fall away.
65756.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
თანდათან თვითონაც ილეოდა, მუდამ პატარავდებოდა და უფრო შიშვლდებოდა სანამ იმ ბიჭისხელა არ გახდებოდა.
Gradually, she herself waned, ever smaller and more naked until she became the same size as the boy.
65757.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
განვლილი წლები კი ჩაფუშული ქვედაკაბებივით ეყარა ფეხებთან.
The passed years lay at her feet like dropped petticoats.
65758.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მას მხოლოდ უნდა გადმოებიჯებინა მათზე, რომ ის და ბიჭი ისევ გაქცეულიყვნენ ხელიხელჩაკიდებულნი ზღვისკენ ან დარიაჩანგის ბაღისკენ, ანდა გამოქვაბულისკენ.
She had only to step over them for her and the boy to run again, arm in arm, to the sea-shore or to Dariachangi's garden, or to the cave.
65759.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ სწორედ კაბებზე გადმობიჯება იყო ძნელი და შეუძლებელი.
But stepping over the petticoats was difficult and impossible.
65760.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალი წუხდა, თვალებს აცეცებდა, მაგრამ მის ქალურ გონებასაც კი არ შეეძლო განვლილი წლების გადამლახველი გზის მოგონება.
The woman was distressed, she rubbed her eyes, but even her woman's mind could not devise a way of crossing over the past years.