მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65821.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალის მხრებმა ცახცახი დაიწყო.
The woman's shoulder began to tremble.
65822.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზი მივიდა მასთან და თავზე ხელი გადაუსვა.
Parnaoz went up to her and put his hand on her head.
65823.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ყელში ლოდი გაჩხეროდა, არასოდეს არ ყოფილა ასე უბედური.
He had a lump in his throat, he had never been so unhappy.
65824.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
უნდოდა, ამ ქალის სახელი ეთქვა, ეყვირა და ეღრიალა მთელი ქვეყნის გასაგონად.
He wanted to speak her name, shout and roar it for the whole world to hear.
65825.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ ვერ გაებედა, რცხვენოდა და ეშინოდა აქ არ ეპოვათ.
But he didn't dare, he was ashamed and afraid of being discovered here.
65826.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მზად იყო ჯოჯოდ ქცეულიყო, ობობად და სამუდამოდ შემძვრალიყო კედლის ბზარში.
He was ready to be turned into a lizard, a spider and to crawl for ever into a crack in the wall.
65827.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
თავზარდაცემული იყო იმის ფიქრით, მხარზე ტომარაგადაკიდებული კუსა ეზოში რომ იდგა და ხეხილს ათვალიერებდა.
He was horrified by the thought of Popeye with his sack over his shoulder, standing in the courtyard and looking at the fruit tree.
65828.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
თითქოს ამისთვის მოსულიყო, თითქოს არ იცოდა, ვინ იყო იქ, ვინ ცახცახებდა კურდღელივით ურდულგაგდებულ კარს უკან.
As if that was why he had come, as if he didn't know who was there, who was trembling like a hare behind the bolted door.
65829.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ფარნაოზი ნამდვილი კაცი თუ იქნებოდა, ქალს კარის დაკეტვას დაუშლიდა, ეტყოდა, უბრძანებდა ტირილი შეეწყვიტა.
If Parnaoz had been a real man, he would have stopped the woman bolting the door, he would have told her, ordered her to stop crying.
65830.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
კუსას მაინც ვერ დაენახვებოდა, ვერც სიტყვას ეტყოდა, ისევ აქ ერჩია სიკვდილი, მეძავის ოთახში.
He couldn't be seen by Popeye, he couldn't say a word to him, he would rather die here in a whore's bedroom.
65831.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ქალმაც შეატყო და მისი გულისთვის გადაკეტა კარი, დაზოგა, საფრთხისგან დაიცვა.
The woman had noticed and had bolted the door for his sake, had spared him, protected him from danger.
65832.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
დრო კი იწელებოდა, მიიზლაზნებოდა, წამი საუკუნედ ქცეულიყო.
Time dragged on, ever more sluggishly, so that a second seemed to last a century.
65833.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მათ კი განძრევისაც ეშინოდათ, თითქოს აღარც განძრევის უფლება ჰქონდათ.
They were too afraid even to move, as if they no longer had the right to do so.
65834.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
თითქოს სულ ასე უნდა მდგარიყვნენ, რადგან ბედსა და ბედისწერას ამჯერად ასეთი სასჯელი მოეგონებინა მათთვის.
It seemed they would have to stand there like that, because fate and destiny had now devised this as their punishment.
65835.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
კარს იქით კუსა იდგა.
Popeye was standing on the other side of the door.
65836.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
იცდიდა, როდის უმტყუნებდათ ნებისყოფა ამ ოთახში გამომწყვდეულებს.
He was waiting for when the will power of the prisoners in that room to fail.
65837.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
ისინიც ისეთივე ხარბი, ბილწი და უსირცხვილო არსებები რომ იყვნენ, როგორც კუსა, როგორც ყველანი.
They were just as lustful, depraved and shameless as Popeye was, as everyone was.
65838.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მაგრამ ყველანი იმით ჯობნიდნენ მათ, რომ არ თვალთმაქცობდნენ.
But that others were better than them, that they weren't hypocrites.
65839.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
აშკარად იხვეჭდნენ რაც უნდოდათ, აშკარად ისრულებდნენ თავიანთ სურვილებს, სირცხვილის გარეშე.
He took what they wanted openly, satisfied their desires openly, without shame.
65840.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VI
მათ ახლა არც თავის მართლების უფლება ჰქონდათ და არც კი იცოდნენ, ვის წინაშე.
They were no longer entitled to justify themselves, and they didn't even know to whom.