მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65901.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თითქოს ეს სადად თმადავარცხნილი ქალი მისი ცოლი კი არა, სტუმარი იყო, რომელსაც სტუმრობა გაგრძელებოდა.
As if this woman with her hair combed down was not his wife, but a guest who was overstaying her welcome.
65902.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მასპინძელი ძველებურად უშლიდა სუფრასა და ლოგინს, რადგან მასპინძლობა ავალდებულებდა, სტუმრისთვის პატივი ეცა.
The host kept on laying the dinner table and making the bed, because hospitality obliged him to.
65903.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„არ უნდა დავბრუნებულიყავიო“, - ფიქრობდა ფარნაოზი.
"I shouldn't have come home", - Parnaoz thought.
65904.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მოტყუებით ჩამოეყვანათ აქ, სამშობლოში, მამისეულ სახლში.
He felt as if he had been brought here, to his motherland, to his father's house, under false pretences.
65905.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ასეთი გრძნობა კი იმიტომ ჰქონდა, ჩამოსვლამდე სხვანაირად რომ ფიქრობდა, სხვანაირად ეგონა.
The reason he felt like this was that he used to think and see things differently before he came back.
65906.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
და უფლებაც რომ არ მიეცათ, მაინც ვეღარ გაჩერდებოდა.
If he hadn't been allowed to, he couldn't have stayed away.
65907.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ხომალს მოიტაცებდა, მეკობრეებს შეუამხანაგდებოდა, ანდა უხომალდოდ, უამხანაგოდ გადმოცურავდა ზღვებს.
He'd have stolen a boat, made friends with pirates, or would have crossed the sea with neither boat nor friends.
65908.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იქ, უცხოეთში, ყველაფერი სხვანაირად ჩანდა.
Everything seemed different abroad.
65909.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იქ ერთი წამითაც არ დაეჭვებულა, ინო რომ ელოდებოდა.
There he never doubted that Ino was waiting for him.
65910.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ის კი არა, იმასაც ფიქრობდა, ნავსადგურში დამხვდებაო, ყველას თვალწინ კისერზე ჩამომეკიდება და ბოლო მოეღება ჩვენს ტანჯვა-წამებასო.
He even thought she would meet him at the port, put her arms round him in front of everybody and announce an end to their sufferings and torments.
65911.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იმას კი აღარ დაგიდევდათ, ინოს საიდან უნდა შეეტყო ზუსტად მისი ჩამოსვლის დღე და საათი.
He never enquired how Ino might find out the exact day and hour of his return.
65912.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ან იქნებ ეს ათი წელიწადი ფეხმოუცვლელად უნდა მდგარიყო ნავსადგურში?!
Or was she supposed to spend ten years standing all the time in the port?!
65913.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ხო, ასე უნდოდა ფარნაოზს, ასეთი ნატვრა ჰქონდა.
Well, that was what Parnaoz wanted and longed for.
65914.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იმდენად შორს იყო სამშობლოდან, კარგის მეტი არაფერი ახსოვდა.
He was so far from the motherland that he only remembered the good things.
65915.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ახლა კი, მართლაც უცხოელი მეზღვაურივით იჯდა საკუთარ სახლში.
Now, he was sitting here in his own house, like a genuinely foreign sailor.
65916.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
გრძნობდა, ყოველთვის ასე იქნებოდა, არასდროს გაუქრებოდა გაუცხოების გრძნობა, თუმცა ირგვლივ ყველანი ახლობლები იყვნენ.
He felt that it would always be like this, he would never lose this feeling of alienation, even though he was surrounded by his kinsfolk.
65917.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იატაკზე კი მისი სისხლი და ხორცი დაღოღავდა.
His own flesh and blood was crawling on the floor.
65918.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ყველასა და ყველაფერს ეპოტინებოდა, რათა წამომდგარიყო და ადამიანს დამსგავსებოდა.
He was grabbing anybody and anything in his attempts to stand up and be like a human being.
65919.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზი შვილს უყურებდა და გული სტკიოდა, თითქოს საკუთარ ოჯახში მძევლად დაეტოვებია იგი.
Parnaoz found it heart-rending to watch his son, to leave him as a hostage in his own family.
65920.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თუ ბედისწერისგან თავსმოხვეულ პირობას დაარღვევდა, უპირველეს ყოვლისა ამ ვარდისფერ არსებას გაწირავდა.
If he broke the conditions imposed on him by fate, he would first of all be sacrificing this pink creature.