მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65921.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზს ისიც ეგონა, თითქოს ქალები, რომელთა ხელშიც ტრიალებდა პატარა უხეირო, მისი ჯიბრით, მის დასათრგუნავად, მკაცრად და უხეშად ექცეოდნენ ბავშვს.
Parnaoz also suspected that the women who handled little Ukheiro were spiting and humiliating him by treating the baby harshly and roughly.
65922.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
განგებ აჭმევდნენ ისე, ლუკმა სასულეში რომ გადასცდენოდა.
They were deliberately feeding him until he choked.
65923.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იმის ნაცვლად, წიოკობა აეტეხათ, მთელი ქვეყანა შეეძრათ, იცინოდნენ, ბეჭებში უპარტყუნებდნენ და დასძახოდნენ, ფუი, შე უნდილოო.
Instead of making a fuss, panicking everyone, they were laughing, clapping the boy on the shoulder-blades and telling him, "Ugh, you useless child".
65924.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მერე ფარნაოზსაც გამოხედავდნენ დამცინავი ღიმილით, ვითომ, არც ახლა გჯერა, ჩვენს ხელში რომაა შენი სულიო.
Then they'd look round with a mocking smile at Parnaoz, as if to say, "Do you still doubt we're in charge of your soul?"
65925.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ერთხელ კიდევ წაუთაქებდნენ ძლივს გამობრუნებულ ბავშვს: არ გრცხვენია, ნახე როგორ შეაშინე მამაო.
Then they'd give the baby another slap as soon as he had recovered, "You should be ashamed of yourself, look how you've frightened your father".
65926.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზს მართლა ეშინოდა, სანამ სუნთქვაშეკრული ბავშვის ხმას ისევ გაიგონებდა.
Parnaoz really was frightened, until he heard his son get his breath and voice back.
65927.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
სისხლი გაეყინებოდა ხოლმე და თვითონაც ეხშობოდა სასუნთქავი.
His blood curdled; he too held his breath.
65928.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ქალები კი, ვითომც აქ არაფერიო, ფაფითა და გახეხილი ვაშლით გასისინებულსა და პირმოთხუპნულ უხეიროს ლეკვივით გადაიგდებდნენ კალთიდან.
But the women casually threw the baby like a puppy from lap to lap, once he was bloated, and his face smeared with porridge and minced apple.
65929.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისევ იცინოდნენ, იატაკზე თუ გაიშხლართებოდა და შუბლს დაჰკრავდა ფილაქანს.
They just laughed if he fell sprawling to the floor or hit his forehead on a paving slab.
65930.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ხოლო ფარნაოზი გიჟივით რომ წამოვარდებოდა, ახლა იმას შეუყვირებდნენ, იმასაც ბავშვივით გამოაპანღურებდნენ.
When Parnaoz rushed forth like a madman, they yelled at him, kicking out like children.
65931.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რა იყო, რამ დაგაფეთა, თუ არ წაიქცა, როგორ გაიზრდებაო.
"What's wrong with you, why the panic? If he doesn't fall over, how can he grow up?"
65932.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზს შუბუსაგან ჰქონდა გაგებული, "ბავშვის ნაწლავი ღობეზე რომ გადაჰკიდო, მაინც იფეთქებსო".
Shubu once told Parnaoz, "If you hang a child's guts on the fence, it will still shoot up".
65933.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამის იმედითღა ათენ-აღამებდა.
Day and night he hoped that was true.
65934.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
პატარა უხეირო, ყველა მისი ტოლი ბავშვივით, უმწეოც იყო და სულელიც, მაგრამ არც უმწეობას განიცდიდა და არც სულელობას.
Little Ukheiro was like any child his age, weak and silly, but unaware of either his weakness or silliness.
65935.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ერთი წუთის წინათ მდუღარე ცრემლით ატირებული, უცებ უაზრო ტიტინს მოჰყვებოდა.
One minute he wept bitter tears, the next talked absolute drivel.
65936.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისე ელოლიავებოდა ყველასა და ყველაფერს, თითქოს მათგან, ან მათი მიზეზით არაფერი სტკენოდა.
He cuddle up to everybody and everything, even if they had just hurt him, directly or not.
65937.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ის ცხოვრებას სწავლობდა.
He was learning about life.
65938.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
გუნება-განწყობილების სწრაფი, განუწყვეტელი მონაცვლეობა ეხმარებოდა, ასევე მონაცვლეობით, თანაბრად და თანდათანობით შეეთვისებინა ცხოვრების სიტკბო და სიმწარე.
These rapid, constant changes of mood helped him to adapt to life's equally changeable sweetness and bitterness.
65939.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
სითბო და სიცივე, სინაზე და სიუხეშე, რომელთა არსებობაზეც იყო დამოკიდებული მისი მომავალი სიცოცხლე.
Warmth and cold, softness and roughness, on which his future depended.
65940.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იატაკი, რომელზედაც შუბლს იჩეჩქვავდა, ახლავე რომ შეძულებოდა, ვეღარასოდეს გაივლიდა ზედ.
If he came to hate the floor he banged his forehead on, he would never be able to walk on it.