მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65941.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მას კი უნდა გაევლო, თავი აეწია და ცაც დაენახა, ოთხზე დამდგარს ქეჩოზე რომ უხიცინებდა მსუბუქი და ნაზი თითებით.
But he would have to walk on the floor, his head held high to see the sky, whose light soft fingers gently stroked his neck while he crawled on all fours.
65942.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამიტომ ტკივილიც უნდა აეტანა და უნდა შეჰგუებოდა კიდეც.
So he had to endure pain and learn to accept it.
65943.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
პატარა უხეიროც ასე იქცეოდა, ასე კარნახობდა ბუნება.
Little Ukheiro lived as nature dictated.
65944.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ეს აუცილებელი ტკივილი იყო, ცოდნის მომმატებელი, სიცოცხლისთვის საჭირო ცოდნისა.
Pain was essential, it gave him knowledge needed for life.
65945.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თუმცა ხანდახან, ყოვლად გაუთვალისწინებელი, ყოვლად უსარგებლო და ამიტომაც განსაკუთრებულად გულდასაწყვეტი ტკივილის ატანაც უხდებოდა პატარა უხეიროს.
But now and again little Ukheiro had to put up with wholly unforeseen, useless pain, therefore all the more heartbreaking.
65946.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისე მოულოდნელად აითვალწუნებდა ხოლმე დედა.
His mother would suddenly pick on him.
65947.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისე მწარედ უჩქმეტდა, ან ისე დაუდევრად ჩათხრიდა პირში კოვზს.
She would pinch him so hard, or dig a spoon mercilessly into his mouth.
65948.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
და ისე უყვირებდა, "ყველანი ერთნაირები ხართო", ტკივილისა და გაოცებისაგან აღარ იცოდა რა ექნა, თუმცა ტირილის მეტი მაინც არაფერი შეეძლო.
And she would shout, "You're all the same!", he was taken aback by pain and surprise, but could only burst into tears.
65949.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მას არც ის ესმოდა, რას ეუბნებოდა დედა, მაგრამ ხვდებოდა, ეს ჩვეულებრივი, საალერსო ანდა დასაძინებელი სიტყვები არ იყო.
He didn't even understand what his mother was saying, but understood that they were not words of affection and not a lullaby.
65950.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
დედამისი ასეთი ხმით არასოდეს არ იტყოდა: "წადი, ტურავ, დაიკარგე აქედანო".
His mother would never use that tone to say: "Clear off, you jackal, get lost!"
65951.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
პატარა უხეიროს არც იმ სიტყვების აზრი ესმოდა, არ იცოდა ვინ იყო, ან რატომ აგდებდნენ ტურას.
Not that those words made sense to little Ukheiro: he didn't know what a jackal was or why it was disliked.
65952.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ ამას რომ ამბობდა, დედამისს ისე უჟუჟუნებდა თვალები.
But when his mother said this, her eyes became so loving.
65953.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
არტახიდან ხელის ამოძრობაც ავიწყდებოდა და აკვნის თავზე აკონწიალებული საჩხრიალოც.
He forgot to free his hand from the swaddling clothes and to shake the rattle fixed to the head of the cradle.
65954.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ნეტარებით, ბედნიერებითა და სიამაყით ეღიმებოდა გაძევებული ტურის წარმოდგენაზე და ასე გაღიმებული იძინებდა კიდეც.
He smiled happily and proudly as he imagined the jackal being chased away, and went to sleep with that smile.
65955.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
დედის მოულოდნელი შემოწყრომა თავგზას უბნევდა.
His mother's sudden bursts of anger upset him.
65956.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ეს ისეთი უბედურება იყო, მისი არსება ვერ გასწვდებოდა, დიდხანს ვერ გაუძლებდა.
They were such a misfortune, that he couldn't take them in or stand them for long.
65957.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
უნებურად ისიც მშველელს ეძებდა, მშველელს კი არა, ნუგეშისმცემელსა და შემაქცევარს.
He couldn't help looking for someone to rescue him, or rather comfort and distract him.
65958.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ასეთად კი მამა ეგულებოდა, დაბარებულივით ყოველთვის დროულად რომ გამოჩნდებოდა ხოლმე.
His father served this purpose, always turning up in time as if summoned.
65959.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
გულში იხუტებდა და ცრემლიან ლოყებს ულოკავდა.
He cuddle him and lick his tear-stained cheeks.
65960.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისიც მაშინვე სიცილისა და ცუღლუტობის გუნებაზე დგებოდა, თვითონაც ცდილობდა აელოკა მამის ლოყები.
Then his mood changed to one of laughter and play; he tried to lick his father's cheeks.