მოიძებნა 668048 ჩანაწერი
65981.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზი წვალობდა, უძალიანდებოდა ამ მარადიულსა და ღვთაებრივ ძალას.
Parnaoz was in torment, resisting this eternal, divine force.
65982.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ საბოლოოდ მაინც მიდიოდა მასთან, ტანჯვითა და რაღაც არაადამიანური ნეტარებით აღგზნებული, როგორც მწყურვალი წყაროსთან.
But in the end went to her, like a thirsty man to a spring, inflamed by his suffering and by an inhuman ecstasy.
65983.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მიდიოდა, რადგან არ შეეძლო, არ მისულიყო.
He went because he could not do otherwise.
65984.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
არსებობდა თავის დაღწევის ერთადერთი გზა: ფარნაოზი საერთოდ უნდა გაქცეულიყო ამ ოთახიდან, ამ ოთახიდან კი არა, ამ სახლიდან.
There was only one escape: Parnaoz should have fled the room, the house, in fact.
65985.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
და სამუდამოდ მიეტოვებინა ყველა და ყველაფერი: მამის საფლავიცა და შვილის აკვანიც.
And he should have abandoned everyone and everything forever: his father's grave and his son's cradle.
65986.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მსხვერპლი დიდი იყო, თავზარდამცემად დიდი და ის მხოლოდ იმიტომ უნდა გაეღო ფარნაოზს, ცოლი რომ არ უყვარდა.
It was a big sacrifice, horrifyingly big; the only reason to make it was that Parnaoz didn't love his wife.
65987.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
უფრო სწორად, სხვა რომ უყვარდა და ყოველთვის ის სხვა ეყვარებოდა.
Rather, he loved someone else and would always do so.
65988.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
გინდაც ათი სიცოცხლე ეცხოვრა, გინდაც ფეხით დაეკიდათ, გულ-მუცელი ამოეცლიათ, ცოცხლად დაემარხათ, მდუღარე კუპრი ჩაესხათ ხახაში.
Even if he lived ten lifetimes, even if he was hanged by the feet, disembowelled, buried alive, plunged into boiling pitch.
65989.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ის სხვა რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არც დაფიქრდებოდა, უყვარდა თუ არა ცოლი.
But for that other person, he might not have even wondered if he loved his wife or not.
65990.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
სხვა კაცებივით ისიც, ალბათ მხოლოდ მაშინ აუბუზღუნდებოდა ცოლს, სადილს თუ დაუგვიანებდა, ფეხსაბანი წყლის შენელება თუ დაავიწყდებოდა.
Like other men, he would probably have grumbled to his wife only if his dinner was late or she'd forgotten to cool the water to wash his feet.
65991.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ანდა მეზობელთან მარილის სასესხებლად გადასული, საღამომდე შერჩებოდა ჭორაობასა და მასლაათს.
Or had she gone to borrow salt from a neighbour and stayed there gossiping and chatting until evening.
65992.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თინას არაფერი დაუშავებია, არც ძალით შემოვარდნია სახლში, თვითონ დაუძახა, თვითონ შემოიყვანა.
Tina had done nothing wrong, she hadn't forced her way into the house: he had invited her, brought her in.
65993.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
სხვანაირად ფიქრობდა მაშინ და სულერთი იყო, ვის მოიყვანდა, ვის დაისვამდა ცოლად.
He thought differently then and didn't care whom he brought in, whom he married.
65994.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაშინ ფარნაოზი თავშესაფარს ეძებდა, დასამალ ადგილს, ინოსგან დასამალ ადგილს.
Then Parnaoz was looking for a refuge, a hiding place, somewhere to hide from Ino.
65995.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
არ უნდოდა დაეჯერებინა, არსად რომ არ არსებობდა ასეთი ადგილი. არც სააქაოს და არც საიქიოს.
He refused to believe that no such place existed, in this world or the next.
65996.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თინა უდანაშაულოდ იღუპებოდა.
Tina was doomed, but innocent.
65997.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თინა მისი ცხოვრების ფარღალალა ქოხში შემთხვევით შემოფრენილი ჩიტი იყო.
Tina was a bird that had chanced to fly into the rickety hovel of his life.
65998.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
და იმის ნაცვლად, უკანვე გაეფრინა, გზა ესწავლებინა, საკენკი დაუყარა, ცეცხლთან გაათბო და შეიჩვია.
And, instead of letting her fly out again, or showing her how, he had thrown her food to peck at, warmed her by the fire and got her used to him.
65999.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თინა პატივისცემას იმსახურებდა მხოლოდ, რადგან ყველაფერს ხვდებოდა.
Tina deserved nothing but respect, for she understood everything.
66000.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაინც ითმენდა, ისევ მისი გულისთვის, მისი ფარღალალა ქოხის გულისთვის, მართლა ოჯახისთვის რომ დაემსგავსებინა ქალისა და ბავშვის სურნელს.
She still put up with it, for his sake and for the sake of his rickety hovel, in order to give the family a semblance of the smell of a wife and baby.