მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66001.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზს კი აღარ მოსწონდა, მოსწონდა კი არა, აღიზიანებდა, ვერ იშნოვებდა, ვერ ეგუებოდა სიმყუდროვესა და პატივს.
She now displeased, in fact irritated Parnaoz, he rejected comfort and respect.
66002.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რადგან სიმყუდროვე და პატივი არც იმას ჰქონდა, იმას, ერთადერთს, ყველასაგან განწირულს, დაღუპულსა და დამღუპველს.
Because he had neither comfort nor respect for her, who was alone, abandoned by everyone, perishing and causing him to perish.
66003.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზს თინას მოთმინებაც აღიზიანებდა, ხელ-ფეხს უკრავდა, ანამუსებდა, თავსაც აძულებდა და თინასაც.
Tina's patience most irritated Parnaoz: it shackled and inhibited him, made him hate himself and her.
66004.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ერჩივნა, თინას ეყვირა, ეჩხუბა, მეზობლები შეეყარა, ქმარი შინიდან გამოეგდო.
He would rather Tina shouted at him, quarrelled with him, called in the neighbours, threw him out of the house.
66005.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ ასე რომ მოქცეულიყო, მაშინ თინა არ იქნებოდა.
But if she had acted like that, she wouldn't have been Tina.
66006.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაშინ ფარნაოზსაც გაუადვილდებოდა მასთან ურთიერთობაცა და ლაპარაკიც.
And it would have been easier for Parnaoz to relate to her and speak to her.
66007.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თინას სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო, მოთმინება მისი სიძლიერეც იყო და სისუსტეც, რადგან სხვა არაფერი იცოდა.
Tina could behave in no other way, patience was her strength and her weakness, it was all she knew.
66008.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ორივე ხელით ეპოტინებოდა ამ ყოვლის მომრევსა და დამაქცევარ ძალას; იტანჯებოდა და სხვასაც სტანჯავდა.
She clung with both hands to this all-conquering and all-defeating force; she was suffering and making someone else suffer.
66009.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ თინა მაინც არ იყო ფარნაოზისთვის მთავარი დაბრკოლება.
But Tina wasn't Parnaoz's main obstacle.
66010.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან ისინიც გააგებინებდნენ ერთმანეთს, უაზრობა რომ იყო მათი ერთად ყოფნა.
In the end, sooner or later, they would have made one another see that staying together was absurd.
66011.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
სისულელე, სიმახინჯე და სილაჩრე იყო, რაკი ერთმანეთი არ უყვარდათ.
It was stupid, nasty and cowardly, as they didn't love each other.
66012.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ თინა მისი შვილის დედაც იყო, პატარა უხეიროსი, და ის მარტო შვილი კი არ იყო ფარნაოზისთვის, არამედ უკანასკნელი იმედიც.
But Tina was the mother of a child, of little Ukheiro, and he was not just a child, but Parnaoz's last hope.
66013.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მისი უდარდელი ღაღანი რომ ესმოდა, საცოდაობით გული ემდუღრებოდა, გუნებაში უჩოქებდა, გაჩენისთვის პატიებას სთხოვდა.
When he heard his carefree cackling, his heart was rent with ardent pity, he mentally knelt down to ask forgiveness for begetting him.
66014.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რადგან დარწმუნებული იყო, თვითონ ვერ შეძლებდა იმას, რაც მამამისმა შეძლო.
Because he was sure that he could not do what his father had achieved.
66015.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ვერ დაუმალავდა შვილს, მონად რომ იყო დაბადებული.
He couldn't hide from his son that he was born a slave.
66016.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მონობაში აღმოხდებოდა სულიც, თუკი მამა-პაპის მსგავსად განგებ დაყრუვდებოდა, განგებ გამოლენჩდებოდა და სამშობლოს ღალატს სამშობლოსათვის თავდადებად ჩათვლიდა.
He would die a slave if he were as deliberately deaf and obtuse as his father and grandfather were in mistaking treachery to the motherland for self-sacrifice.
66017.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
პატარა უხეიროს სხვა გზა უნდა გამოენახა.
Little Ukheiro had to find a different path.
66018.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თავიდანვე ეცოდინებოდა სიმართლე, თავიდანვე, როგორც კი ყური გაეხსნებოდა, თვალი აეხილებოდა და ფეხზე დგომას შეძლებდა.
He would know the truth from the start, as soon as his ears and eyes were opened and he could stand on his own two feet.
66019.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
როგორც არ უნდა ჰყვარებოდა, როგორც არ უნდა შესცოდებოდა, მამამისი მაინც ვერ დაუმალავდა სიმართლეს.
However much his father loved him and pitied him, he still couldn't keep the truth from him.
66020.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რადგან მხოლოდ ეს იყო მისი მოვალეობა, ამისთვის გაეჩინათ ღმერთებს.
It was his only obligation, for which the gods had created him.