მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66041.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ის ინოს ადანაშაულებდა, თუმცა თვითონაც ვერ იტყოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რა უნდა ეღონა ინოს, სხვანაირად რომ წარმართულიყო მათი ცხოვრება.
He blamed Ino, although he couldn't say how she should have acted, what she should have tried to do to put their lives right.
66042.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
განა თვითონ რამე იღონა საამისოდ?
Had he made any efforts in that direction?
66043.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ერთი ქეციანი ძაღლის თავში აღებული ფულით მოინდომა გოგოს ყიდვა.
He had tried to buy the girl with the money raised from selling one lousy dog's head.
66044.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იმის ნაცვლად, გზაზე გადასდგომოდა მგზავრებს, ზღვაში დასდევნებოდა ხომალდებს, მეფის ხაზინამდე ხვრელი გაეთხარა.
Instead, he should have been a highwayman, or a pirate, or tunnelled into the king's treasury.
66045.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მთელი ქვეყნის სიმდიდრე შავთვალება მალალოს ფეხებთან დაეხვავებინა.
He laid the entire country's wealth at the feet of black-eyed Malalo.
66046.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
შავთვალება მალალომ უკეთესად იცოდა ინოს ფასი, ვიდრე ფარნაოზმა, ვიდრე სხვა ვინმემ.
Black-eyed Malalo had a better idea of Ino's value than Parnaoz or anyone else did.
66047.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
განა მართლა არ ღირდა ინო მთელი ქვეყნის სიმდიდრედ?
Wasn't Ino worth all the wealth of the country?
66048.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
განა არ ღირდა, მისი გულისთვის, მისი გულუბრყვილო ღიმილის გადასარჩენად ავაზაკი გამხდარიყო?
Wasn't it worth for her sake, to save her naïve smile, becoming an outlaw?
66049.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
გადაეწვა ქალაქები და სისხლში ჩაეხრჩო ყველა, ვინც კი გზაზე გადაუდგებოდა?
Burning down cities and drowning in blood anyone who stood in the way?
66050.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ღირდა, რა თქმა უნდა, ღირდა, მაგრამ ფარნაოზს არც ავაზაკობა შეეძლო, არც ქურდობა და არც კაცის კვლა.
Of course she was, but Parnaoz was incapable of becoming an outlaw, thief or murderer.
66051.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ის კი არა, შავთვალება მალალოს ფეხები დაუკოცნა, შვილივით უპატრონა.
He had almost kissed black-eyed Malalo's feet, treated her as if he were her child.
66052.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
არადა, თავი უნდა გაეჩეჩქვა, მიეფურთხებინა მაინც.
He should have smashed her head in, at least spat at her.
66053.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რადგან სწორედ ის ჩადგა ინოსა და ფარნაოზს შორის, ხარბი და უგრძნობელი, ურჩხულივით მიუდგომელი და უსიყვარულოდ ჩაბერებული მირიად კაცის ხელში.
Because, greedy and unfeeling, as merciless as a dragon, aged by lovelessness after passing through the arms of a myriad of men, she was what stood between Parnaoz and Ino.
66054.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ მაინც ფარნაოზზე მართალი, რადგან მან ინოს ფასი იცოდა.
But she was right and Parnaoz wasn't, because she knew the value of Ino.
66055.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
გარდა ამისა, შავთვალება მალალოს თავისი გზა ჰქონდა, თავისი ანგარიში ჰქონდა ქვეყანასთან.
In any case, black-eyed Malalo had her own path, her own accounts with the world.
66056.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ცდილობდა ყველა დაემსგავსებინა, ყველას მასავით ეცხოვრა.
She tried to make everyone resemble her and live as she did.
66057.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რაში ეპიტნავებოდა, ვიღაცას თუ არ მოსწონდა ამ ყაიდის ცხოვრება.
What did she care if some people disliked her free and easy way of life?
66058.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ან რატომ დაუთმობდა შვილს, მით უფრო, იმ ვიღაცას, როცა შვილი თვითონვე სჭირდებოდა და იმ ვიღაცაზე უკეთესად იცოდა მისი ფასი.
Why should she yield her daughter to someone, when she needed the daughter herself and knew her value better than that someone?
66059.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
დათმობით არავის დაუთმობდა, თუ ძალით არ წაართმევდნენ.
She wasn't going to yield her up unless she was removed by force.
66060.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თუ ის ვიღაცა მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, რატომ მამას არ ჩაუვარდა ფეხებში, რატომ არ უთხრა ვიღუპები, დამეხმარეო?
If that someone was a little boy, why didn't he fall at his father's feet and tell him "I'm dying, help me?"