მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66021.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
სიმართლე უნდა აღმოეჩინა მარტოს, სხვების დაუხმარებლად, რათა შვილისთვის დაეხვედრებინა, გადაეცა, გადაედო.
He had to discover the truth for himself, unaided, and then pass it on to his son, implant it.
66022.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მართალია, არც ეს ავალდებულებდა ფარნაოზს თინასთან ცხოვრებას, მაგრამ თინას მიტოვება შვილის მიტოვებასაც ნიშნავდა.
This didn't oblige Parnaoz to live with Tina, but abandoning Tina meant abandoning little son.
66023.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
უმამოდ გაზრდილ შვილს კი შეიძლება აღარ დაეჯერებინა კაცისთვის, რომელსაც მხოლოდ მის ჩასახვაში მიეღო მონაწილეობა, მის ჩასახვაში და არა გაზრდაში.
And a son who grew up without a father might not trust a man who was only there for his conception, not for his upbringing.
66024.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მთავარი კი გაზრდაა.
Upbringing was more important.
66025.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
პატარა უხეირო თავიდანვე, თანდათანობით უნდა შესჩვეოდა სიმართლეს, როგორც სიარულს, როგორც გველებზე მონადირე - გველის შხამს.
Little Ukheiro had gradually, from the start, to get used to the truth as he did to walking, as a snake hunter to snake venom.
66026.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ინო სხვა იყო.
Ino was different.
66027.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ინო მარტო მას ეკუთვნოდა და როგორც არ უნდა ეცხოვრა, მაინც ყოველთვის მარტო მისი იქნებოდა. შვილი კი - არა.
Ino belonged only to him and, whatever her life, she would always be his alone. His son wouldn't.
66028.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამიტომაც ვერ მიატოვებდა მას, თუ უნდოდა, პირნათლად შეესრულებინა თავისი მთავარი მოვალეობა: სიმართლის თქმა.
So he couldn't abandon him if he wanted sincerely to fulfill his main obligation, speaking the truth.
66029.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამავე მიზეზით ვერ გადაედგა ფარნაოზს ის ნაბიჯი, რომელიც ყველაფერს თავის სახეს დაუბრუნებდა, თავის სახელს დაარქმევდა და ცხოვრებასაც უფრო ასატანს გახდიდა.
For that reason Parnaoz couldn't take a step which would settle and clarify everything and make life more bearable.
66030.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„შვილს აბრალებ ყველაფერსო“ - ჩასძახოდა ფარნაოზს უჩინარი ხმა.
"You blame it all on your son," - an invisible voice called to Parnaoz.
66031.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ხანდახან თვითონაც სჯეროდა, ეს აჩემებული სიმართლის მთქმელობაც მისი სიმხდალისა და გაუბედაობის ნაყოფი რომ იყო.
He, too, sometimes believed that this insistent voice of truth was just the result of his cowardice and timidity.
66032.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მონაჩმახი, გამონაგონი, ისევ და ისევ სიმხდალისა და გაუბედაობის გამმართლებელი.
A lying, invented voice justifying his cowardice and timidity.
66033.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„შენ იმას სწუხარ, ხალხი რას იტყვისო, ოქროსავით ცოლ-შვილი მიატოვა და მეძავს გაეკიდაო“ - აღარ ინდობდა უჩინარი ხმაც.
"You're worried what people will say when you leave a pearl of a wife and child and go off with a whore" - the invisible voice went on accusing him.
66034.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზი შეშლილივით წამოვარდებოდა ხოლმე საწოლიდან, როცა მისი ფიქრი ამ წერტილში იყინებოდა.
Parnaoz leapt out of bed like a madman when his thoughts froze at this point.
66035.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თინა მძინარესავით ნელა და პირისწკლაპუნით გადაბრუნდებოდა ხოლმე კედლისაკენ.
Tina would turn over to face the wall, slowly exhaling as if asleep.
66036.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზი კი, სიცხიანი ავადმყოფივით, ანდა სამსჯავროს წინაშე წარმდგარი, მაგრამ უდანაშაულო პატიმარივით, იმეორებდა: არა, არა, არაო.
Parnaoz, as if sick with fever, an innocent prisoner on trial, repeated, "No, no, no".
66037.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
აღარ იცოდა, რაზე გადაეტანა ყურადღება, ეს სულისშემხუთავი, დამაკნინებელი და ამავე დროს ჭეშმარიტებასავით უტიფარი ბრალდება რომ მოეშორებინა.
He didn't know how to deflect this stifling, demeaning accusation, which was as merciless as the truth.
66038.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„რა ინოს ბრალია, მე თუ ცხოვრება ვერ ამიწყვიაო“ - ეკამათებოდა გუნებაში უჩინარ ხმას, მაგრამ თვითონვე გრძნობდა, ბოლომდე გულწრფელი არ იყო.
"It’s not Ino's fault if I can't sort out my life" - he argued with the invisible voice, although he sensed he wasn't being totally honest with himself.
66039.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მთელი მისი ცხოვრება ინოზე ფიქრით იყო გატენილი, როგორც ბროწეულის ნაყოფი მარცვლებით.
His life was filled with thoughts of Ino, like a pomegranate with seeds.
66040.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ყველაფერი ინოს ბრალი იყო, რაც კი გადახდენოდა, ავიცა და კარგიც.
Everything that happened to him, good or bad, was because of Ino.