მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66081.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ოჯახი ჰქონდა და ამ ოჯახში არავის უფიქრია, შეეზღუდა მისი უფლებები, აეთვალწუნებინა, ეჭვის თვალით შეეხედა.
She had a family and nobody in that family thought of limiting her rights, or looking down on her, or treating her with suspicion.
66082.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რადგან თვითონვე არ იძლეოდა საამისო საბაბს.
Because she gave them no cause to.
66083.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისე დასტრიალებდა, ისე დარაჯობდა იქაურობას, როგორც მეომარი მეთაურის კარავს.
She worked hard and kept watch on everything around her, like a warrior guarding his commander's tent.
66084.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ ერთი რამე არ იცოდა, ან ვერ გაითვალისწინა თინამ: ერთი ადამიანის ბედნიერება არ შეიძლებოდა ყოფნოდა ორ ადამიანს.
But there was one thing Tina didn't know and couldn't foresee: one person's happiness is not enough for two persons.
66085.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
საერთოდ არ შეიძლებოდა ბედნიერების გაყოფა.
Happiness can't be shared.
66086.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამას მერე მიხვდა, მაგრამ მაინც ითმენდა, რადგან სხვა არაფერი შეეძლო.
She realised that later, but still put up with it, because that was all she could do.
66087.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იმით იცავდა მონაპოვარს, რითაც მოეპოვებინა.
She was guarding what she had acquired, in the same way as she had acquired it.
66088.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ბევრი ძნელად მოსანელებელი ცრემლი ჩაყლაპა, უგულებელყოფილი ქალის ცრემლი.
She swallowed many bitter tears, the tears of a rejected woman.
66089.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ბევრი ღამე გაათენა თვალგაშტერებულმა.
Many nights she spent awake, her eyes wide open.
66090.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ დილით ყველასათვის ისეთივე თინა იყო, ხალისიანი, მშრომელი, მოყვარული, ამაყი ცოლი და ბედნიერი დედა.
But in the morning she was still the same Tina, a cheerful, hard-working, affectionate, proud wife, and happy mother.
66091.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
არავინ არ იცოდა, რა ღატაკი და საცოდავი იყო თინას სარეცელი.
Nobody knew how desolate and pitiful Tina's bed was.
66092.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ცოლქმრული ალერსის ნაცვლად, ორი, ერთმანეთისათვის ბოლომდე უცხოდ დარჩენილი სხეული უკიდურესი შეუღლების ჟამსაც ვერ ივიწყებდა ამ სიუცხოვეს.
Instead of conjugal caresses, two utterly alien bodies, even at a moment of greatest intimacy, could not forget their alienation.
66093.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისინი კი არ ნებდებოდნენ ერთმანეთს, არამედ იმორჩილებდნენ, კი არ აღელვებდნენ, არამედ აღიზიანებდნენ.
They didn't give themselves to one another, they submitted; they satisfied not emotion, but irritation.
66094.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მათი ერთად ყოფნა შემთხვევითი იძულება იყო და არა გარდუვალი აუცილებლობა.
Their togetherness was imposed by accident, not an inevitable necessity.
66095.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამაოდ ეხვეწებოდა ხოლმე მოულოდნელად გამოღვიძებული თინა ქმარს, მაცალე, გონზე მოვიდეო.
Woken up suddenly, Tina pleaded in vain with her husband to give her time, to let her come round.
66096.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ საკმარისია, გონზე მოსულიყვნენ, მაშინვე გაითიშებოდნენ.
But no sooner were they fully awake than they parted again.
66097.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამასაც მერე მიხვდა თინა, როცა ქალური ალღოთი ამოიცნო ქმრის ძალადობის მიზეზი.
Tina understood this later, when her female intuition told her why her husband forced himself on her.
66098.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მისი ქმარი ძალადობით ჩქმალავდა ჭეშმარიტს, მაგრამ სულ სხვა ქალისთვის განკუთვნილ ვნებას.
By forcing so he was suppressing the truth, his passion was aimed at an entirely different woman.
66099.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამიტომაც იყო ყველა მისი მოძრაობა მტკივნეული, დამაკნინებელი და დამსჯელი.
So every move he made was painful, humiliating and punitive.
66100.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„მაცალე, გონზე მოვიდეო“, კი ეუბნებოდა თინა, მაგრამ უკვე მრავალგზის დარწმუნებულიყო, ქმარი რომ არ დააცლიდა გონზე მოსვლას.
"Give me time, let me come round", Tina might say, but she had every reason to know that her husband wouldn't give her time to come round, any more.