მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66101.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
როგორც ავაზაკთა მცირერიცხოვანი რაზმი - გზისპირას დაბანაკებულსა და ჩაძინებულ ქარავანს.
Like a small band of outlaws to a caravan camped and asleep at the side of the road.
66102.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რადგან ავაზაკთა რაზმმა არ იცის, როგორ წინააღმდეგობას გაუწევს ქარავანი, ღირს თუ არა, საერთოდ, გასაძარცვავად.
Because the band of outlaws didn't know how much resistance the caravan might put up, if they were worth robbing.
66103.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ მაინც ესხმის თავს, რადგან სხვა გზა არა აქვს.
But they still attacked, because they had no alternative.
66104.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მათი გამოქვაბული გამოხრული ძვლებითღაა სავსე.
Their cave was full of bones they had gnawed.
66105.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ხოლო მეთაურის უმოქმედობამ და გაუბედაობამ, შეიძლება, სულმთლად დაშალოს ეს ისედაც მცირე რაზმი, გაანიავოს, დაუკარგოს საკუთარი თავისა და გამარჯვების რწმენა.
And any failure or reluctance to act by their leader could be the ruin of this little band, could scatter it and destroy its faith in its leader and success.
66106.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თინას არ შეეძლო არ ეგრძნო ეს, რადგან თინა ის ქალი არ იყო, რომელსაც მისი ქმრის ამბოხებული ხორცი დაეძებდა.
Inevitably, Tina sensed this, for she was not the woman her husband's rebellious flesh was seeking.
66107.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზმაც ერთი რამე იცოდა მხოლოდ, შეხვდებოდა თუ აღარ შეხვდებოდა ინოს, ვერასოდეს შეეგუებოდა უიმისობას.
Parnaoz knew only one thing: whether he got together with Ino or not, he could never accept not being with her.
66108.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ვერაფერს მიიღებდა ცხოვრებისგან სანაცვლოს, საერთოდ ვერაფერს მიიღებდა ცხოვრებიდან.
He could never accept any substitute life offered, or anything from life.
66109.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მისი არსებობა, არსებობაც კი, დამთრგუნველი და აუტანელი იქნებოდა ყველასათვის, ვისაც ბედი დააკავშირებდა მასთან, შვილი ერქმეოდა თუ ცოლი, დისშვილი თუ და.
His very existence would be oppressive and unbearable for anyone linked by fate to him, whether as wife or son, nephew or sister.
66110.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რადგან მთავარი შეცდომა თავიდანვე იყო დაშვებული.
Because a fundamental mistake was made at the very start.
66111.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
დაუმალეს ის, რისი ცოდნაც ისევე აუცილებელია, როგორც დედისა, დედისა თუ არა, დედის საფლავისა მაინც.
They hid from him what he needed to know as much as he needed to know his mother, or rather his mother's grave.
66112.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ეს ის შემთხვევაა, როცა არცოდნა ცოდვაცაა და გამოუსწორებელი ბოროტებაც.
In this case, not knowing was a sin, an irreparable evil.
66113.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამ ბოროტების გამოსასწორებლად ერთადერთი გზა არსებობს მხოლოდ.
There was only one way to put that evil right.
66114.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
უკან დაბრუნება, წარსულამდე არსებულ დროში, გამოქვაბულში, ადამიანის პირველ თავშესაფარში, წინაპართა საფლავებზე გადავლით, გადაბიჯებით, გადახოხებით, და თავიდან დაწყება ცხოვრებისა.
To go back to the past, the cave, humanity's first shelter, via ancestral graves, stepping and crawling over them, and beginning life again.
66115.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
შენი კი არა, საერთოდ ცხოვრებისა, როცა არავინ არ იცის, რა არის თავისუფლება, რადგან ჯერ ყველა ერთნაირად თავისუფალია.
Not just one's own, life in general, when nobody knew what freedom was, as everyone was still equally free.
66116.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამ ბოროტებას ერთი საზარელი თვისება აქვს, მისმა მსხვერპლმა არ იცის, რომ მსხვერპლია.
This evil had a horrible aspect: its victim didn't know he was a victim.
66117.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამიტომ ცხოვრობს ისე, როგორც არ უნდა ცხოვრობდეს, როგორც არ იცხოვრებდა, თავის დროზე რომ მიეცათ საამისო ცოდნა.
And so lived not as he should or would if he had been given the necessary knowledge.
66118.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზმა ეს ცოდნა თავისით მოიპოვა, სხვების დაუხმარებლად.
Parnaoz had found the knowledge by himself, unaided.
66119.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
და ბევრი რამე სამუდამოდ დაეღუპა, ან ისე დაუმახინჯდა, ძალაუნებურად ყველასაგან გამოირჩა, გამოაშკარავდა.
And many things had been destroyed and distorted for him; he had been set apart, against his will, from others.
66120.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ქვეყანა, რომელშიაც ის არსებობდა, ორ ნაწილად გაიყო.
The world in which he existed had been exposed for what it was: it was split into two.