მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66121.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ერთ მხარეს თვითონ აღმოჩნდა, მეორე მხარეს კი - ყველა დანარჩენი.
He found himself in one half, everybody else was in the other half.
66122.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
თუ მეორე მხარეს ჯერ არ შეემჩნია, ადრე თუ გვიან მაინც შეამჩნევდა მის განცალკევებას, ამ განცალკევების მიზეზსაც გამოიძიებდა.
The second half hadn't noticed yet, but it would eventually notice his apartness, and would seek out the reasons for it.
66123.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რაც, მაინცდამაინც ჭკუაში არ დაუჯდებოდა, და უმალ მეტიჩრობას დასწამებდა იმავე ფარნაოზს.
It would be unable to take them in and this was likely to make it quarrel with Parnaoz.
66124.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
გადათელავდა, გასრესდა და მოიშორებდა, ვიდრე აჰყვებოდა, დაუჯერებდა და ერთხელ აწყობილ ცხოვრებას აიწეწავდა მხოლოდ იმის გულისთვის.
It would trample him underfoot, crush him and get rid of him, rather than follow and trust him or mess up the life they had arranged merely for his sake.
66125.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფარნაოზის აზრით, ყველანი უმეცარი, მხდალი და თვინიერი ცხვრები რომ არიან თურმე, რომლებსაც სიამოვნებთ კიდეც, როცა ზედმეტ მატყლს აკრეჭენ.
In Parnaoz's opinion they were all ignorant, cowardly and meek sheep who were only too glad to be fleeced of their surplus wool.
66126.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ფეხებზე ჰკიდიათ, ვინ იქსოვს იმ მატყლით პერანგს.
They didn't care who wove a shirt from that wool.
66127.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისინი ტიტვლები კი იყვნენ, მაგრამ არავის აპატიებდნენ, მათი სიშიშვლის შემჩნევას.
They were naked, but unforgiving to anyone who saw their nakedness.
66128.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ესეც ყველა დანარჩენის თვისება იყო და ეს თვისება, საბოლოო ჯამში, კი არ ართულებდა, აადვილებდა ცხოვრებას.
This was typical of all the rest and, all in all, it simplified, rather than complicated life.
66129.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
სიშიშვლე ამსგავსებდათ, სირცხვილის გრძნობას უკარგავდათ, ათავხედებდათ.
Nakedness made people alike, took away their sense of shame, emboldened them.
66130.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ეს თავხედობაღა იყო ერთადერთი კედელი, თუმცა თვითონ ამის მიხვედრაც არ შეეძლოთ, ხელს რომ უშლიდა მათ საბოლოო განადგურებას.
This boldness was their only wall, although they couldn't grasp the fact, to save them from complete annihilation.
66131.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ ამაზრზენსა და სავალალოს ხდიდა მათ არსებობას.
But it made their existence loathsome and deplorable.
66132.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ეს, რაღა თქმა უნდა, ერთ დღეში არ მომხდარა, არც თავისთავად.
Of course, this hadn't come about instantly or by itself.
66133.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ყველაფერი ადრევე, აქედან ძალიან შორს, კნოსის სასახლეში, ყველაზე დიდი მეფის გონებაში იყო მოფიქრებული და გადაწყვეტილი.
Far away, in the palace of Knossos, it was devised and decided in the Supreme King's mind.
66134.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მინოსმა იცოდა, ხალხს მახვილი კი არა, ტყუილი იპყრობდა, ტყუილი და უმოქმედობა.
Minos knew that lies, not the sword were the tool to conquer a people: lies and inertia.
66135.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მარყუჟი, რომელსაც ფარნაოზი გაჩენის დღიდანვე გრძნობდა, იმ თოკის ბოლო იყო, რომლითაც აიეტი გაკოჭეს მისმა ერთგულმა მცველებმა, რათა სამუდამოდ გაეთრიათ მშობლიური ქალაქიდან.
The noose which Parnaoz had felt since the day he was born was the end of the rope which Æëtes's faithful guards had used to tie him up and get him out forever from his native city.
66136.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რაც ოყაჯადომ გააკეთა, ვერც ერთი სახელგანთქმული მხედართმთავარი ვერ გააკეთებდა.
No illustrious general could have done what Oqajado had done.
66137.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რამდენი ლეგიონიც არ უნდა ჰყოლოდა და რა იარაღითაც არ უნდა აღეჭურვა ლეგიონერები.
However many legions he had and whatever weapons he armed his legions with.
66138.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ოყაჯადო ტახტის კანონიერი მემკვიდრის დროშით შემოვიდა ვანში.
Oqajado had entered Vani under the banner of the legitimate heir to the throne.
66139.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ეს დროშა აიეტის მოშუღლეებს, მაგრამ სამშობლოს დანატრებულსა და სამშობლოსთვის თავდადებულ ვანელებს ეჭირათ ხელში.
The banner was held high by Æëtes's opponents, men of Vani who loved their homeland and were ready to die for it.
66140.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მათთვის ეს ბრძოლა სამართლიანობისთვის ბრძოლა იყო, ქვეყნის საკეთილდღეო ბრძოლა.
For them the battle was a battle for justice, for the sake of the country.