მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66161.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„მერე შენ რა? შენ რა გაწუხებს?“
"What's up with you? What have you got to worry about?"
66162.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„შენ ხომ დროულად განუდექი?“
"You left the flock in time, didn't you?"
66163.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„ცხვრობა იუკადრისე, პირი ვერ დააკარე საზიარო ბალახსა და ეკალს“.
"You decided not to be a sheep, you wouldn't touch your share of the grass and thorns".
66164.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„თუმცა არა, ბალახი და ეკალი რა შუაშია, უბრალოდ შეგეშინდა, შენც არ გადაჩეხილიყავი მასთან ერთად, რადგან შენი ტყავი გირჩევნია ფარისას“.
"Well, grass and thorns aside, you just got scared of being smashed to pieces like the rest of them, since you prefer your own skin to the flock's skins".
66165.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„ფარას კი ყველაფერი საერთო აქვს, სიკვდილიც“.
"The flock has everything in common, including death".
66166.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იღიზიანებდა თავს ფარნაოზი.
Parnaoz needled himself.
66167.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ხანდახან ეჭვდებოდა კიდეც, იქნებ მართლა სხვებს ვაბრალებ ჩემს სისუსტეს, ჩემს უყაირათობას და ამით უფრო დიდ ცოდვას ჩავდივარო.
Sometimes suspecting he might be blaming his weakness, his profligacy, on others, thus sinning even more.
66168.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
აბა, რატომაა - ფიქრობდა იგი - სხვები მშვენივრად რომ ცხოვრობენ, ოჯახდებიან, შრომობენ, მხიარულობენ და იხოცებიან, როგორც წესი და რიგიაო.
"But why", he wondered, "do others live happily with their families, working, rejoicing and dying, according to the rules".
66169.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რაღა მაინცდამაინც მარტო მე ვამჩნევ უბედურებასა და განსაცდელს, რაც არ უნდა ძნელი შესამჩნევი იყოსო.
"Why is it only me who sees misfortune and ordeals, however hard they are to detect?"
66170.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იქნებ მამაჩემიც მართალი იყო და რა უნდა დაებარებინა, როცა არაფერი ჰქონდა დასაბარებელიო.
"Perhaps my father was right: what could he tell me, when he had nothing to tell?"
66171.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ამგვარი ფიქრი კი უარესად სტანჯავდა ფარნაოზს, თვითონ გამოდიოდა დამნაშავე ყველას წინაშე.
These thoughts made Parnaoz suffer more, he was becoming guilty in everyone's eyes.
66172.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაგრამ დანაშაულის გრძნობა კი არ აფრთხობდა, უაზროსა და უსარგებლოს ხდიდა მის არსებობას.
But the feeling of guilt made his existence absurd and useless, rather than frightening.
66173.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
მაშინ მართლა რიღასთვის იხანგრძლივებდა სიცოცხლეს?
Then why was he prolonging his life?
66174.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
დაკარგულს ვერ ელეოდა და ამიტომ, თუ შვილისთვის რომ სიმართლე ეთქვა?
Because he couldn't reconcile himself with what he'd lost, or so that he could tell his son the truth?
66175.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
კი მაგრამ რა იყო სიმართლე?
But what was the truth?
66176.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
რა იცოდა, მართლა სიმართლე რომ იყო ის, რასაც მხოლოდ და მხოლოდ თვითონ თვლიდა სიმართლედ?
How did he know if the truth was what only he considered to be true?
66177.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ხომ შეიძლებოდა, კიდევ უფრო დიდი, უარესი დანაშაული ჩაედინა: შვილიც გაებრიყვებინა და დაეღუპა?
He might be committing an even worse crime: deceiving and ruining his son.
66178.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იქნებ მხოლოდ დუმილი და შეგუება იყო ერთადერთი გზა, რომელიც ადამიანისთვის დაეთმოთ ღმერთებს.
Perhaps silence and acceptance were the only paths that the gods allowed a human being.
66179.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
იქნებ ის არ იდგა ადამიანის გზაზე, ვერ გარკვეულიყო ვერაფერში და ამიტომაც ეუცხოვებოდა გარემო?!
Perhaps he was not on a path allotted to human beings, had totally lost his bearings and was therefore alienated from the world around him?
66180.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
„ალბათ, ასეაო“, - ასკვნიდა თავატკივებული ფარნაოზი.
"It may be so", - Parnaoz concluded, his head aching.