მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66181.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VII
ისევ ნიჟარაში იკეტებოდა, რათა ერთხელ კიდევ აეხსნა და აეწონა აუხსნელი და აუწონავი.
He retreated to his shell where he could once more try to explain the inexplicable and ponder the imponderable.
66182.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
აგერ უკვე მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა. სახლში კი სასიამოვნოდ, რულისმომგვრელად თბილოდა.
It had been raining non-stop for a whole week, but the house was pleasantly, drowsily warm.
66183.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ცეცხლზე შემომდგარ ქვაბში წყალი დუღდა.
Water boiled in the pot over the fire.
66184.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
წყალს მეტი სიმყუდროვისთვის ადუღებდნენ ქალები.
The women boiled water to feel more comfortable.
66185.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
აბუყბუყებული, ორთქლმობმული ქვაბი ოთახს მართლაც მყუდროსა და ახლობელს ხდიდა.
The bubbling, steaming pot made the room cosier and more friendly.
66186.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ყველანი დაცვარულ ბურუსში გახვეულიყვნენ.
Everyone was enveloped in a dewy haze.
66187.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ხმასა და მოძრაობას წყალქვეშა ბინადართა სიზანტე და სილბილე შეეძინა, ზღაპრულად იდუმალი გამხდარიყო.
Voices and movements took on the sluggishness and softness of underwater creatures, and an eerie, fairy-tale mystery.
66188.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„კუსა მოდისო“, - თქვა პოპინამ.
"Popeye is coming",- said Popina.
66189.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ცოტა ხნის მერე სხვებმაც გაიგონეს ნაცნობი ჟღრიალი, თანდათან რომ გამოეყო წვიმის ხმასა და მათკენ წამოვიდა.
Very soon the others heard the familiar jingling that gradually broke through the sound of the rain as it came towards them.
66190.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზიც ამ ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებისგან, მაშინვე პატარა უხეიროს ღუღუნიც გაიგონა, ქვაბის ბუყბუყიცა და ქალების წყნარი საუბარიც.
This voice roused Parnaoz from his thoughts: he heard little Ukheiro cooing, the pot bubbling and the women calmly chatting.
66191.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ოთახში ზიარა შემოვიდა, მხარზე კუსას ტომარა ჰქონდა გადაკიდებული.
Ziara came into the room, with Popeye's sack over her shoulder.
66192.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ტომარა კართან დააგდო და ორივე ხელი სველ სახეზე ჩამოისვა.
She put the sack down by the door and covered her face with her wet hands.
66193.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსაც ახლავე მოვა! - თქვა ზიარამ და პირდაბანილ ბავშვივით გაიღიმა.
"Popeye will be here any moment!" Ziara said, smiling like a baby whose face has been washed.
66194.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსაც თითქმის ფეხდაფეხ შემოჰყვა ზიარას და პირდაპირ ცეცხლს მიაშურა.
Popeye followed in Ziara's wake and made straight for the fire.
66195.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფილაქანზე წყლის გუბეები გაჩნდა.
Pools of water appeared on the floor tiles.
66196.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარა ისევ კართან იდგა და დაბნეულად იღიმებოდა.
Ziara stood by the door again, smiling awkwardly.
66197.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„რას გაშტერებულხარ, მოდი ცეცხლთანო“ - დაუძახა კუსამ.
"What are you staring at? Come and stand by the fire" - Popeye called to her.
66198.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსას ბოლქვა-ბოლქვა ასდიოდა ოხშივარი და მარტო ცეცხლისთვის მიშვერილი წითელი ხელებიღა მოუჩანდა.
Steam came off him in puffs: only his hands, stretched out to the fire, were visible.
66199.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარაც ცეცხლისკენ წავიდა, თან ცდილობდა, კუსას დანატოვარ გუბეებში ჩაედგა ფეხი.
Ziara joined him by the fire, trying not to step in the pools Popeye had left.
66200.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ ეს არც ისე ადვილი იყო, ზიარას მოკლე ფეხები ჰქონდა და კუსას ერთი ნაბიჯი მის სამ ნაბიჯს უდრიდა.
But this was not easy, for Ziara had short legs and Popeye's stride was three times longer than hers.