მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66221.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ქალები საუბარში გაერთნენ.
The women began chatting.
66222.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა ისევ ორთქლის ღრუბელში იდგა და იქიდან მოხარშული კიბოებივით წითელი ხელები გამოეყო.
Popeye was still in a cloud of steam, his red hands sticking out like boiled crabs.
66223.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი დარწმუნებული იყო, კუსა მას უყურებდა და დამცინავად იღიმებოდა.
Parnaoz was sure that Popeye was watching him and smiling sarcastically.
66224.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისიც იცოდა, რამ მოიყვანა კუსა ამ თავსხმაში აქ, რატომ მოიყვანა ზიარაც.
He knew what brought Popeye here in this downpour, and why Ziara had come too.
66225.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს დღეები, ალბათ, ზარზეიმში გაატარა, ასეთი საიდუმლო რომ იცოდა.
He had been jubilant all these past days at knowing such a great secret.
66226.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რა იცოდა მაინც ამისთანა?
But what did he actually know?
66227.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გარდა იმისა, რომ ინომ ნატკენი თითი შეუხვია ფარნაოზს.
Only that Ino had bandaged Parnaoz's sore toe.
66228.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ინოს ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.
Anyone would have acted as Ino did in the circumstances.
66229.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კი, მაგრამ რაღა ინოს სახლის წინ მოიტეხა კისერი?
Yes, but how had he chanced to get into trouble outside Ino's house?
66230.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
საიდან იცოდა ფარნაოზმა, ინო იქ რომ ცხოვრობდა?
How did Parnaoz know that Ino lived there?
66231.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მეორეც ერთი, რა კუსას საქმეა, სად მოიტეხავს ფარნაოზი კისერს?
Secondly, what business was it of Popeye's where Parnaoz chanced to get into trouble?
66232.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არავის საქმე არ არის და კეთილი ინებონ, ნურც ჩაერევიან, თორემ... რა „თორემ?
It was nobody's business, and people should have the decency to keep out of it, or else… Or else, what?
66233.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რას იმუქრები?
What are you threatening?
66234.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუ მართლა არაფერი მომხდარა, რატომ გიფრიალებს გული.
If nothing had happened, why is your heart missing a beat?
66235.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რატომ გეშინია ორთქლის ღრუბლისკენ გახედვისა.
Why are you afraid to look at the cloud of steam.
66236.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თითქოს ღრუბელი კი არა, ურჩხულია, ღრუბლის სახე მიუღია, სახლში შემოგპარვია.
As if it were not a cloud, but a dragon in the form of a cloud that has crept into the house.
66237.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
საცაა, ისევ ურჩხულად გადაქცეული, წინ დაგისკუპდება.
It will turn back into a dragon at any moment. It crouches in front of you.
66238.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისე გაგიღიმებს, თვითონვე ჩაუვარდები პირში, თუნდაც იმიტომ, მისი ღიმილი რომ აღარ დაინახო.
It smiles so that you will drop into its maw, rather than see its smile any more.
66239.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არა, ყელში რომ გაეჩხირო, ხმა რომ ჩაუხშო და არ ათქმევინო ის, რის სათქმელადაც მოსულა.
No, so as to block its throat, stifle its voice and stop it saying what it has come to say.
66240.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს საბრალო ზიარაც გაუპამპულებია.
He's been bullying that wretched Ziara.