მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66201.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კი არ მიდიოდა, გუბე-გუბე მიხტუნავდა და ისეთი სასაცილო სანახავი იყო, უნებურად ყველას გაეღიმა.
She hopped from pool to pool, rather than walk: it was such a ridiculous spectacle that nobody could help smiling.
66202.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსამაც ჩაიხვიხვინა, ზიარას აცალა ოხშივარში შემალვა.
Popeye whinnied, let Ziara disappear into the steam around him.
66203.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მერე ქალებს გასძახა: თუ იცით, ყველაზე ძალიან რა უნდა ჩემს თანამეცხედრესო.
Then he asked the women: Do you know what my spouse wants most of all?
66204.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ პასუხს აღარ დაუცადა და თვითონვე გააგრძელა.
Not waiting for an answer, he went on.
66205.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შვილი უნდა, ასე ამბობს, მე რატომ არ უნდა მყავდეს შვილი, ვითომ ვისზე რა ნაკლები ვარო. გაიგეთ, რა მომინდომა?
"She wants a baby, and says why shouldn't she, she's as good as anybody else. The things she wants!"
66206.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ხე, ხე..."- ისევ ჩაიხვიხვინა კუსამ.
"Ha, ha…" - Popeye whinnied again.
66207.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ქალუკამ ცეცხლთან ორი წყვილი ფლოსტი დაჰყარა.
Kaluka put two pairs of slippers by the fire.
66208.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარამ უცებ გაიხადა სველი წაღები, წინდებიც ზედ მიაყოლა და ფლოსტებში წაჰყო შიშველი ფეხი.
Ziara quickly took off her wet boots, then her stockings and put the slippers over her bare feet.
66209.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„წამო, კაბაც გამოიცვალეო“, - დაუძახა პოპინამ, მაგრამ ზიარამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
"Come on, change your dress, too", - Popina invited her, but Ziara shook her head.
66210.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსას შეხედა და გაიღიმა, ალბათ, წარმოიდგინა, რა სასაცილო იქნებოდა სხვის კაბაში, რომელი ქალისაც არ უნდა ყოფილიყო ის კაბა.
She looked at Popeye and smiled, probably thinking how ridiculous she'd look in someone else's dress, whoever it belonged to.
66211.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარა ყველაზე ტანმორჩილი გახლდათ.
Ziara was shorter than any of them.
66212.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რაო, რა მინდაო? - ჩაეკითხა კუსა.
What did you say you wanted? - asked Popeye.
66213.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შვილი მინდა! - დაუფიქრებლად უპასუხა ზიარამ.
"I want a baby", replied Ziara without hesitating.
66214.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გესმის, თინიკო? - გასძახა კუსამ ქალების მხარეს და ისევ ზიარას მიუბრუნდა: „ერთი ისიც გვითხარი, ღირსი თუ ხარ შვილისაო".
Do you hear that, Tina? - Popeye appealed to the women and then turned to Ziara: "Just tell us if you deserve to have a baby".
66215.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ხმაზე ეტყობოდა, სასიკეთოდ არ იყო განწყობილი, საკინკლაო მიზეზს ეძებდა.
His voice was ominous, and he was clearly looking for an argument.
66216.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარა, მოდი ჩვენთან, აქაც თბილა, - დაიძახა თინამ.
Ziara, come and join us, it's warm here, - said Tina.
66217.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გამშრალი და გაბურძგნული ზიარა რომელიღაც პატარა ცხოველივით გამოცუნცულდა ორთქლის ღრუბლიდან.
Dry and dishevelled, Ziara trotted out of the cloud of steam like a little animal.
66218.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინამ ბავშვი მიაწოდა და ისიც უცებ გათამამდა, ქალებში ჩაჯდა და პატარა უხეირო მუხლზე ააბუქნავა.
Popina handed her the baby and she suddenly plucked up courage, sat with the women and dandled little Ukheiro on her knee.
66219.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ბავშვით ხელში არც ისეთი პატარა და მახინჯი ჩანდა.
She seems less tiny and ugly with a baby in her arms.
66220.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს ზიარამაც იცოდა და მადლიერების გრძნობით სახეგაბრწყინებული ქეჩოში კოცნიდა პატარა უხეიროს.
Ziara knew that and, feeling grateful, her face shining, she kissed the top of little Ukheiro's head.