მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66241.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მთელი კვირა აზეპირებინებდა ალბათ, აქ რომ ეთქმევინებინა: შვილი მინდა, ვისზე რა ნაკლები ვარო. მართლაც რითია ვინმეზე ნაკლები?
He might have spent a week coaching her to say here, "I want a baby, I'm as good as anybody else". Of course, she is.
66242.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შენ თუ შვილი გყავს, იმიტომაც არ დახტუნაობ ასკინკილით გარე-გარე, შინ კი მევალესავით იბღვირები.
If you have a baby, you won't go gallivanting about playing hop-scotch all over the place, and scowling like a money-lender when you're at home.
66243.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო, ასეა შენი საქმეც.
Quarrel outside, and be forgiven inside, that's what you're up to.
66244.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ კუსას რას მოატყუებ, არც სხვას მოგატყუებინებს კუსა, არც ცოლსა და არც იმას.
But you can't fool Popeye's eyes, and he won't let you fool anyone else, your wife or the other woman.
66245.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შენ ხომ ორი კურდღლის დაჭერა გინდა?
Are you trying to kill two birds with one stone?
66246.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როცა ცოლთან ხარ, ის გენატრება, ხოლო როცა იმასთან ხარ, ცოლისკენ გამორბიხარ.
When you're with your wife, you want to be with the other one, when you're with the other one, you run back to your wife.
66247.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თითქოს სარკოფაგიდან ამოცვენილი მკვდრები დაგდევნებიანო.
As if the dead have risen from the tomb and are chasing you.
66248.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არა, ასე არ გამოვა.
No, that won't work.
66249.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთ-ერთს უნდა შეეშვა, ერთ-ერთი სამუდამოდ უნდა დაივიწყო.
You have to drop one of them, forget one of them for good.
66250.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ან იქნებ იმის იმედი გაქვს, ისა და თინა შეთანხმდებიან და შუაში ჩამიწვენენო?
Or perhaps you're hoping that she and Tina will come to an agreement and you can lie down between them?
66251.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ლაჩარი ხარ და მეტი არაფერი, ლაჩარი!
You're nothing but a coward, a coward!
66252.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არა, თაგვი, წუწკი თაგვი, ერთდროულად რომ მოუნდომებია ნიგვზის ორივე ლებანის დათრევა, მაგრამ ვერ მიართვეს.
No, you're a mouse, a tiny little mouse trying to drag off two walnuts at the same time, but it can't.
66253.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კატამ მოუსწრო და თავისი მომნუსხავი თვალებით ადგილზე გააშეშა.
The cat catches up with it and roots it to the spot with its bewitching eyes.
66254.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
აი, ახლა გამოვა კატა ორთქლის ღრუბლიდან და როგორც მოეპრიანება, ისე აბურთავებს თაგვს, სიცილით დახოცავს ყველას.
Any moment now the cat will come out of the cloud of steam and kick the mouse around wherever it fancies: everybody will die laughing.
66255.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მერე, შიშისაგან გონდაკარგულს, კუდში ჩაავლებენ ხელს, ერთს ააპორწიალებენ და სანაგვეზე მოისვრიან.
Then they'll grab hold of your tail, when you've fainted with fear, and throw you on the dunghill with a wave of the arm.
66256.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მადლობა თქვი, ამაზე თუ დაგყაბულდნენ და კატამ დაანება შენი თავი სანაგვეზე გადასაგდებად.
You can be thankful if they go no further and the cat lets them throw you on the dunghill.
66257.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კატამ იცის თაგვის გემო, ისიც იცის, თაგვს მომკვდარუნება რომ ეხერხება.
Cats like the taste of mice, and know that mice like playing dead.
66258.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამ ფიქრებში იყო ფარნაოზი, ორთქლის ღრუბლიდან კუსა რომ გამოვიდა.
Those were Parnaoz's thoughts when Popeye emerged from the cloud of steam.
66259.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზის წინ სკამზე ჩამოჯდა და დაშაშრული ხელები გახურებულ ბარძაყებზე დაისვა.
He sat on a chair facing Parnaoz and put his sunburnt hands on his thighs.
66260.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ინო თუ ახსენა, მოვკლავო“ - გაიფიქრა ფარნაოზმა.
"If he mentions Ino, I'll kill him", - thought Parnaoz.