მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66261.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა ხმას არ იღებდა, თავისთვის იჯდა და თითებგაფარჩხულ ხელებს ბარძაყებზე ისვამდა.
Popeye uttered not a word, just placing his hands, fingers outspread, on his thighs.
66262.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მერე წამოდგა, ზიარასთან მივიდა, ბავშვი ჩამოართვა და ბავშვიანად ისევ თავის სკამთან დაბრუნდა.
Then he got up, went to Ziara, took the baby from her and came back to the chair with the baby.
66263.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როცა პატარა უხეირომ ფარნაოზი დაინახა, სიხარულისგან სახე გაუბრწყინდა.
When little Ukheiro saw Parnaoz, his face lit up with joy.
66264.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დაიფრუტუნა, ვარდისფერ პირზე დორბლი მოადგა და ხელები გაუშვირა.
He snorted, his pink mouth dribbled and he stretched out his hands.
66265.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზს მოერიდა კუსასთვის ბავშვის ჩამორთმევა, ეს კუსამაც იგრძნო და გაუღიმა.
Parnaoz was reluctant to take the child from Popeye, who sensed this and smiled.
66266.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პატარა უხეირო სახით თავისკენ შემოატრიალა, მიტყუპებულ ბარძაყებზე დაიყენა და ზედიზედ რამდენჯერმე ჩააბუქნინა.
He turned little Ukheiro's face towards himself, put him on his lap and bounced him several times.
66267.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„აჩუ, აჩუ, ცხენო, საით გაგაჭენო?“ - იძახდა კუსა.
"Horsie, horsie, horsie, whither shall we gallop?" - Popeye exclaimed.
66268.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პატარა უხეიროსაც უცებ დაავიწყდა ფარნაოზი.
Little Ukheiro suddenly forgot Parnaoz.
66269.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გულიანად კისკისებდა, სიამოვნებდა, ბუქნისაგან სუნთქვა რომ ეკვროდა და პატარა, ფუნჩულა თითებით კუსას ცხვირს ეტანებოდა.
He laughed with all his heart and enjoyed the bouncing; it made him breathless, and he put his chubby little fingers up Popeye’s nose.
66270.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზმა თვალი აარიდა, გრძნობდა, როგორ ღიზიანდებოდა, როგორ ებურძგნებოდა კანი.
Parnaoz tried not to look, he felt himself getting irritated, his skin turning prickly.
66271.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თითქოს მის გასაბრაზებლად იძახდა კუსა: „აჩუ, აჩუ, ცხენოო".
As if Popeye was rousing him to anger, "Horsie, horsie, horsie".
66272.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პატარა უხეირო ნეტარებისაგან ფრუტუნებდა, დორბლის ვერცხლისფერ ბუშტულებს აფრქვევდა.
Little Ukheiro snorted blissfully, spraying silvery bubbles of saliva.
66273.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისე სხმარტალებდა, გეგონებოდათ, კუსამ რომ ხელი გაუშვას, აფრინდებაო.
He splayed his limbs as if he would fly off if Popeye let go of him.
66274.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა განგებ ათამაშებდა პატარა უხეიროს ფარნაოზის ცხვირწინ.
Popeye deliberately played with little Ukheiro under his Parnaoz's nose.
66275.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ვითომ, ამ ბავშვის პატრონს, რა უფლება გაქვს სხვა რამეზე ფიქრისაო.
As if to say, "You're the child's father: what right have you to think of anything else?"
66276.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთი წუთიც და ფარნაოზი წამოვარდებოდა, ძალით გამოგლეჯდა ბავშვს და მერე...
One more minute and Parnaoz would have leapt up, torn the baby from his hands and then…
66277.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მერე არ იცოდა, რა მოხდებოდა.
Then he didn't know what would happen.
66278.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ თუ ახლავე არ შეწყდებოდა გულუბრყვილო ბავშვისა და გველაძუა კაცის თამაში, მხოლოდ და მხოლოდ, მის გასაღიზიანებლად გამიზნული, რაღაცა აუცილებლად მოხდებოდა.
But if the game, meant only to provoke him, between a simple baby and this snake of a man didn't stop right now, something had to happen.
66279.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
იმაზე უფრო სკდებოდა გულზე, კუსა პატარა უხეიროსაც რომ ასულელებდა, ვითომ მართლა სიამოვნებდა მასთან თამაში.
What most enraged him was that Popeye was making a fool of little Ukheiro, pretending to enjoy playing with him.
66280.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზმა ვერაფრით ვერ ანიშნა ქალებთან ლაპარაკით გართულ თინას, ბავშვი წაიყვანეო.
Parnaoz could not signal to Tina to take the baby away: she was busy talking to the women.