მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66281.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დაძახება კი ვერ გაბედა, ხმას არ ენდო, ხმა დაფარულ ბრაზსა და მღელვარებასაც ამოიყოლებდა და ყველას ყურადღებას მიიქცევდა.
He didn't dare call out, not trusting his voice, which might show his hidden anger and anxiety and attract everybody's attention.
66282.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ქალები წყნარად საუბრობდნენ, უხაროდათ, ერთად რომ იყვნენ, ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთის ახლობლები, და ირგვლივ ასეთი სიმშვიდე სუფევდა.
The women went on calmly talking, happy to be together under the same roof, close to one another, when such peace reigned all round.
66283.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მეტი არც არაფერი უნდოდათ, არც არაფერი ადარდებდათ.
They wanted nothing more; they had no worries.
66284.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ნუ გააწვალეთ ეს კაცი! - მაინც ვეღარ მოითმინა ფარნაოზმა.
Don't torment the poor thing! - Parnaoz exclaimed, unable to put up with any more.
66285.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ქალებს არც ახლა მიუქცევიათ მათთვის ყურადღება.
Even then, the women ignored them.
66286.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ან შეიძლება, ვერც კი გაიგეს ფარნაოზის ნათქვამი, ყელიდან არაბუნებრივად სუსტი და მთრთოლვარე ხმა ამოუვიდა.
Or possibly they failed to take in what he had said in such unnaturally weak and throaty, quavering tones.
66287.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზს შერცხვა და გაილურსა.
Parnaoz felt ashamed and held his tongue.
66288.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როგორც ყოველთვის, ახლაც მტკივნეულად, წუხილითა და შეშფოთებით გრძნობდა, როგორ წითლდებოდა.
As usual, he now felt he was blushing painfully, sadly and anxiously.
66289.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ხე, ხე...“ - ჩაიცინასავით კუსამ.
"Ha, ha…" Popeye laughed.
66290.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ის ახლოს იჯდა და არც ფარნაოზის ხმის გაგონება გასჭირვებია და არც მისი შინაგანი მღელვარების ამოცნობა.
He was sitting very near, so must have heard what Parnaoz said and caught the hidden emotion.
66291.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაშინვე წამოდგა და ბავშვი თინას ჩაუგორა კალთაში.
He got up and dropped the baby into Tina's lap.
66292.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინამ ღიმილით ამოხედა, ბავშვი ზიარას გადააწოდა და ლაპარაკი გააგრძელა.
Tina looked up with a smile, handed the baby to Ziara and went on talking.
66293.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა თავის სკამთან დაბრუნდა.
Popeye returned to his chair.
66294.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ასეა ცხოვრება", - თქვა კუსამ.
"That's life", - Popeye said.
66295.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რა თქვი? - ჰკითხა ფარნაოზმა.
What did you say? - asked Parnaoz.
66296.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსამ არ უპასუხა. აღარც ფარნაოზი ჩასციებია.
Popeye did not answer; Parnaoz didn't persist.
66297.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ჩუმად ისხდნენ და ქალებს უსმენდნენ.
They sat quietly, listening to the women.
66298.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პატარა უხეიროც გატრუნულიყო ზიარას კალთაში. გარეთ წვიმდა.
Little Ukheiro had calmed down in Ziara's lap. It was raining outside.
66299.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუ რამის თქმას აპირებდა, ახლა უნდა ეთქვა კუსას.
If Popeye meant to say anything, now was the time to speak.
66300.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ირგვლივ სრული სიმყუდროვე სუფევდა.
Peace and quiet reigned all around.