მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66301.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა იდაყვებით მუხლებს დაჰყრდნობოდა და სახეში შესცქეროდა ფარნაოზს.
Popeye propped his elbows on his knees and stared Parnaoz in the face.
66302.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არაფერს გამოსწირავენ ჩვენი ქალები? - თქვა ფარნაოზმა, უფრო კუსას გასაჩერებლად, გასაჩუმებლად, პირსმომდგარი სიტყვა უკანვე რომ ჩაებრუნებინა იმისთვის.
"Are our women keeping anything from us?" said Parnaoz, more to stop and silence Popeye, to make him bite back what he was about to say.
66303.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა კარგს არაფერს იტყოდა.
Popeye had nothing good to say.
66304.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ რაც კუსამ თქვა, იმდენად მოულოდნელი და იმდენად წარმოუდგენელი იყო ფარნაოზისთვის, გაოცებისგან პირი დააღო.
But what Popeye did say was so surprising and unimaginable that Parnaoz's jaw dropped with amazement.
66305.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გადაუღებელ წვიმას, ოთახში გამეფებულ სიმყუდროვესა და ბავშვთან თამაშს შეიძლება მართლა დაეყენებინა კუსა გულახდილი საუბრის გუნებაზე.
The constant rain, the atmosphere of peace and quiet in the room, and playing with the baby may have put Popeye in the mood for frank conversation.
66306.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ არც ის იყო გამორიცხული, ახალ მახეს აგებდა, ახალი ვერაგობა განეზრახა.
But he could also have set a new trap and planned new treachery.
66307.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ბიძაჩემო, აი, ერთ დღეს რომ დაიძახოს ვინმემ: ვანელებო, გვეყოფა მონობაო, შენ რას იზამდი? - ჰკითხა კუსამ.
"Uncle, suppose someone were to shout out one day, "People of Vani, stop being slaves," what would you do?" Popeye asked.
66308.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პასუხის დაყოვნება არ შეიძლებოდა.
The reply had to be immediate.
66309.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა გადაიხარხარებდა და ეტყოდა: რისი გეშინია, სხვა ხომ არა ვარ, შენთანაც თუ არა ვთქვი, აბა ვიღასთან ვთქვაო.
Popeye would laugh out loud and say, "What are you afraid of, we're not among strangers, if I can't say it to you, who can I say it to?"
66310.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამიტომაც იყო, დაუფიქრებლად რომ უპასუხა ფარნაოზმა: „სადაც სხვები, მეც იქაო".
So Parnaoz replied straight away, "I'm with everybody else".
66311.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუმცა, რომც დაფიქრებულიყო, მაინც ასე უპასუხებდა.
Even if he'd thought first, he would have said the same.
66312.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როგორ გგონია, რას იზამდნენ სხვები? - ისევ ჰკითხა კუსამ და სკამიანად უფრო ახლოს მიჩოჩდა ფარნაოზთან.
What do you think everyone else would do? - Popeye asked again, sliding closer on his chair to Parnaoz.
66313.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამჯერად კი დაუგვიანდა ფარნაოზს პასუხი.
Now Parnaoz pondered his answer.
66314.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ კუსამ თვითონვე გააგრძელა: „რას იზამდნენ და, ამის დამძახებელს თავს გაუჩეჩქვავდნენო".
But Popeye went on: "Of course they'd take whoever shouted that and smash his head in".
66315.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შენც ასე მოიქცეოდი, ბიძაჩემო? - არ მოეშვა კუსა გადაფითრებულ ფარნაოზს.
You'd do that too, wouldn't you, uncle? - Popeye pestered Parnaoz, who had turned pale.
66316.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მე არ ვიცი, როგორ მოიქცევიან სხვები... - თავი აარიდა პირდაპირ პასუხს ფარნაოზმა.
I don't know what everyone else would do… - said Parnaoz evasively.
66317.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაშინვე იგრძნო, კიდევ ერთხელ დამარცხდა და ეს დამარცხება, სხვა დამარცხებებთან შედარებით, უფრო მნიშვნელოვანიც იყო.
Then felt that he'd been defeated: this defeat was more significant than his others.
66318.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან დისშვილთანაც ვერ თქვა ის, რასაც ყველაზე დიდ სიმართლედ თვლიდა.
Because he couldn't say in his nephew's presence what he considered to be the greatest truth.
66319.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რაც ზეზეულად ახმობდა და ალპობდა, როგორც მკურნალის უყურადღებობით ჭრილობაში ჩარჩენილი ჭუჭყი.
What withered and festered in him, like dirt left in a wound by a careless doctor.
66320.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამ საუბრის შემდეგ ფარნაოზს უარესად დაეკარგა მოსვენება.
After this conversation he was even less able to relax.