მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66321.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შეგნებულად თუ შეუგნებლად კუსამ დაუმტკიცა, რა უაზრობა იყო ყველაფერი, რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში გულს ასკდებოდა.
Deliberately or not, Popeye had shown the absurdity of everything that he had worried about for so long.
66322.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არარსებულ გზებს დაეძებდა, ოდესღაც დამთავრებული და დავიწყებული საქმის თავიდან გადაქექვას აპირებდა.
He was seeking non-existent ways out, trying to rake about in something finished and forgotten.
66323.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ვერც კი გრძნობდა, ისევე ძნელი და წარმოუდგენელი რომ იყო ეს, როგორც დაკლული და გატყავებული პირუტყვის საძოვარზე გადენა.
He had failed to see that it was as difficult and unimaginable as sending out to graze cattle which had been slaughtered and flayed.
66324.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თანაც მარტო, ცარიელ-ტარიელი მოჰკიდებოდა ამოდენა საქმეს და თავისი სიმარტოვითაც ყველას დასაცინი ხდებოდა.
He had begun so many difficult tasks on his own, ill-equipped, that he had made himself and his isolation objects of mockery.
66325.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ხალხისთვის მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოა და ომში რა ხეირი დაადგებოდა.
In the people's eyes a man who eats alone is pathetic, and who fights alone — useless.
66326.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსამ ხომ უთხრა: შენ სხვებივით არ მოიქცეოდიო.
Popeye had said that he wouldn't do what everyone else would do.
66327.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სხვები კი მართლა გაუჩეჩქვავენ თავს, თუკი ვინმე გაბედავს და დაუძახებთ: „ყველანი მონები ვართ".
Everyone else would smash the head in of anyone who dared to shout out: "We're all slaves".
66328.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მე კი აღარ მინდა მონობა და კეთილი ინებეთ, ცოლ-შვილიანად გაწყდით ჩემი თავისუფლების გულისთვისო.
"I don't want to be a slave any more, so kindly sacrifice yourself and your families for my freedom".
66329.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსას სიმართლე უფრო მწარე იყო და ამიტომაც უფრო ნაღდი, წყალი არ გაუვიდოდა.
Popeye's truth was more bitter and so more authentic, it held water.
66330.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსას ნათქვამიდან ისე გამოდიოდა, თითქოს ფარნაოზი თავისით კი არ გამდგარიყო განზე, არამედ ბედს გამოეცალკევებინა.
What Popeye said implied that Parnaoz hadn’t stood back from life, but that fate had singled him out.
66331.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მარტო დაეტოვებინა და სიმარტოვით გამწარებული თვითონ ვერც ამჩნევდა, როგორ შურდა, როგორ აცოფებდა სხვათა სიმშვიდე და კმაყოფილება.
It had abandoned him, a man so embittered by solitude that he didn't notice how much he was roused to envy and rage by others' complacency.
66332.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შურდა, მაგრამ ამ გრძნობისა რცხვენოდა და სხვა, მისთვის შეუფერებელ სამოსელში ხვევდა.
His envy was mixed with shame, and it clothed him in garments unseemly for his rank.
66333.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამიტომაც ყველასათვის თვალშისაცემი ხდებოდა, როგორც ჭრელა-ჭრულა ჯამბაზი, სანახაობაზე ხალხის მოსაზიდად რომ გაუშვებენ ქუჩებში.
So he was a spectacle to everyone, like a garishly dressed clown roaming the streets to draw in the crowds to a show.
66334.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა მართალი იყო, ფარნაოზი სხვებივით ვერ მოიქცეოდა.
Popeye was right: Parnaoz wouldn't act like everyone else.
66335.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მეორეც ერთი, მეორეც ერთი, თეთრი სახედარი სხვა სახედრებს არ უყვართ.
One more thing, a white donkey is disliked by other donkeys.
66336.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სულ იმის შიშში არიან, ჩვენმა პატრონმა ახლა ამაზე არ მოგვდოს შარი, თქვენც რატომ არა ხართ თეთრებიო.
They fear it, in case their owner picks on them for not being white, too.
66337.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ცოტა ხნის მერე დაუმატა: ერთი კაცის პატიოსნება გინდ ყოფილა, გინდა არა, თუმცა ჯობს, არც ის იყოს, რადგან ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებსო.
After a pause, he went on: What's the point of one man having principles, when it's better not to since they only get in everyone's way.
66338.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როგორც ფარნაოზმა გაიგო, მას პატიოსნად თვლიდნენ.
Parnaoz understood that he was considered a man of principle.
66339.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს იყო მისი ყველაზე დიდი დანაშაული, თეთრი სახედარივით გამორჩეული, ყველას თვალში ეჩხირებოდა.
That was his worst crime, it made a white donkey of him, he stuck in everyone's throat.
66340.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სხვის ქვაბსა და ლოგინს უთვალთვალებდა, როცა თავისი მისახედი ჰქონდა.
He was poking into other people's affairs instead of seeing to his own.