მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66341.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მთლად ასე არ უთქვამს კუსას.
Popeye didn't say all this openly.
66342.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ ასე გამოდიოდა, ფარნაოზმა ასე გაიგო კუსას ნათქვამი: ყველამ თავის ქვაბსა და ლოგინს რომ მიხედოს, საქმე წინ წავაო.
But what he implied and what Parnaoz inferred was that if everyone minded their own business things would be all right.
66343.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
და მართლაც, რამდენად უკეთესი იქნებოდა ყველასათვის, ფარნაოზი საერთოდ არ ყოფილიყო, ანდა ისიც სხვა დანარჩენს დამსგავსებოდა.
In fact, how much better off everyone would be if Parnaoz didn't exist, or if he was like everyone else.
66344.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სიმართლის მთქმელისთვის ერთი ქვა მასაც გამოეკრა კალთაში.
He kept at least one stone ready to throw at any truth teller.
66345.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი ბევრ რამეში ეთანხმებოდა კუსას, გულისყურით უსმენდა და ეშინოდა, ვინმეს არ დაერღვია მათი განმარტოება.
Parnaoz assented to much of what Popeye said, he listened attentively, fearing their tête-à-tête might be interrupted.
66346.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ნეტავ, ქალებს არ გავახსენდეთო“ - ათასში ერთხელ გაიფიქრებდა ხოლმე იგი.
"I hope the women have forgotten about us", he thought occasionally.
66347.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მარტო ამის გაფიქრება უშლიდა ხელს, უფრო დაწყნარებულად მოესმინა კუსასთვის.
Only this thought stopped him from listening to Popeye more calmly.
66348.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მგლებში მაცხოვრებელმა ყმუილი უნდა იცოდეს - ამბობდა კუსა.
"If you live with wolves, you have to howl like a wolf", Popeye was saying.
66349.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს ძველი სიბრძნეა და ახალს ვერავინ მიუმატებს, გინდაც მიუმატოს, ახალს ძველი სჯობია, რადგან ბევრჯერაა გამოცდილი და უფრო სანდოა.
That's an old proverb, and even if you could add a new one, the old is better than the new, because it's tried and tested and more reliable.
66350.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კაცი ძველ ტანსაცმელს საჭიროებისთვის იცვამს, ახალს კი თავის გამოსაჩენად და სხვების გულის გასახეთქადო.
When a man has a job to do, he puts on his old clothes; his new clothes are for show, to put other people's noses out of joint.
66351.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი უსმენდა, უსმენდა და უკვირდა, მისი არსება უყოყმანოდ და უდრტვინველად იღებდა კუსას ნალაპარაკევს.
Parnaoz kept listening, amazed that he was taking in Popeye's words without demurral or protest.
66352.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ შიგნით, სულის სიღრმეში ყველაფერი უცვლელად რჩებოდა.
But deep down inside nothing changed.
66353.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მისი სული, ნიავგადავლილი მინდორივით, თრთოდა, იფოფრებოდა, მაგრამ ადგილზევე რჩებოდა, ვერ მიჰყვებოდა ნიავს, რადგან არც ნიავს შეეძლო მისი დაძვრა.
His spirit, like a meadow in the wind, might be swayed and ruffled, but it wouldn't shift: the breeze couldn't move it.
66354.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზს კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს დიდი გარდაქმნის მიჯნაზე იდგა.
Parnaoz felt as if he was on the verge of a great transformation.
66355.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სულ ერთი ნაბიჯიღა აკლდა, სრულიად ახალ, მისთვის ახალ სამყაროში აღმოჩენილიყო.
He had only to take one step to find himself in a totally new world, new at least to him.
66356.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
და მასაც, ამ სამყაროს კანონიერი ბინადრებივით, მოეპოვებინა მარადიული სიმშვიდისა და ყოველდღიური ცხოვრებით ტკბობის უფლება.
As a legitimate inhabitant, he would find lasting peace and the right to enjoy everyday life.
66357.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ არ იქნა და არ დაადგა საშველი ამ ერთი, ამ თითქმის უმნიშვნელო ნაბიჯის გადადგმას.
But he could find no way to take this seemingly tiny step, although his entire being was ready for it.
66358.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მთელი მისი არსება მზად იყო საამისოდ, ამას იხვეწებოდა, როგორც ავადმყოფი, განკურნების იმედი რომ ჩაესახება და ახლა ყველაფერი მომვლელებზეღაა დამოკიდებული.
He was desperate for it, like a sick man who suddenly has hopes of a cure and now depends entirely on his carers.
66359.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მთავარია მომვლელებს არ მობეზრდეთ მისი მოვლა-პატრონობა.
It is vital that his carers don't get fed up with him.
66360.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსას ვერ გაამტყუნებდა, კუსა მზად იყო, დახმარებოდა განკურნების გზაზე შემდგარ ფარნაოზს.
He couldn't blame Popeye, who was ready to help Parnaoz if he was on the road to recovery.